Book

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 3 of 3
  • Item
    მუნიციპალური სამართალი ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო
    (მერიდიანი, 2023) კახიძე, ირაკლი (რედ.); გონაშვილი, ვასილ; ჭიღლაძე, ნანა
    ნაშრომი შემუშავებულ იქნა თსუ-ს საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით მოღვაწე აკადემიური გუნდის მონაწილეობით. მისი მიზანია საკუთარი წვლილი შეიტანოს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის (მუნიციპალური) სამართლის განვითარების სფეროში, შეავსოს არსებული აკადემიური ნაშრომების მცირე რაოდენობა და წაახალისოს სამეცნიერო დისკუსია. ნაშრომი განიხილავს მუნიციპალური (ადგილობრივი თვითმმართველობის) სამართალის სფეროში არსებულ ძირითად კონცეფციებს, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის „სტანდარტებსა“ და საქართველოს კანონმდებლობას. ამასთან, ნაშრომი აგრეთვე ყურადღებას უთმობს ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტის განვითარების თანამედროვე ტენდენციების მიმოხილვას, ქარტიის ხელმომწერი _ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პრაქტიკის აღწერას და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში ევროპის საბჭოს ორგანოების მიდგომებისა და რეკომენდაციების გადმოცემასა და განმარტებას. სხვადასხვა საკითხის ანალიზისას წიგნში გამოყენებულია პრაქტიკულ მაგალითები და შედარებები, რომლებიც მკითხველს შინაარსის სწორად გაგებაში დაეხმარება. საქართველოში არსებული სამართლებრივი და პრაქტიკული გარემოს შეფასებისას ნაშრომში ასევე განხილულია საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მწირი, თუმცა მნიშვნელოვანი პრაქტიკა, რაც ამ სფეროში პირველად განხორციელდა. წიგნი სულ შედგება თხუთმეტი თავისგან. თავები აგებულია შემდეგი სტრუქტურით: პირველი თავის ნაწილი ეძღვნება ძირითადი კონცეფციების, პრინციპებისა და ტერმინებისა განმარტებას, მეორე ნაწილი მიმოიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიით დადგენილ სახელმძღვანელო სტანდარტებს, ხოლო მესამე ნაწილი აღწერს და აანალიზებს საქართველოს კანონმდებლობას. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სასწავლო საფეხურის სტუდენტებისთვის, აგრეთვე შესაბამისი სფეროთი დაინტერესებული სამეცნიერო წრეებისა და პრაქტიკოსი საჯარო მოხელეებისთვის, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებთან უწევთ შეხება. ავტორები შეეცადნენ მრავალწლიანი პედაგოგიური, სამეცნიერო და პრაქტიკული გამოცდილება გამოეყენებინათ მარტივი სტრუქტურის, შინაარსობრივად ტევადი და პრაქტიკული მაგალითებით დატვირთული ნაშრომის შესაქმნელად, რომელიც, ვფიქრობთ, განსაკუთრებულ დახმარებას გაუწევს მკითხველს ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში არსებული ზოგიერთი რთული კონცეფციისა და პრაქტიკული საკითხის უკეთესად გასაგებად და შემდგომი სამეცნიერო დისკუსიის წასახალისებლად. The book outlines and analyzes the basic concepts of Municipal Law and the principles of local self-government as outlined by the European Charter of Local Self-Government. It describes how the charter’s principles are interpreted and practically implemented within the Council of Europe countries. Furthermore, the book represents and analyzes the local self-government system in Georgia in both theory and practice.
  • Item
    მუნიციპალური სამართალი ძირითადი კონცეფციები, ევროპული ქარტია და საქართველო
    (მერიდიანი, 2023) კახიძე, ირაკლი (რედ.); ჭიღლაძე, ნანა; გონაშვილი, ვასილ

    საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი
    (მერიდიანი, 2020) გონაშვილი, ვასილ; თევდორაშვილი, გიორგი; კახიანი, გიორგი; კახიძე, ირაკლი; კვერენჩხილაძე, გიორგი; ჭიღლაძე, ნანა
    საქართველოს საკონსტიტუციო სამართლის სახელმძღვანელო მეორე გადამუშავებული გამოცემაა, რომლის აუცილებლობა 2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმამ განაპირობა. ავტორთა კოლექტივმა, ქვეყნის ძირითადი კანონის ახალი ვერსიის ამოქმედების შემდეგ, საჭიროდ ჩათვალა ტექსტის გადამუშავება და რეალობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. სახელმძღვანელოს სტრუქტურა და მასალა ორიენტირებულია თანამედროვე ეროვნული კონსტიტუციონალიზმის შინაარსზე, ისტორიასა და თავისებურებებზე. მისი მიზანია სამართალმცოდნეობის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს მისცეს სიღრმისეული ცოდნა ქართული კონსტიტუციური ინსტიტუტების შესახებ.