Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 3 of 3
  • Item
    Polarization as a Threat for Democracy Analysis of the Media System of Georgia
    (2019) Kuprashvili, Natia
    Georgia represents one of the most polarized democracies throughout the world. This is how the evaluation made by German organization Democracy Reporting International and Young Lawyers Association of Georgia looks like according to the research they conducted in 2017. According to the reports of international observation organizations, polarization is one of the obstacles for the development of democracy in Georgia. Though polarization does not bear an ideological character in Georgia but it is revealed in two political opponents that turns into the so-called antagonist symbiosis in the pre- election periods. For the latest 7 years, the two politically polarized forces have been observed in Georgia – Georgian Dream – currently in power and National Movement that represented the Georgian government earlier and its groups. The similar ideological platforms are beyond the antagonistic symbiosis, both forces support market economic reforms and name Euro- Atlantic integration as the priority of the country‘s external policy. The pre-election and general media monitoring, conducted by influential international and local organizations show that media outlets are also sharply polarized. It applies mostly to the TV area. Television still remains one of the sources for information spreading (more than 70%). Two national broadcasters - ,,Rustavi 2” and ,,Imedi ― share the largest part of the audience. Besides, according to different reports, ,,Rustavi 2“ owners are affiliated with the former government – National Movement while ,,Imedi ― is distinguished by its loyalty to the Georgian Dream government as well as biased coverage. The distinctive form of political polarization and the fact that parallel media polarization remain unexamined and unstudied, represent the motivator encouraging us. The polarized pluralism media model is applied as a theoretical basis by us, Danniel C Hallin and Paulo Manchini provide. The research hypothesis says that independent media outlets are the primary victims of the political and parallel media polarization. The latter creates new instruments/factors to oppress and clean them or strengthen the existing ones. This tendency comes back as a boomerang to democracy – and represents a threat. By applying the qualitative methodology, we are carrying out the study of the Georgian media system as the polarized monism or/and polarized – defective pluralism or/and polarized populism, which, according to the hypothesis that we propose, has adverse impact on independent media actors. The research conducted under the qualitative methodology is based on the Case Study methodology as well as the content, observation and quantitative analysis method. Besides, it depends on the deep interviews conducted by small number of independent media outlets, polls conducted via questionnaires by journalists working in regions as well as focus- groups. The research includes four factors of parallel media system of political polarization: financial, technical, legislative, human.
  • Item
    ჟურნალ „საქართველოს მოამბის“ მთარგმნელობითი პოლიტიკა
    (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2020) ჯოლოგუა, თამაზ
    ილია ჭავჭავაძის ყოველთვიურ ჟურნალში „საქართველოს მოამბე“ (1863), რომელიც ახალ ეპოქას ხსნის ქართული საზოგადოებრივი შემეცნებისა და ეროვნული კულტურის ისტორიაში, მკაფიოდაა ასახული როგორც რედაქტორ-გამომცემლის, ისე ზოგადად, თერგდალეულთა ეროვნული პროგრამის ორგანული ნაწილი - მთარგმნელობითი პოლიტიკა. კერძოდ: ა) დროთა კავშირის ურღვევობა - წარსულის შესწავლა და მისი, როგორც გამოცდილების, გამოყენება ახალი დროით განპირობებულ გამოწვევებზე ადეკვატური პასუხების გასაცემად (ს.ბარათაშვილის „ძველი ისტორია საქართველოსი“ - თარგმანი ი. ჭავჭავაძისა; „კირაკოზ განძაკეცი, მწერალი XIII საუკუნისა“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა). ბ) საგანმანათლებლო-შემეცნებითი კონცეფციის ჩამოყალიბება და განხორციელება (კ.გ. ზალცმანის „კონრად კიფერი, ანუ დარიგება ყმაწვილების კარგად აღზრდისათვის“- თარგმანი ლ. ჯანდიერაშვილისა; ო.მ. მიტჩელის „ზეციერი მნათობები“- თარგმანი დიმ. ყიფიანისა). გ) ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების პოპულარიზაცია (ნ. დობროლიუბოვის „მამა ალექსანდრე გავაცცი და მისი ქადაგება“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა). საგანგებოდ უნდა ითქვას, რომ „საქართველოს მოამბის“ მთარგმნელობით პოლიტიკაში მკაფიოდ ჩანს XIX საუკუნის ქართული პრესისათვის დამახასიათებელი მნიშვნელოვანი ტენდენცია - ვინაიდან ქართველი მოღვაწეები მძიმე საცენზურო პირობების გამო ვერ ახერხებდნენ ეროვნული თავისუფლების საკითხებზე მსჯელობას, პრესის მეშვეობით ინტენსიურად აშუქებდნენ სხვა ხალხების (იტალიელები, ბერძნები, ირლანდიელები...) ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებს და ამით ქართველ საზოგადოებაში ეწეოდნენ თავისუფლების იდეების პოპულარიზაციას. დ) სამართლებრივ და სოციალურ პრობლემებში საზოგადოების გათვითცნობიერება („სიკვდილით დასჯის გადაგდების საქმე, ვიქტორ ჰიუგოს წიგნი“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა; ფ. ბასტიას„მძარცველობის ფიზიოლოგია“ - თარგმანი ი.ჭავჭავაძისა; პ.ჟ. პრუდონის „სიღარიბე როგორც ეკონომიური პრინციპი“ - თარგმანი ი. ჭავჭავაძისა). „საქართველოს მოამბის“ მთარგმნელობითი პოლიტიკა ძირითადად ეყრდნობა წინამორბედის, ნიკ. ბერძნიშვილის, მიერ 1850-იან წლებში ჩამოყალიბებულ კონცეფციას ლიტერატურის საზოგადოებრივი დანიშნულების, საქართველოში ლიტერატურული აზროვნების/პროცესების ევროპეიზაციისა და მთარგმნელობითი პრინციპების შესახებ.
  • Item
    1990-1991 წლების ქართული პრესა პოლიტიკური პროცესების ჭრილში
    (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2019) შამილიშვილი, მანანა; Shamilishvili, Manana; წერეთელი, მარი; Tsereteli, Mari
    ჩვენ მიერ საკონფერენციოდ წარმოდგენილი მოხსენება შეეხება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მეტად მტკივნეულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდს. მასში წარმოჩენილია 1990-1991 წლების საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური გარემო და რადიკალური მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება. ეს პროცესებინათლად აისახა იმდროინდელ პრესაში. მიხედავად იმისა, რომ მონიშნული დროის ქართული მედია პლურალისტურ ბუნებას ავლენდა, მაინც აშკარა იყო იდეოლოგიური პოლარიზების მაღალი ხარისხი. მაშინდელმა საგაზეთო პოლემიკამ მკაფიოდ წარმოაჩინა სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალთა შეურიგებელი ბრძოლა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თვალსაზრისთა მკვეთრი დაშორიშორებულობა. საკვლევი პერიოდის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ ორი მნიშვნელოვანი გაზეთის – ოფიციოზური „საქართველოს რესპუბლიკისა“ და ოპოზიციური „დრონის“ პუბლიკაციათა ანალიზი. ძირითადად, ამ ორი გამოცემის ირგვლივ იყო გაერთიანებული სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალები. მსგავსი მედიაკლიმატი დამახასიათებელია პოსტსოციალისტური სახელმწიფოებისთვის. წარსულის ინერცია ძნელად დასაძლევი აღმოჩნდა იმდროინდელი მედიისთვის. მან, მართალია, მოიშორა საბჭოური ცენზურის წნეხი, მაგრამ ერთგული დარჩა ადრინდელი პროფესიული მიდგომებისა, რაც პარტიული მიმხრობის, ეთიკურ ნორმათა უგულებელყოფის, თვითცენზურისა და სხვა ნეგატიური მახასიათებლების სახით ვლინდებოდა. სამწუხაროდ, ეს ნაკლოვანებები არც დღესაა დაძლეული. საკითხი ვიკვლიეთ კონტექსტურად, პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით, შესაბამისი მასალის მოძიება – კლასიფიკაციისა და შინაარსობრივი ანალიზის გზით. განვსაზღვრეთ ასევე კვლევის თეორიულ ჩარჩო. ამისთვის გამოვიყენეთ მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ე. ჰალინისა და პ. მანჩინისეული მედიამოდელი. მასთან ერთად, უილიამ ჰახტენის პრესის რევოლუციური კონცეფცია. მოხმობილი მეთოდოლოგიის მიხედვით რელევანტური ტექსტების ანალიზმა მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეკვეთა დასახელებული გამოცემების სარედაქციო პოლიტიკა, რაც მოვლენების მეტად სუბიექტურ აღქმაში გამოვლინდა. კვლევისას მიღებული შედეგები წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალური და მედიაგარემოს სპეციფიკას; გამოკვეთს პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებს და გვეხმარება სინამდვილის კონსტრუირებაში.