ანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი რომი

Loading...
Thumbnail Image
Date
2023
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
მერიდიანი
Abstract
წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ძველი რომის ხელოვნების განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების ანალიზს. მასში მოცემულია ეპოქალური სტილის და ცალკეული ნიმუშების მხატვრული თავისებურებების დახასიათება, ხელოვნების ნაწარმოებების იკონოგრაფიული სქემების კვლევა, მათი შინაარსობრივი და ფორმალური ინტერპრეტაცია. ავტორი ეხება ასევე მნიშვნელოვანი ძეგლების კვლევის ისტორიას, მათი რეკონსტრუქციის, ატრიბუციისა და დათარიღების საკითხებს და სხვ. საგანგებოდაა გაანალიზებული ანტიკური ხანის ქართული სახელმწიფოების _ ლაზიკისა და იბერიის _ კულტურული კავშირები რომაულ სამყაროსთან. მსგავსი შინაარსის ნაშრომი, სადაც მთლიანობაშია განხილული ძველი რომაული და ანტიკური ეპოქის საქართველოს ხელოვნების სხვადასხვა ასპექტი, ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. ნაშრომი დაფუძნებულია ავტორის მიერ შემუშავებულ სალექციო კურსზე, რომელიც იკითხება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, კულტუროლოგიისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, ისე დაინტერესებული მკითხველისათვის.
Description
Keywords
ეტრუსკული ხელოვნება, რომის იმპერია, ძველი რომაული ხელოვნება, ძველი რომაული არქიტექტურა, ძველი რომაული ქანდაკება, ძველი რომაული ფერწერა, პალეოქრისტიანული ხელოვნება
Citation
ანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი რომი, თბილისი, 2023, 231 გვ.
Collections