1990-1991 წლების ქართული პრესა პოლიტიკური პროცესების ჭრილში

Loading...
Thumbnail Image
Date
2019
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
Abstract
ჩვენ მიერ საკონფერენციოდ წარმოდგენილი მოხსენება შეეხება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის მეტად მტკივნეულ და წინააღმდეგობებით აღსავსე პერიოდს. მასში წარმოჩენილია 1990-1991 წლების საქართველოში შექმნილი მწვავე პოლიტიკური გარემო და რადიკალური მსოფლმხედველობრივი დაპირისპირება. ეს პროცესებინათლად აისახა იმდროინდელ პრესაში. მიხედავად იმისა, რომ მონიშნული დროის ქართული მედია პლურალისტურ ბუნებას ავლენდა, მაინც აშკარა იყო იდეოლოგიური პოლარიზების მაღალი ხარისხი. მაშინდელმა საგაზეთო პოლემიკამ მკაფიოდ წარმოაჩინა სახელისუფლებო და ოპოზიციურ ძალთა შეურიგებელი ბრძოლა, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის თვალსაზრისთა მკვეთრი დაშორიშორებულობა. საკვლევი პერიოდის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზნად დავისახეთ ორი მნიშვნელოვანი გაზეთის – ოფიციოზური „საქართველოს რესპუბლიკისა“ და ოპოზიციური „დრონის“ პუბლიკაციათა ანალიზი. ძირითადად, ამ ორი გამოცემის ირგვლივ იყო გაერთიანებული სახელისუფლებო და ოპოზიციური ძალები. მსგავსი მედიაკლიმატი დამახასიათებელია პოსტსოციალისტური სახელმწიფოებისთვის. წარსულის ინერცია ძნელად დასაძლევი აღმოჩნდა იმდროინდელი მედიისთვის. მან, მართალია, მოიშორა საბჭოური ცენზურის წნეხი, მაგრამ ერთგული დარჩა ადრინდელი პროფესიული მიდგომებისა, რაც პარტიული მიმხრობის, ეთიკურ ნორმათა უგულებელყოფის, თვითცენზურისა და სხვა ნეგატიური მახასიათებლების სახით ვლინდებოდა. სამწუხაროდ, ეს ნაკლოვანებები არც დღესაა დაძლეული. საკითხი ვიკვლიეთ კონტექსტურად, პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებით, შესაბამისი მასალის მოძიება – კლასიფიკაციისა და შინაარსობრივი ანალიზის გზით. განვსაზღვრეთ ასევე კვლევის თეორიულ ჩარჩო. ამისთვის გამოვიყენეთ მედიისა და პოლიტიკის ურთიერთმიმართების ე. ჰალინისა და პ. მანჩინისეული მედიამოდელი. მასთან ერთად, უილიამ ჰახტენის პრესის რევოლუციური კონცეფცია. მოხმობილი მეთოდოლოგიის მიხედვით რელევანტური ტექსტების ანალიზმა მოგვცა შესაძლებლობა, გამოგვეკვეთა დასახელებული გამოცემების სარედაქციო პოლიტიკა, რაც მოვლენების მეტად სუბიექტურ აღქმაში გამოვლინდა. კვლევისას მიღებული შედეგები წარმოაჩენს პოსტსაბჭოთა საქართველოში არსებული პოლიტიკური, სოციალური და მედიაგარემოს სპეციფიკას; გამოკვეთს პოლიტიკურ ძალთა შორის დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებს და გვეხმარება სინამდვილის კონსტრუირებაში.
Description
Keywords
პოსტსაბჭოთა ქართული მედია, პოლიტიკური პოლარიზაცია, თვითცენზურა, „საქართველოს რესპუბლიკა“, ,,დრონი”, Post-Soviet Georgian media, Political polarization, Self-censorship, „Sakartvelos Respublika“, „Droni“
Citation
Collections