Book

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 11 of 11
  • Item
    არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის სისხლისსამართლებრივი, კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტები
    (PH International, 2013) შალიკაშვილი, მორის
    აღნიშნულ წიგნში გაანალიზებულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის საქმეები, რომლებიც განხორციელდა 2010-2013 წლებში. წიგნში ასევე განხილულია არასრულწლოვანთა განრიდების და მედიაციის თეორიული (კრიმინოლოგიური და ფსიქოლოგიური) საფუძვლები. მსხვერპლის როლი მედიაციის პროცესში და მედიაციის მნიშვნელობა სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში.
  • Item
    ,,Diebe im Gesetz“: Eine kriminelle Organisation im deutschen Jugendstrafvollzug? Die aus der ehemaligen UdSSR stammende kriminelle Organisation "Wor v Sakone" - 'Dieb im Gesetz' und ihre subkulturelle Existenz unter russischsprachigen Gefangenen in einer deutschen Jugendstrafanstalt bei Hamburg.
    (Wissenschaftlicher Verlag Berlin (wvb), 2009) Shalikashvili, Moris
    Schon vor dem Ende der Sowjetunion gab es in Russland und in der früheren UdSSR Formen der Kriminalität, die als organisierte Kriminalität zu bezeichnen sind. Dazu zählt auch die kriminelle Vereinigung „Diebe im Gesetz“, die unter besonderen historischen, gesellschaftlichen und politischen Rahmenbedingungen entstanden ist. Nach dem Ende der Sowjetunion hat diese Organisation die Grenzen der früheren UdSSR überschritten. Es liegen Hinweise darauf vor, dass sie auch im Strafvollzug der Bundesrepublik Deutschland anzutreffen ist und dort ein Element der Subkultur russischstämmiger Inhaftierter darstellt. Für Personen, die sich mit der in den letzten Jahren gewachsenen Anzahl russischstämmiger bzw. -sprachiger Straftäter beschäftigen, ist es wichtig, über Kenntnisse der besonderen „sozialen“ Regeln und Strukturen innerhalb dieser subkulturellen Szene zu verfügen, um Resozialisierung leisten zu können und Gewalt und Unterdrückung im Vollzug zu verhindern. Im Zentrum der vorliegenden Arbeit steht diese Welt der „Diebe im Gesetz“. Es erfolgt eine Aufarbeitung des russischen wie auch des englisch- und deutschsprachigen Forschungsstandes mit dem Ziel, diese spezielle Form organisierter Kriminalität für Vollzugspraktiker wie auch die Wissenschaft zugänglich zu machen. Daran schließt sich eine exemplarische ethnographische Beschreibung der Subkultur der „Diebe im Gesetz“ in einer Hamburger Jugendstrafvollzugsanstalt an. Diese basiert auf teilnehmenden, verdeckten Beobachtungen, kombiniert mit Analysen von Gefangenenpersonalakten.
  • Item
    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
    (მერიდიანი, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივი
    წიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.
  • Item
    კრიმინოლოგია
    (მერიდიანი, 2017) შალიკაშვილი, მორის
    წიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც შედგება ოცი თავისგან. წიგნში განხილულია კრიმინოლოგიისთვის მნიშვნელოვანი საკითხები, ათ შორის, კრიმინოლოგიის საგნის არსი და მნიშვნელობა, კრიმინალური პოლიტიკა, დანაშაულის გამომწვევი მიზეზები, ორგანიზებული დანაშაული, ნარკომანია, ვიქტიმოლოგია და სხვა. წიგნი განკუთვნილია საუნივერსიტეტო სწავლებისთვის და სამეცნიერო კვლევებისთვის.
  • Item
    არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება
    (გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2016) შალიკაშვილი, მორის; მიქანაძე, გივი
    წიგნი არის სახელმძღვანელო, რომელიც ეხება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითად საკითხებს. წიგნში განხილულია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასწულელოვნის კრიმინოლოგიური, სისხლის სამართლის მატერიალური, სისხლის სამართლის საპროცესო, სასჯელის აღსრულების და საერთაშორისო სტანდარტის მნიშვნელოვანი საკითხები.
  • Item
    კრიმინალისტიკა
    (მერიდიანი, 2021) გოგნიაშვილი, ნინო
    ნაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის კურსის მეთოდოლოგიის, კრიმინალისტიკური ტექნიკის, ტაქტიკისა და ცალკეულ დანაშაულთა გახსნის მეთოდიკის მნიშვნელოვანი საკითხები.განხილული საკითხების თემატიკის მიხედვით მოცემულია ტესტები, კაზუსები, ასევე პრაქტიკული სავარჯიშოები, რაც მკითხველს დაეხმარება საკითხების უკეთ აღქმასა და გაანალიზებაში. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტების, ადვოკატების, ექსპერტებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის.
  • Item
    კრიმინალისტიკა
    (მერიდიანი, 2021) გოგნიაშვილი, ნინო
    ნაშრომში განხილულია კრიმინალისტიკის თეორიისა და მეთოდოლოგიის, კრიმინალისტიკური ტექნიკის ის თანამედროვე სამეცნიერო - ტექნიკური საშუალებები, რომელთა გამოყენებაც ხელს უწყობს მტკიცებულებათა აღმოჩენა-ამოღება-ფიქსირებას. წიგნი განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტების, ექსპერტების, ადვოკატებისა და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისათვის.
  • Item
    აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები
    (მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინა
    პატიმრობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ სახეს. საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულირება ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, რადგან არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით. ნაშრომში განხილულია თავისუფლების პრეზუმფციის არსი. თავისუფლების უფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო-სამართლებრივი ბუნება, აღკვეთის ღონისძიების არსი, მიზნები, საფუძვლები და სახეები, პატიმრობა, როგორც “Ultima Ratio”, სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები,პროკურორის შუამდგომლობასა და სასამართლოს განჩინებაში პატიმრობის დასაბუთების პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემები, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის, გაუქმების და გასაჩივრების თავისებურებები. გამოკვეთილია პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, პატიმრობის გამოყენების ვადა და პატიმრობის გამოყენებაზე მონიტორინგი, საპატიმრო გირაო, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების სპეციფიკა და ზოგადად, პატიმრობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემები. გაანალიზებულია პატიმრობის გამოყენების სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობისა და დასაბუთებულობის კონტექსტში. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების, საქართველოს საერთო სასამართოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადების საფუძველზე ჩამოყალიბებულია კონკრეტული წინადადებები პრაქტიკის დახვეწისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.
  • Item
    უფრო მსუბუქი შემთხვევები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის მიხედვით
    (მერიდიანი, 2021) დვალიძე, ირაკლი
    ზოგიერთ შემთხვევაში კანონმდებელის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ესა თუ ის შემამასუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება თავიდანვე მოცემულია როგორც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი. ეს მიიღწევა იმით, რომ კანონმდებელი ცალკე სპეციალურ კვალიფიციურ ან პრივილეგირებულ ქმედების შემადგენლობას ქმნის, რომელსაც ძირითადი ქმედების შემადგენლობისგან განსხვავებული სანქცია გააჩნია. წინამდებარე კვლევის საგანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პრივილეგირებული ქმედების შემადგენლობები იქნება.
  • Item
    ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე
    (მერიდიანი, 2019) თუმანიშვილი, გიორგი; ჯიშკარიანი, ბაჩანა; შრამი, ედვარდ; დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; და სხვ., ავტორთა კოლექტივი
    წინამდებარე სახელმძღვანელო სახელწოდებით `ევროპული და საერთაშორისო სამართლის ზეგავლენა ქართულ სისხლის საპროცესო სამართალზე~ წარმოადგენს ქართულ-გერმანული სისხლის სამართლის მეორე პროექტის სამეცნიერო და პუბლიცისტურ დასკვნით ნაწილს. სახელმძღვანელოში თავმოყრილია ის სისხლისსამართლებრივი საკითხები, რომლებიც განხილულ და შეჯამებულ იქნა როგორც პროექტის ფარგლებში გამართულ სამ შეხვედრაზე (თბილისი 2016, იენა/ბერლინი 2017, ტიუბინგენი/სტრასბურგი 2018), ისე პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ სადოქტორო კვლევებში. გამომცემლები მოხარულნი არიან, რომ 29 ავტორის, მათ შორის 24 ქართველი და 5 გერმანელი ავტორის მონაწილეობით შექმნილმა სახელმძღვანელომ საბოლოო სახე მიიღო და იგი ხელმისაწვდომი ხდება დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოებისთვის. The handbook „Georgian Criminal Procedure Law under the Infl uence of European and International Law“ is the scientifi c and publicist conclusion of the second German-Georgian Criminal Law Project. This book bundles, preserves and manifests the fi ndings of criminal law research gained in the three working meetings of the project (in Tbilisi 2016, Jena/Berlin 2017 and Tübingen/Straßburg 2018) and the promoted Ph.D. theses. The editors are delighted by the completion of this handbook with its 29 authors _ 24 from Georgia and 5 from Germany. The work has been completed and is now available to the interested academic audience.
  • Item
    ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებები საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით
    (იურისტების სამყარო, 2019) დვალიძე, ირაკლი; ხარანაული, ლევანი; თუმანიშვილი, გიორგი; წიქარიშვილი, კახა
    საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIII თავით გათვალისწინებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების კომენტარი გაკეთებულია დანაშაულის სამსაფეხურიანი სისტემის მიხედვით. ამას მოსდევს აღნიშნულ დანაშაულთა გამოვლინების ფორმები (დაუმთავრებელი დანაშაული, დანაშაულში თანამონაწილეობა), ნორმათა კონკურენცია და დანაშაულთა ერთობლიობა, ხოლო ბოლოს მცირე ნაწილი ეთმობა სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების მიმოხილვას კონკრეტულ დანაშაულთან მიმართებით. ცალკეულ მუხლის კომენტირებისას გამოყენებულია როგორც ქართულენოვანი და უცხოენოვანი სამეცნიერო ლიტერატურა, ისე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, მართლმსაჯულების ევროპული სასამართლოს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთო სასამართლოების განაჩენები/გადაწყვეტილებები. The commentary to articles envisaged by the chapter XXIII of the criminal code is composed according to tripartite division of the elements of the crime. This is followed by specific forms of commission of the crime (inchoate offences, complicity), competition between norms and multiple offences. Final part is dedicated to the review of criminal procedural norms in relation with these crimes. The comments make reference to the academic literature in Georgian as well as in foreign languages, decisions of ECtHR, European Court of Justice, Constitutional Court of Georgia and common courts of Georgia.