Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 20 of 34
  • Item
    Context and issues of social health insurance introduction in Georgia
    (Archives of the Balkan Medical Union, 2021) Verulava, Tengiz; Jorbenadze, Avtandil
    The social health insurance system, unlike general tax financing system is more focused on market mechanisms. Despite the achievements, the introduction of social health insurance in Georgia turned out to be way too difficult. Due to ongoing economic crises, the state failed to finance its promised commitments, resulting in a chronic shortage of funding for health care system. The new government abandoned the idea of building a social insurance system and switched to a general tax financing model, where the state takes a dominant lead, and the healthcare is financed from state budget. Given that the social insurance system is the best way of mobilizing additional funds and therefore providing sustainable funding for health sector, it is advisable to promote social insurance development. The healthcare sector needs consistent, continued and successive reforms. Despite the change of governments, the strategic course should not change drastically in the long run and the achievement should not be denied due to the political climate change.
  • Item
    ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა საქართველოში: განვითარების ბარიერები
    (ეკონომიკა და ბიზნესი, 2021) Verulava, Tengiz; Jorbenadze, Avtandil
    ნაშრომის მიზანია 1995 წელს საქართველოში ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვის აუცილებლობის შესწავლა, კერძოდ, თუ რატომ აირჩია საქართველომ ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის (ბისმარკის მოდელი) და არა ზოგადი გადასახადებით დაფინანსების (ბევერიჯი) მოდელი და რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული მისი განვითარება? – სოციალური დაზღვევის სისტემა უფრო მეტად არის ორიენტირებული საბაზრო მექანიზმების დანერგვაზე, სადაც პასუხისმგებლობა ჯანმრთელობაზე თანაბრად და სამართლიანად გადანაწილდება სახელმწიფოზე, დამქირავებელსა და დაქირავებულზე. მიუხედავად მიღწევებისა, ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის დანერგვა მოსალოდნელზე რთული აღმოჩნდა. ჯანდაცვის სისტემა განიცდიდა დაფინანსების ქრონიკულ დეფიციტს. 2004 წელს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ უარი თქვა სოციალური დაზღვევის სისტემის დანერგვაზე და გადავიდა ზოგადი გადასახადებით დაფინანსების (ბევერიჯი) მოდელზე, რომელიც გამორიცხავს დაზღვევის პრინციპს, რადგან სახელმწიფო დომინანტურ როლს ასრულებს, ხოლო დაზღვევის ნაცვლად, ჯანდაცვა მთლიანად ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. იგივე გაგრძელდა 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსული ახალი პოლიტიკური პარტიის – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ. იმის გათვალისწინებით, რომ სოციალური დაზღვევის სისტემა ყველაზე უკეთ ახდენს ჯანდაცვის სექტორისათვის დამატებითი სახსრების მობილიზებას და შესაბამისად მდგრად დაფინანსებას, მიზანშეწონილია ქვეყანაში სოციალური დაზღვევის განვითარების ხელშეწყობა. ჯანდაცვის სფერო საჭიროებს რეფორმირების თანმიმდევრულობას, უწყვეტობას და მემკვიდრეობითობას.
  • Item
    რატომ აირჩია საქართველომ 1995 წელს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა და არა ზოგადი გადასახადებით დაფინანსება და რატომ არის ევროპა თანმიმდევრული?
    (Forbes Georgia, 2021-03) ვერულავა, თენგიზ
    რატომ აირჩია საქართველომ 1995 წელს ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევა და არა ზოგადი გადასახადებით დაფინანსება და რატომ არის ევროპა თანმიმდევრული?
  • Item
    ტელემედიცინა - XXI საუკუნის ჯანდაცვის გამოწვევა
    (Forbes Georgia, 2021) ვერულავა, თენგიზ; ნაროზაშვილი, ნიკა
    ტელემედიცინა, რომელიც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დაბალი ტემპით ვითარდებოდა, პანდემიის დროს ხშირ შემთხვევაში შეუცვლელი აღმოჩნდა. პანდემიის პერიოდში, როდესაც ბევრი სამედიცინო დაწესებულება დაიხურა და მოსახლეობის უმეტესობა დარჩა სახლში, სამედიცინო პერსონალის დისტანციური მუშაობა, ციფრული კლინიკა გახდა სამედიცინო კონსულტაციის ყველაზე მოსახერხებელი ფორმა.
  • Item
    პირველადი ჯანდაცვის 1995-2003 წლების რეფორმები: გამოცდილება და რეკომენდაციები
    (Forbes Georgia, 2021-07) თენგიზ, ვერულავა; ავთანდილ, ჯორბენაძე
    პირველადი ჯანდაცვის 1995 - 2003 წლების რეფორმები: გამოცდილება და რეკომენდაციები
  • Item
    დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდი და 1995 წლის ჯანდაცვის რეფორმები
    (Forbes Georgia, 2021-07) თენგიზ, ვერულავა; ავთანდილ, ჯორბენაძე
    დღეს ბევრს საუბრობენ დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (Diagnosis-Related Groups – DRG) საავადმყოფოს დაფინანსების მეთოდზე. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მეთოდის წინამძღვრები, სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტები საქართველოში ჯერ კიდევ 1996 წელს ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმების შედეგად დაინერგა. ამ მხრივ, საზოგადოებისათვის საინტერესო იქნება სამედიცინო ეკონომიკური სტანდარტების, როგორც საავადმყოფოს დაფინანსების ხარჯ-ეფექტური მეთოდის, საქართველოს გამოცდილების გაცნობა.
  • Item
    ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა ბრუნდება?
    (Forbes Georgia, 2021-07) ვერულავა, თენგიზ
    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა 10-წლიანი გეგმა. სტრატეგიულ პრიორიტეტებად დასახელდა: პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების გაძლიერება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა, ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივი გადასვლა. თითოეული დასახელებული პრიორიტეტი მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს. ამ წერილში განვიხილავ ერთ მნიშვნელოვან განაცხადს, რომელიც გულისხმობს სადაზღვევო რეფორმის განხორციელებას. როგორც 10-წლიანი გეგმა გვამცნობს: სოციალური კოდექსის ფარგლებში „შემუშავდება დაზღვევის ახალი კომპონენტი, რომელიც მოიცავს სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების, დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევას“. სადაზღვევო რეფორმა ითვალისწინებს "სოლიდარობის პრინციპზე დამყარებული მოდელის ევროპულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ სისტემასთან შედარებით, მოსახლეობის მნიშვნელოვნად მეტ საჭიროებას ფარავს".
  • Item
    Cardiac Implantable Electronic Device Infections - Prevention, Diagnosis, Treatment and Impact on Quality of Life
    (Georgian Medical News, 2021) Kuridze, Nika; Rukhadze, B; Bakashvili, N; Verulava, Tengiz; Aladashvili, A
    For several decades, highly refined cardiac implantable elec-tronic devices (CIED) are used to prevent and manage various types of cardiac pathology, which have saved the lives of many patients. Cardiac implantable electronic devices help maintain and improve the quality of life by regulating the heart rate, ter-minating life-threatening arrhythmias, and improving systolic function, including pacemakers, implantable cardioverter defi-brillators, and cardiac resynchronization therapy devices. Re-gardless of the benefits received after its implantation, in some cases, serious complication has appeared, such as CIED infec-tions, associated with severe morbidity, mortality, financial ex-penses and changes in the quality of life. Exactly, in this article will be addressed the issues of prevention, diagnosis, and treat-ment of this condition, which will help specialists to properly assess the problem and to find a way to effectively solve it
  • Item
    საბალეტო დასის მოცეკვავეთა ჯანმრთელობის გამოწვევები
    (საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2021) ვერულავა, თენგიზ; თვალავაძე, ქეთევან
    ბალეტი პროფესიული საქმიანობაა, რომელიც ადამიანის სხეულს სარისკო ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მოთხოვნებს უყენებს. ბალეტი მოიცავს სხეულის, გონებისა და ემოციების ერთობლივ მოქმედებას, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი პროცესია. რეალურად კი ამ სასიამოვნო სანახაობას თან ახლავს ჯანმრთელობის პრობლემები. კვლევის მიზანია საბალეტო დასის წევრთა/მოცეკვავეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შეფასება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მოცეკვავეებთან.
  • Item
    Health Problems of Professional Ballet Dancers
    (Shota Rustaveli Theater and Film State University of Georgia, 2021) Verulava, Tengiz; Tvalavadze, Ketevan
    Ballet is a professional activity that places risky physical and psycho-emotional demands on the human body. The goal of this study was to evaluate health-related problems among ballet dancers. Within the qualitative study, in-depth interviews were conducted with ballet dancers at the State Ballet of Georgia.
  • Item
    ჯანდაცვის პოლიტიკა
    (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016) ვერულავა, თენგიზ
  • Item
    ჯანდაცვის სისტემა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში (1918-1921)
    (ჯანდაცვის პოლიტიკის და ეკონომიკის ცენტრი, 2018) ვერულავა, თენგიზ; ჯორბენაძე, რევაზ
    საქართველოს დამოუკიდებლობის (1918-1921) მოკლე პერიოდში საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში განხორციელდა მნიშვნელოვანირეფორმები. დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობამ ქვეყნის ისტორიაში პირველად დაიწყო ჯანდაცვის სახელმწიფო დონეზე ორგანიზება, მართვა, დაფინანსება, ეროვნული სამედიცინო კადრების მომზადება. ჯანმრთელობის დაცვის დარგში განხორციელებულმა რეფორმებმა თავისი წვლილი შეიტანეს ქვეყანაში ცივილიზებული საზოგადოებრივი ურთიერთობების დამკვირვების და დემოკრატიული საზოგადოების განვითარების საქმეში
  • Item
    დაზღვევის ისტორია
    (ჯანდაცვის პოლიტიკის და ეკონომიკის ცენტრი, 2018) ვერულავა, თენგიზ
  • Item
    პირველადი ჯანდაცვის სისტემა და მისი როლი ჯანმრთელობის კაპიტალის ამაღლებაში
    (შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, 2021) თენგიზ, ვერულავა
    მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამაღლებაზე დიდ გავლენას ახდენს ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის სისტემის განვითარების დონე. ქვეყნები, სადაც სამედიცინო მომსახურების ორგანიზაცია პირველადი ჯანდაცვის მოდელზეა ორიენტირებული, ხასიათდებიან ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლებით, კერძოდ, მაღალია სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, მცირდება სხვადასხვა მიზეზებით (გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, სიმსივნე) სიკვდილიანობა, მცირდება ბავშვთა სიკვდილიანობა. მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელობის უკეთესი მაჩვენებლები მიიღწევა დაბალი ხარჯებით. აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პირველადი ჯანდაცვა გულისხმობს პრევენციულ სერვისებს, რომელიც ხელს უწყობს დაავადებათა ადრეულ დიაგნოსტირებასა და მკურნალობას. პირველადი ჯანდაცვა განაპირობებს ჯანმრთელობის გაუმჯობესებას ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და უწყვეტი სამედიცინო მომსახურების გაწევის მეშვეობით. პირველადი ჯანდაცვა ერთგვარი „მეკარიბჭეა“ ჯანდაცვის სისტემაში, რომლის მეშვეობით ხდება დაავადების პირველადი შეფასება, პაციენტზე წარმოებს მიმდინარე და უწყვეტი სამედიცინო მეთვალყურეობა. შედეგად, ექიმმა კარგად იცის თუ როგორ ჩამოუყალიბდა კონკრეტულ პაციენტს დაავადება, როგორ მიმდინარეობს იგი. ასეთი ცოდნა კი მას საშუალებას აძლევს მართოს დაავადება. ჯანდაცვის რთული სისტემაში, სადაც პაციენტს უძნელდება მისთვის საჭირო სამედიცინო სერვისების განსაზღვრა, ოჯახის ექიმი ეხმარება მას სამედიცინო მომსახურების სწორად შერჩევაში და გვევლინება როგორც მისი მეგზური. მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვა განაპირობებს უფრო ეფექტურ მეორეულ და მესამეულ ჯანდაცვას. ამგვარად, ეფექტური პირველადი ჯანდაცვის სისტემა ხელს უწყობს ადამიანის ჯანმრთელობას. თავის მხრივ, ჯანმრთელობა საინვესტიციო საქონელია, რომელიც ადამიანს მუშაობის და შესაბამისად, შემოსავლების გამომუშავების საშუალებას აძლევს. შეიძლება ითქვას, რომ ჯანმრთელობის კაპიტალს აქვს როგორც ინდივიდუალური, ასევე საზოგადოებრივი მნიშვნელობა, რადგანაც ჯანმრთელობას სარგებელი აქვს როგორც ადამიანისათვის, ასევე საზოგადოებისათვის. ჯანმრთელობის კაპიტალს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება ვიდრე სხვა საქონელს და მომსახურებას. იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანური კაპიტალი გულისხმობს ადამიანში ინვესტიციების ერთობლიობას, რომლებიც ამაღლებენ მის შრომისუნარიანობას, პროდუქტიულობას, პირველადი ჯანდაცვა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ადამიანური კაპიტალის შექმნის და შესაბამისად, მოსახლეობის ჯანმრთელობის ამაღლების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პირველადი ჯანდაცვა ეფუძნება საოჯახო მედიცინის პრონციპებს, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის დამკვიდრებისა და არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის პროგრამების განხორციელებას. საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემის რეფორმირება 1995 წლიდან დაიწყო. თუმცა, ჩატარებული კვლევები ცხადყოფს, რომ საქართველოში პირველადი ჯანდაცვის სისტემა ვერ განვითარდა იმ სტანდარტებით, რაც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია არსებობს ბევრ ქვეყნებში. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ამბულატორიულ სამედიცინო დაწესებულებებში მიმართვათა რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე 3.6-ს შეადგენს (ევროპის ქვეყნებში 7.5-მდე აღწევს). აღნიშნული განპირობებულია იმ გარემოებით, რომ პაციენტებს ნაკლები მოტივაცია აქვთ პრევენციის მიზნით მიმართონ პირველადი ჯანდაცვის ექიმს და მხოლოდ დაავადების გამწვავების დროს ცდილობენ ჩაიტარონ სამედიცინო მომსახურება. პაციენტები უპირატესობას ანიჭებენ ჰოსპიტალურ მომსახურებას. კვლევები ცხადყოფენ, რომ პაციენტები პირველადი ჯანდაცვის რგოლის გვერდის ავლით, ექიმის დანიშნულების გარეშე ყიდულობენ მედიკამენტებს და ეწევიან თვითმკურნალობას. შედეგად, ჯანდაცვის მთლიან დანახარჯებში მედიკამენტების ხარჯების წილი 40%-ს აღწევს, მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნებში იგი 10-15%-ს შეადგენს. ცხადია, პირველადი ჯანდაცვის სისტემის დაბალი განვითარება უარყოფითად აისახება ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის მაჩვენებლებზე, მათ შრომისუნარიანობაზე, შემოსავლების მიღების შესაძლებლობაზე. აღნიშნული განიხილება, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დანაკარგები, რომლებიც იწვევენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზარალს. რაც განსაკუთრებით აქტუალურია ისეთი გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა. ყოველივე ზემოთაღნიშნული მიუთითებს იმ მნიშვნელობაზე, რომელიც პირველად ჯანდაცვის სისტემას გააჩნია მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის ამაღლებაში, ასევე მის აქტუალობაზე, ნებისმიერი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით საქართველოსათვის, სადაც მოსახლეობის სოციალური ფონი საკმაოდ დაბალია. ამ მხრივ, ჯანმრთელობის გაუმჯობესება შეიძლება განვიხილოთ, როგორც შემოსავლების გაზრდის საშუალება. წიგნში განხილულია პირველადი ჯანდაცვის არსი, მიზნები და ფუნქციები, პირველადი ჯანდაცვის როლი ჯანმრთელობის კაპიტალის და შესაბამისად ეკონომიკურ ზრდაში, პირველადი ჯანდაცვის რეფორმები საქართველოში, პირველად ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები, ოჯახის ექიმის როგორც მეკარიბჭის როლი, ოჯახის ექიმთან მიმართვიანობა, ოჯახის ექიმის მიმართ ნდობა, ოჯახის ექიმის მიმართ პაციენტის კმაყოფილება, სამედიცინო პერსონალის შრომის ანაზღაურების საკითხები, პირველადი ჯანდაცვის დაფინანსების ესტონეთის გამოცდილება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის დეცენტრალიზაცია, პირველადი ჯანდაცვის ორგანიზაციული ფორმების განსაზღვრა , პირველადი ჯანდაცვის მესაკუთრეობის ფორმები, პირველადი ჯანდაცვის მომსახურების მიმწოდებელი ადამიანური რესურსების განვითარება, პირველადი ჯანდაცვის სისტემის ფიზიკური ინფრასტრუქტურის პრობლემები, პირველადი ჯანდაცვის მართვის საინფორმაციო სისტემები განვითარება, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების რაოდენობისა და მდებარეობის განსაზღვრა, პირველადი ჯანდაცვაში ვერტიკალური სახელმწიფო პროგრამების ინტეგრირება, კანადის პირველადი ჯანდაცვის შეფასების ინდიკატორები.
  • Item
    პირველადი ჯანდაცვის გამოწვევები საქართველოში ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტების მაგალითზე
    (ევროკავშირი საქართველოსათვის, 2019) ლაურა, გოგოლაძე; თენგიზ, ვერულავა; იაგო, კაჭკაჭიშვილი; ოსიკო, კონცელიძე
    წიგნში განხილულია პირველადი ჯანდაცვის სისტემაში არსებული პრობლემების და მათი გადაწყვეტის გზების კვლევა იმერეთის რეგიონის ორი მუნიციპალიტეტის – ხარაგაულისა და ჭიათურის მაგალითზე.
  • Item
    Health Capital, Primary Health Care and Economic Growth: Evidence from Georgia
    (2021) Verulava, Tengiz
    Introduction: Health care system orientation to the primary care has a positive effect on the continuity and coordination of medical services, which improves the health of the population. Investments in healthcare are important in terms of formation of the health capital. The research aims to find out the role of the health capital in economic growth of a Georgia (country). Methods: This study is based on the secondary sources of data. The study data were obtained from Human Development Report, Ministry of Labor, Health and Social Protection of Georgia. As a proxy indicator for measuring the health capital we used the life expectancy, the morbidity prevalence and Incidence rate, maternal and children’s mortality rate, outpatient referral rate, the state expenses on healthcare. Results: The average life expectancy has increased in recent 25 years. The maternal and children’s mortality rate has decreased, healthcare expenses have become higher and outpatient referral rate has also become more constant character. All these have a positive influence on the people’s health and country’s economic growth. However, the state expenses on health and primary healthcare referral rate is far below the European level. Patients are less motivated to go to a primary healthcare for prevention and decide to receive medical service only when they are in critical condition. All this shows that the primary healthcare system cannot fulfill the role of the so called ‘gatekeeper’. In general, the primary healthcare system has not developed in Georgia. Conclusion: As the health capital fulfills significant role in terms of the country’s economic growth in a long-run perspective, it is advisable to promote the development of the primary healthcare system.
  • Item
    Readmission after hospitalization for heart failure in elderly patients in Chapidze Emergency Cardiology Center, Georgia
    (Emerald Publishing, 2021) Verulava, Tengiz; Jorbenadze, Revaz; Lordkipanidze, Ana; Ghonghadze, Ana; Tsverava, Michael; Donjashvili, Manana
    Purpose: Heart Failure (HF) is one of the leading mortality causes in elderly people. The goal of our study is the assessment of readmission in elderly patients with HF. Methodology: We explored medical records of elderly patients with HF (75 years and more) at Chapidze Emergency Cardiology Center (Georgia) within 2015-2019 years. We analyzed the structure of the cardiovascular diseases and readmission rates of hospitalized patients with HF (I50, I50.0 I50.1). A multivariate logistic regression model was used to identify factors, associated with readmission for any reason during 6-9 months after the initial hospitalization for HF. Findigs: The major complication of cardiovascular diseases in elderly patients is Heart Failure (68.6%). Hospitalization rates due to the HF in elderly patients were increased during the past years, which is associated with the population aging process. This trend will be most likely continued during the next years. Despite significant improvements in the HF treatment, readmission rates are still high. HF is the most commonly revealed cause of readmission (48% of all readmissions). 6-9 months after the primary hospitalization due to HF, readmission for any reason was 60%. Patients had concomitant diseases including hypertension (43%), myocardial infarction (14%), diabetes (36%), and stroke (8%), affecting the readmission rate. Originality/value: HF remains an important problem in Public Health. During HF associated hospitalization both cardiac and non-cardiac conditions should be addressed, which has the potential for health problems and disease progression. Some readmissions may be prevented by the proper selection of medicines and monitoring.
  • Item
    ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, როგორც ფუნდამენტური უფლება თუ პრივილეგია?
    (ეკონომიკა და ბიზნესი, 2020) ვერულავა, თენგიზ; ჯორბენაძე, რევაზ
    ჯანმრთელობის დაცვის უფლება გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას მოსახლეობა უზრუნველყოს აუცილებელი სამედიცინო სერვისებით, მიუხედავად მათი გადახდისუნარიანობისა. ჯანმრთელობის დაცვის უფლება სახელმწიფოსგან მოითხოვს ისეთი პოლიტიკის და სამოქმედო გეგმების შემუშავებას, რომლითაც მიიღწევა ყველასათვის ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ჯანმრთელობის სერვისები არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც მხოლოდ პერსონალური პასუხისმგებლობა, რადგან მისი სოციალურ-ეკონომიკური ბუნების გამო, მასზე მოთხოვნა ხშირად ატარებს არამხოლოდ ინდივიდუალურ, არამედ სოციალურ ხასიათსაც და მოითხოვს მომხმარებელთა სახსრების გაერთიანებას. სამედიცინო ბაზრის ისეთი თავისებურებები - რისკი და გაურკვევლობა, არასრული ინფორმაცია, შეზღუდული კონკურენცია, გარეგანი ეფექტები, საზოგადოებრივი სიკეთის წარმოება, განაპირობებს სამედიცინო ბაზარზე ეკონომიკური ურთიერთობების განსაკუთრებულ ფორმებს, რაც მოითხოვს სათანადო რეგულირების მექანიზმების შემუშავებას. ევროპის ქვეყნებში, სადაც ინდივიდის ფინანსური წვლილი ჯანდაცვაში არ არის დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის რისკზე, მოქმედებს უნივერსალური, საყოველთაო ჯანდაცვის პრინციპი, რომელიც ფარავს მთელ მოსახლეობას. ადამიანი უმაღლესი სოციალური ერთეულია, რომლისთვისაც, ჯანმრთელობის დაცვა უფლებად და არა პრივილეგიად განიხილება არამხოლოდ ჰუმანისტური და ეთიკური მიზეზებით, არამედ პრაგმატული, უტილიტარული მიდგომების გამოც, რადგან უნივერსალური ხელმისაწვდომობას სარგებელი მოაქვს როგორც ინდივიდისათვის, ასევე საზოგადოებისთვისაც, რადგან უზრუნველყოფს სამუშაო ძალის პროდუქტიულობის ზრდას.
  • Item
    Patients’ perceptions about access to health care and referrals to family physicians in Georgia
    (Balkan Medical Union, 2020) Verulava, Tengiz; Jorbenadze, Revaz; Karimi, Leila
    Introduction: Adequate utilization of primary health care directly reflects the health status of a population. In the Republic of Georgia many patients seek care without a referral by a primary-care provider; as a result, patient’s referral rate to a family physician is low. The tendency of patient’s self-referral behavior may reduce the effectiveness of the healthcare system. The objective of the study. The research aims to study the cause of low referral rate to a family physician in Georgia. Material and methods. An analytic cross-sectional study was conducted. Within the quantitative survey 300 patients and within the qualitative research 20 family physicians from different cities and regions of Georgia were interviewed. Results: Patient’s referral rate to a family physician was low. 55% of family physicians revealed that patients had often addressed them only for the referral to specialists. 42% of patients visited the family physician once or did not visit at all and 57% did not consult with a family physician for preventive purpose. Conclusion: The result suggested that patient’s low referral rate was due to distrust towards family physicians, which was related to the lack of qualification of physicians and the low public awareness of the family doctor’s competence. Due to an inadequate reimbursement, family physicians do not have enough motivation to provide adequate service and lack of continuous education negatively affects their professional development. It is recommended to raise public awareness about the primary care, to introduce effective methods for payment of family doctors, to increase the role and affordability of continuous professional education.
  • Item
    Left Ventricular Systolic Dysfunction After Myocardial Infarction
    (Gazi Medical Journal, 2021-01) Verulava, Tengiz; Shakinov, Giorgi; Jorbenadze, Revaz; Bakashvili, Naniko; Beka, Dangadze
    The left ventricular systolic dysfunction is one of the most common complications after myocardial infarction. The damage of the large area of the cardiac muscle leads to a significant decrease in cardiac contractility. Our study presents a very unusual case of the left ventricular systolic dysfunction after myocardial infarction. A 76-year-old female was hospitalized at Chapidze Emergency Cardiology Center (Tbilisi, Georgia) with the diagnoses of ischemic heart disease and acute subendocardial myocardial infarction. Due to cardiac muscle ischemia, sinus bradycardia and diastole prolongation was revealed, which increased left ventricular end-diastolic volume and eventually caused left ventricular overload. It seemed to be a main predictor of developing compensatory ventricular premature contractions, followed by ventricular fibrillations. This argument was later supported by the stable medical condition reached by transcutaneous cardiac pacing. According to this result, the decision was made to implant a dual-chamber cardioverter - defibrillator as a non-standard treatment option, which turned out to be very successful. According to recent data, implanting permanent dual-chamber cardioverter-defibrillators as a preventive step for ventricular fibrillation has not been reported yet.