Conference or Workshop Item

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 20 of 20
  • Item
    კომუნიკაციური უნარების კურსის ადგილი დამხმარე პროფესიების კურიკულუმში
    (2023-10-06) გიორგი ყიფიანი
    კომუნიკაციური უნარების კურსის ადგილი დამხმარე პროფესიების კურიკულუმში თანამედროვე მსოფლიოში მოზარდებში ემპათიის კლება კომპიუტერული გაჯეტებით გატაცებით გამოწვეულად მიიჩნევა. კოვიდ-პანდემიის პერიოდმა, ასევე, შემაფერხებელი გავლენა მოახდინა ახალგაზრდებში კომუნიკაციური უნარების განვითარებაზე. სოციალური (დამხმარე) პროფესიების (სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ექიმები, მასწავლებლები, მენეჯერები და ა.შ.) სწავლების არსებული პროგრამები, უპირატესად, განამტკიცებს შეფასებით და დირექტიულ მიდგომას პიროვნებათაშორის ურთიერთობებში, რაც დამაბრკოლებელია ახალგაზრდების ჰარმონიული და შემოქმედებითი განვითარებისთვის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული უნარების ტრენინგის არჩევითი კურსი მოიცავს კომუნიკაციური უნარების სწავლებას. კურსზე ჩაწერილი ბაკალავრიატის მესამე-მეოთხე კურსების სტუდენტების მნიშვნელოვანი ნაწილი მოითხოვს კომუნიკაციური უნარების – მოსმენისა და ემპათიის განმავითარებელ პრაქტიკულ აქტივობებში ჩართვას, აღნიშნავს ემოციური კონტაქტების სიმცირეს საუნივერსიტეტო გარემოში; ამასთან ერთად, მათთვის სიახლეს წარმოადგენს სოციალურ-ფსიქოლოგიური ტრენინგის სიტუაცია და ხშირად გული წყდებათ, რომ პირველი კურსიდანვე არ გაიარეს კომუნიკაციური უნარების ტრენინგის კურსი. თუ კომუნიკაციური უნარების კურსი სწავლების პირველივე წლიდანვე სავალდებულო იქნება სტუდენტებისათვის, ეს გააადვილებს მათ ადაპტაციას საუნივერსიტეტო გარემოში, თავიდანვე უზრუნველყოფს არაშეფასებითი მიდგომის ჩამოყალიბებას ახალგაზრდებში. კურსი დაფუძნებულია კარლ როჯერსისა და ტომას გორდონის კომუნიკაციური უნარების ტრენინგის პროგრამებზე, რომლებიც გათვალისწინებულია ფსიქოლოგ კონსულტანტების, მასწავლებლების, მშობლებისა და ლიდერების მომზადებისათვის. კურსი ახალგაზრდებში განავითარებს როგორც პროფესიული საქმიანობისათვის რეკომენდებულ, ასევე ყოველდღიური ურთიერთობებისთვის აუცილებელ კომუნიკაციურ უნარებს. In today's world, the decline of empathy among adolescents is considered to be caused by the obsession with computer gadgets. The period of the covid-pandemic also had a disruptive effect on the development of communication skills among young people. The existing training programs of social (helping) professions (social workers, psychologists, doctors, teachers, managers, etc.) reinforce a predominantly evaluative and directive approach to interpersonal relationships, which is an obstacle to the harmonious and creative development of young people. The optional course of professional skills training at the Ivane Javakhishvili Tbilisi State University includes the teaching of communication skills. A significant part of the third-fourth year undergraduate students enrolled in the course requires involvement in practical activities that develop communication skills - listening and empathy, notes the lack of emotional contacts in the university environment, along with that, the situation of social-psychological training is a novelty for them, and they are often saddened that they did not take a communication skills training course from the very first year. If the course in communication skills is mandatory for students from the first year of study, it’ll facilitate their adaptation to the university environment and ensure the formation of a non-evaluative approach among young people from the beginning. The course is based on the communication skills training programs of Carl Rogers and Thomas Gordon, which are intended for the training of psychological consultants, teachers, parents, and leaders. The course will develop young people's communication skills, both recommended for professional activities and necessary for everyday relationships
  • Item
    კონფერენცია ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები -2023
    (2023-01-30) ჟვანია, ირინე; აბაშიძე, თამარ; მაკარაძე, ნანა; გურგენიძე, მარინე; აფთარაშვილი, ია; პაჭკორია, თამარ; კუტალაძე, ია; დოლიძე, სოფიო; ლიპარტელიანი, თამარ; წულაია, ნინო; ბახუტაშვილი, სოფიო; გაბუნია, მაია; მიმინოშვილი, თეონა; მახარაძე, თამარ; ქიტიაშვილი, ანასტასია; გაგოშიძე, თამარ; წერეთელი, მზია; შატბერაშვილი, ნინო; ზურაბიშვილი, შოთა; ხვადაგიანი, მარიამ; დემეტრაშვილი, გიორგი; ქურციკიძე, ლია; საძაგლიშვილი, შორენა; გიგინეიშვილი, ქეთევან; ქამუშაძე, თამარ; მოდებაძე, ნინო; ძამუკაშვილი, შორენა; სიდამონიძე, მაკა; ქურდაძე, ირმა; გიორგობიანი, ირმა; გორგაძე, ნინო; კოჭაური, მაკა
    კონფერენცია "ინკლუზიური განათლება საქართველოში - მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები -2023" ჩატარდა 2023 წლის 29-30 ივნისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა
  • Item
    სოციალური მუშაკის როლი ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სისტემაში
    (2023-06-29) შატბერაშვილი, ნინო; Shatberashvili, Nino
    საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ძალისხმევით მიმდინარეობს ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სისტემის რეფორმირება. რეფორმირების მიზანია არსებული მხარდამჭერი მომსახურებების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის ზრდა. ეს კი არსებული მომსახურებების ინკლუზიურობის ზრდასა და მომსახურებების მიღების საჭიროების მქონე მოსწავლეთა მოცვის გაფართოებასაც გულისხმობს. კერძოდ, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის, ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების უზრუნველყოფას არა მხოლოდ ტიპური განვითარების, არამედ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვისაც, რაც ამჟამად ვერ ხორციელდება. ამასთან იგეგმება მომსახურებების ადმინისტრირება ერთი მიწოდების აღმასრულებელი უწყების - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ. ახალი ხედვის შესაბამისად, განახლებული მხადამჭერი სისტემის წიაღში მომსახურებების მოდიფიცირება გააუმჯობესებს მათ შორის კოორდინაციას და შეამცირებს მომსახურებების მიმღებთათვის მომსახურებით სარგებლობის ბარიერებს. სტატიაში გაშუქდება სისტემის ფუნქციონირების განახლებულ ხედვა, რომელიც სხვა ცვლილებებთან ერთად, განათლების სისტემაში ახლად განვითარებული სოციალური მუშაკის კომპონენტის გაძლიერებასაც ისახავს მიზნად. სოციალური მუშაკები ამჟამადაც ჩართულები არიან მოსწავლეთა ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდების პროცესში სასკოლო გარემოში. ისინი არაერთ შემთხვევაზე მუშაობენ. სოციალური მუშაკები არ შემოიფარგლებიან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის ინდივიდუალური პრობლემების მოგვარებით და მათი სკოლაში ინტეგრირების, სოციალური შეჭიდულობის გაძლიერების საკითხებს და სოციალურ ადვოკატობასაც მოიცავენ თუმცა ყველა მოსწავლისათვის ინკლუზიური სასკოლო გარემოს ფორმირებისათვის კვლავ არსებობს ხელშემშლელი ფაქტორები. ამ გამოწვევების ფონზე თანაბრად მნიშვნელოვანია ცოდნის გაღრმავებაც და სამიზნე ჯგუფისათვის მომსახურების მომწოდებელთა კოორდინირებული მუშაობაც. ახალი სისტემის ფორმირების კვლალ და კვალ სოციალური მუშაკი უფრო აქტიურად და ეფექტიანად იქნება ჩართული ამ სამიზნე ჯგუფისათვის მომსახურების მიწოდების პროცესში, დატკიცებული კონცეფციისა - ზოგადსაგანათლებლო სისტემაში სოციალური მუშაობის კონცეფცია და დატკიცებული სტანდარტების - სოციალური მუშაკისთვის სოციალური მუშაობის პროფესიული სტანდარტები შესაბამისად. სტატია წარმოადგენს ხედვას ამ კომპონენტის განვითარებისა და პოტენციური გამოწვევების შესახებ
  • Item
    სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში: სასწავლო გარემოს შეფასება
    (2023-06-29) წერეთელი, მზია; Tsereteli, Mzia
    კვლევის მიზანია წარმოაჩინოს სპეციალური საჭიროების მქონე და ასეთის არ მქონე სტუდენტების ჯგუფების შედარებითი სურათი სწავლის, სასწავლო გარემოს, აგრეთვე, სწავლითა და აკადემიური მიღწევებით სტუდენტთა კმაყოფილების თვალსაზრისით. კვლევა ეყრდნობა ევროსოტუდენტი 8-ის საქართველოს ეროვნული კვლევის მონაცემთა ბაზას. კვლევის ინსტრუმენტს წარმოადგენდა ევროსტუდენტი 8-ის სტანდარტული თვითანგარიშის კითხვარს, რომლის ადმინისტრირებაც განხორცელდა ონლაინ 2021 წლის გაზაფხულის სემესტრში საქართველოს სხვადასხვა საგანმანათლებოლო დაწესებულებაში. კვლევის შერჩევისთვის გამოყენებულია 3207 ბაკალავრიატის სტუდენტის მონაცემები (1743 ქალი და 1464 კაცი), რომელთაგანაც 763 სტუდენტმა (490 ქალი და 272 კაცი) აღნიშნა სპეციალური საჭიროებების ქონა (ჯანმრთელობის გრძელვადიანი პრობლემები ან შეზღუდული შესაძლებლობები). მონაცემები დამუშავდა SPSS-23 სტატისტიკური პროგრამით. კვლევის შედეგად გამოვლინდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული ტენდენციები, კერძოდ, სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტები ასეთის არ მქონე სტუდენტებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ნაკლებ მოტივაციას და სასარგებლო უკუკავშირს იღებენ ლექტორებისგან; უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ნაკლებად ზრუნავს მათ აკადემიურ წარმატებასა და სოციალურ ინტეგრაციაზე; დაწესებულებასთან მათი მიკუთვნებულობისა და იდენტობის განცდა მცირეა. სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტების უმეტესობა საკუთარ აკადემიურ მიღწევებს სხვა სტუდენტების მსგავსად აფასებს, თუმცა ისინი ადგილობრივ და საერთაშორისო შრომის ბაზარზე დასაქმების ნაკლებ შესაძლებლობას ხედავენ. მნიშვენლოვანი განსხვავებაა სპეციალური საჭიროების მქონე და არ მქონე სტუდენტების სასწავლო პროგრამით კმაყოფილებისა და ბედნიერების დონის მიხედვით, კერძოდ, სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებში სასწავლო პროგრამით კმაყოფილი და ბედნიერი სტუდენტების წილი მცირეა. კვლევამ გამოავლინა, რომ სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტები უფრო ხშირად გრძნობენ თავს იზოლირებულად როგორც კურსელებისა და მეგობრებისაგან, ასევე ლექტორებისა და ადმინისტრაციისგან, ვიდრე სპეციალური საჭიროების არ მქონე სტუდენტები. აღსანიშავია ისიც, რომ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში, ზოგადად, საკმაოდ მცირეა სტუდენტთა დისკრიმინაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, თუმცა, ასეთი გამოცდილების მქონე სტუდენტების წილი გაცილებით უფრო დიდია სპეციალური საჭიროების მქონე სტუდენტებში, ვიდრე სპეციალური საჭიროების არ მქონე სტუდენტებში. კვლევის მიგნებები საინტერესო პლატფორმას ქმნის შემდგომი კვლევებისთვის ინკლუზიური განათლების მიმართულებით. კვლევის შედეგები, ასევე, საინტერესოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სწავლის პოლიტიკის განვითარებისათვის
  • Item
    უნივერსიტეტების ინკლუზიურობის აღქმა განათლების მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტებში
    (2023-06-29) მახარაძე, თამარ; ქიტიაშვილი, ანასტასია; გაგოშიძე, თამარ; Makharadze, Tamar; Kitiashvili, Anastasya; Gagoshidze, Tamar
    მოცმული კვლევა წარმოადგენს კვლევითი პროექტის ნაწილს, რომელიც განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტის - ,,მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“,(გრანტი №FR-21-3869) - ფარგლებში. აღნიშნულ კვლევაში გაანალიზებულია განათლების მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტების აღქმა მათი უნივერსიტეტის ინკლუზიურობის შესახებ. ასევე, შესწავლილია მათი, როგორც მომავლი მასწავლებლების შეხედულება, თუ რამდენად თვლიან თავს მზად, რომ ასწავლონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს და ზოგადად, როგორ უყურებენ ინკლუზიური განათლების იდეას. არაერთი კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში ინკლუზიური განათლების ხარისხი დაბალია და ძირითად მიზეზად სწორედ მოქმედი მასწავლებლების დაბალი პროფესიული კომპეტენცია და ინკლუზიური განათლების მიმართ მათი არაადეკვატური დამოკიდებულებები სახელდება (მახარაძე და სხვებ.,2019; ჭინჭარაული & ჯავახიშვილი, 2014). კვლევა დაეყრდნო როდენობრივ მეთოდს, კერძოდ, თვითადმინისტრირებადი კითხვარით შესწავლილი იყო სტუდენტების შეხედულებები ოთხ უნივერსიტეტში: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნიერსიტეტში. კითხვარი აგებულია 2011 წელს Tony Booth და Mel Ainscow -ს მიერ შემუშავებული ინკლუზიურობის ინდექსის (The Index for Inclusion) მიხედვით, რომელიც გამოყენებულია სკოლების ინკლუზიური ღირებულებების შესაბამისად განვითარებისათვის (Booth, T. and Ainscow, M. (2011) Index for Inclusion: Developing Learning and Participation in Schools. Centre for Studies on Inclusive Education, Bristol). ისევე როგორც ინკლუზიურობის ინდექსში, ჩვენ მიერ შემუშავებული კითხვარი შედგება სამი განზომილებისა და ექვსი ქვეგანზომილებისგან. ჩვენ მიერ ფორმულირებული კითხვარი შედგებოდა 44 კითხვისაგან - კითხვარმა გაიარა ვალიდაციის პროცესი - ვალიდაციაში მონაწილეობდა 761 სტუდენტი ზემოთ აღნიშნული ოთხი უნივერსიტეტიდან და 15 სფეროს ექსპერტი. კვლევა დაეყრდნო რეპრეზენტატულ შერჩევას - კვლევაში მონაწილეობა მიიღო ზემოაღნიშნული ოთხი უნივერსიტეტის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალვრო-სამაგისტრო პროგრამის 302 სტუდენტმა. შედეგებმა აჩვენა, რომ სამიზნე უნივერსიტეტებში სტუდენტების მოსაზრებები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება ერთმანეთისაგან. სტუდნეტების დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ მათი უნივერსიტეტები ხელს უწყობენ უნივერსიტეტში ინკლუზიური კულტურის განვითარებას, ინკლუზიური პოლიტიკისა და პრაქტიკის დანერგვას; კვლევამ აჩვენა, რომ მომავალი მასწავლებლების მნიშვნელოვან ნაწილს გაუჭირდა იმის განსაზღვრა, არის თუ არა მზად ასწავლონ სსსმ მოსწავლეებს
  • Item
    სსსმ სტუდენტების საჭიროების ანალიზი ინკლუზიური განათლების პოლიტიკის, ინსტიტუციური მართვისა და სწავლა-სწავლების დონეზე
    (2023-06-29) კუტალაძე, ია; დოლიძე, სოფიო; ლიპარტელიანი, თამარ; წულაია, ნინო; ბახუტაშვილი, სოფიო; გაბუნია, მაია; მიმინოშვილი, თეონა; Kutaladze, Ia; Dolidze, Sofio; Liparteliani, Tamara; Tsulaia, Nino; Bakhutashvili, Sophio; Gabunia, Maia; Miminoshvili, Teona
    კვლევა (რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაკვეთით ჩატარდა) მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების საფეხურზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) სტუდენტების წინაშე მდგარი გამოწვევების კომპლექსურ შეფასებასა და იმ ბარიერების იდენტიფიცირებას, რომლებიც მათ სწავლას, დასაქმებას და, შესაბამისად, საზოგადოებრივ ცხოვრებაში თანაბარ მონაწილეობას აბრკოლებს. ინკლუზიური გარემო და სსსმ/შშმ სტუდენტთა საჭიროებებზე მორგებული სერვისების ხელმისაწვდომობა საქართველოს 10 უნივერსიტეტში შეფასდა; გააანალიზდა ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის, აკადემიური და ექსტრაკურიკულარული პროგრამების, IC ტექნოლოგიების, ციფრული სივრცეების, ბიბლიოთეკების, კარიერული თუ სხვა მნიშვნელოვანი სერვისების აკომოდაცია და ხელმისაწვდომობა სსსმ/შშმ სტუდენტებისთვის, ასევე, ინკლუზიური განათლებისადმი დამოკიდებულებები და მასთან ასოცირებული ბარიერები. კვლევის შედეგები ასეთია: ინკლუზიური განათლების პოლიტიკა საქართველოში: საქართველოში მოქმედი კანონები არადისკრიმინაციულია, თუმცა ისინი ინკლუზიური განათლების უფლებას განათლების უმაღლეს საფეხურზე სრულად ვერ უზრუნველყოფს; ინკლუზიური განათლების საუნივერსიტეტო პოლიტიკა: უნივერსიტეტებში უმეტესად არ არსებობს ინსტიტუციური მარეგულირებელი ჩარჩოები, მკაფიო პრიორიტეტები და ინკლუზიური ორგანიზაციული კულტურა იმისათვის, რომ ეფექტურად მოხდეს სსსმ/შშმ სტუდენტების ჩართვა უმაღლეს განათლებაში და სწავლა-სწავლების პროცესის გონივრული მისადაგება. ინსტიტუციური მართვა, ინფრასტრუქტურა: უსდ-ებში ინკლუზიური პროცესების მართვა და ბარიერების აღმოფხვრა, ძირითადად, ნაკლებად პროაქტიულია და მხოლოდ პრობლემის გამოვლენის შემდეგ მასზე რეაგირებით შემოიფარგლება. ინფრასტრუქტურის ადაპტირების დროს ყურადღება უმეტესად გამახვილებულია ფიზიკური შეზღუდვის მქონე სტუდენტების საჭიროებებზე. სწავლა და სწავლება: სსსმ სტუდენტების სწავლების პროცესში არსებული გამოწვევებისა და ბარიერების (უსდ-ს პერსონალის კომპეტენცია, სასწავლო რესურსები, დამხმარე საშუალები) ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი უსდ-ებში ინკლუზიური სწავლების მიმართ სისტემური მიდგომის არარსებობაა. დამოკიდებულებები: მიუხედავად იმისა, რომ საკვლევი სეგმენტის მიმართ სტიგმატიზაციის პრობლემა საუნივერსიტეტო საზოგადოებაში არ გამოვლენილა, ამ პროცესის ირიბ ხელშეწყობად შეიძლება ჩაითვალის პოზიტიური დისკრიმინაციის მიდგომები.
  • Item
    სწავლების მულტისენსორული მიდგომა და მისი დანერგვის პრაქტიკა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში
    (2023-06-29) აფთარაშვილი, ია; პაჭკორია, თათია; Aptarashvili, Ia; Pachkoria, Tatia
    წარმოდგენილი კვლევა ეხება სწავლების მულტისენსორული მიდგომის შესწავლას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. კერძოდ, კვლევის მიზანია: ა) შეისწავლოს სასკოლო საზოგადოების წარმოდგენები, რწმენები და კოგნიტური სქემები სენსორული სასწავლო გეგმის მიზნობრიობასა და ეფექტიანობასთან დაკავშირებით, ასევე სენსორული სასწავლო გეგმის გამოყენების პრაქტიკა და გამოცდილება; ბ) წარმოაჩინოს მულტისენსორული სწავლებისა და მულტისენსორული სწავლის კონსტრუქტები სასკოლო საზოგადოებაში და აღწეროს მათი გამოყენების არეალი. კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ ორი საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, საგნობრივი მასწავლებლები, აღმზრდელები და სპეციალისტები (სპეციალური მასწავლებელი, ასისტენტი, აღმზრდელი, ფსიქოლოგი, სოციალური თერაპევტი). კვლევის მიზნებიდან გამომდინარე შეირჩა სპეციალიზებული სკოლები, სადაც ირიცხებიან მხოლოდ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეები. კვლევა დაიგეგემა და რეალიზდა თვისებრივი კვლევის დიზაინით. მონაცემების მოპოვება განხორციელდა ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების, ფოკუს ჯგუფებისა და მეორად მონაცემთა ანალიზის საშუალებით. მონაცემთა დამუშავების საფუძველზე გამოიყო სამი საკვანძო მიმართულება:  სენსრული სასწავლო გეგმის არსის გააზრება და დამოკიდებულება მის მიმართ სასკოლო საზოგადოების მხრიდან;  სენსორული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი კლასის, მასწავლებლისა და მოსწავლის დონეზე;  სენსორული ოთახის ათვისებისა და გამოყენების არეალი. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ საჭიროა ქართულ საგანმანათლბლო სივრცეში მულტისენსორული მიდგომის სიღრმისეული გააზრება და მისი დანერგვის ეფექტიანი მექანიზმების შემუშავება. კერძოდ, მთავარ გამოწვევად გამოიკვეთა მულტისენსორული მიდგომის მანიფესტური ხასიათი და იდეური და ტერმინოლოგიური აღრევა სხვა კონცეფციებთან. კვლევის შედეგები, გამოკვეთილი სამუშაო მიმართულებები და სარეკომენდაციო აქტივობები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მულტისენსორული სწავლების დანერგვის პროცესის გაუმჯობესებისა და მეთოდოლოგიური მხარდამჭერი ჩარჩოს შექმნის თვალსაზრისით.
  • Item
    ინკლუზიური განათლება რეგიონული უნივერსიტეტების პერსპექტივიდან
    (2023-06-29) ჟვანია, ირინე ჟვანია; აბაშიძე, თამარ; მაკარაძე, ნანა; გურგენიძე, მარინე; Zhvania, Irine; Abashidze, Tamara; Makaradze, Nana; Gurgenidze, Marine
    ინკლუზიური განათლება რეგიონული უნივერსიტეტების პერსპექტივიდან მოცმული კვლევა წარმოადგენს კვლევითი პროექტის ნაწილს, რომელიც განხორციელდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებულ საგრანტო პროექტის - ,,მასწავლებლები ინკლუზიური განათლების მხარდასაჭერად“, (გრანტი №FR-21-3869) - ფარგლებში. მოცემულ კვლევაში წარმოდგენილია სამ რეგიონულ სახელმწიფო უნივერსიტეტში (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ინკლუზიური განათლების მიმართ აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის დამოკიდებულებების ანალიზი. კვლევა ჩატარდა თვისებრივი მეთოდის გამოყენებით, წინასწარ შედგენილი გზამკვლევით, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო ინსტრუმენტს ინკლუზიის ინდექსს (The Index for Inclusion; Booth, T., Ainscow, M. (2011)). გზამკლევი მოიცავს ცხრა ღია შეკითხვას და ეხება სამ ძირითად სფეროს. კვლევა ეყრდნობა უნივერსიტეტებში ჩატარებული სამი ფოკუს ჯგუფისა და თვრამეტი სიღრმისეული ინტერვიუს მონაცემების ანალიზს. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს უნივერსიტეტების ადმინისტრაციულმა და აკადემიურმა პერსონალმა. კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ უნივერსიტეტების წარმომადგენლები აცნობიერებენ ინკლუზიური განათლების მნიშვნელობას და ცდილობენ ინკლუზიური პრაქტიკის დანერგვას თავიანთ ინსტიტუციებში. თითოეული უნივერსიტეტი, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ხელს უწყობს სტუდენტებსა და თანამშრომლებს ზოგადად და საგანგებოდ ითვალისწინებს შშმ და სსსმ სტუდენტების საჭიროებებსა, თუ ინტერესებს. შშმ და სსსმ სტუდენტების მხარდაჭერა გამოიხატება ძირითადად ფიზიკური გარემოს ადაპტირებაში, რაც ბოლო წლებში უმაღლესი სასწავლებლებისათვის აკრედიტაციის სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა და, შესაბამისად, ყველა უნივერსიტეტში მეტ-ნაკლებად ადაპტირებულია ფიზიკური გარემო გადაადგილების პრობლემების მქონე შშმპ-ებისათვის. მხარდამჭერ ღონისძიებად შეიძლება მივიჩნიოთ სასწავლო პროცესის დაგეგმვა სსსმ და შშმ სტუდენტებისათვის მოსახერხებელ სივრცეში, მათი შესაძლებლობების გათვალისწინება აუდიტორიებში განთავსებისას, სპეციალური პირობების შექმნა გამოცდების ჩატარებისას, დამატებითი დროის გამოყოფა ლექტორების მხრიდან, შეღავათები სწავლის დაფინანსებაში. ფაქტობრივად, ვერც ერთი უნივერსიტეტი ვერ სთავაზობს სათანადო მხარდაჭერას სენსორული დარღვევების მქონე სტუდენტებს, შესაბამისად, მხედველობისა და სმენის შეზღუდვების მქონე სტუდენტები თითქმის არ გვხვდებიან უნივერსიტეტებში. უნივერსიტეტებს არა აქვთ არც ადაპტირებული სასწავლო რესურსი და არ ჰყავთ სათანადოდ მომზადებული პერსონალი. განათლების მიმართულების პერსონალი ყველაზე უკეთ ერკვევა ინკლუზიური განათლების პრინციპებში. მხარდამჭერი გარემოს შექმნაზე უნივერსიტეტის სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის სხდომებზე იშვიათად მსჯელობენ, პრობლემებზე რეაგირება კი ძირითადად რეაქტიულია. ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად საჭირო რესურსების მობილიზაციისთვის უნივერსიტეტებმა ბოლო წლებში შედარებით აქტიურად დაიწყეს მუშაობა.
  • Item
    პიროვნული ნიშნები და „ფეისბუკზე“ თვითპრეზენტაციის ტაქტიკები
    (2022) ნემანიშვილი, თეკლა; მესტვირიშვილი, მაია; მარწყვიშვილი, ხათუნა
    მოცემული კვლევის მიზანი იყო პიროვნების ავერსიული მახასიათებლებისა და პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის მიმართების კვლევა სოციალურ ქსელში თვითპრეზენტაციის ტაქტიკებთან. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 230-მა ინდივიდმა (144 ქალი; M (age) = 20.0, SD=1.63). გამოყენებულ იქნა შემდეგი საკვლევი ინსტრუმენტები: (1) ბნელი ტრიადის ნიშნების შესაფასებელი მოკლე კითხვარი (SD3) (Jones& Paulhus, 2011); 2) პიროვნული ნიშნების ექვსფაქტორიანი მოდელის საკვლევი ინსტრუმენტი (HEXACO-PI-R) (Lee & Ashton, 2004); (3) ფეისბუკით სარგებლობის მოტივების საკვლევი სკალა (Sheldon, 2008); (4) თვითპრეზენტაციის სტრატეგიების საკვლევი კითხვარი (Lee et al,1998), რომელიც კვლევის ფარგლებში მოდიფიცირდა ფეისბუკისთვის. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ნარცისიზმი პოზიტიურ კავშირშია ფეისბუკზე მეგობრების რაოდენობასა და ექსტრავერსიასთან. მაკიაველიანიზმი პოზიტიურად კორელირებს თვითპრეზენტაციის როგორც ასერტულ, ისე თავდაცვით ტაქტიკებთან. ხოლო ნარცისისზმი და ფსიქოპათია ძირითადად ასერტულ თვითპრეზენტაციის ტაქტიკებთან. პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის პატიოსნება-თავმდაბლობის ფაქტორი უარყოფითად კორელირებს ბნელი ტრიადის სამივე ცვლადთან. ასევე, ნარცისიზმის მაღალი მაჩვენებლების მქონე ინდივიდებისთვის ფეისბუკის გამოყენების მთავარი მოტივი „მაგარი ტიპობა“ აღმოჩნდა. პიროვნების ექვსფაქტორიანი მოდელის ნიშნები მოდერაციულ როლს ასრულებენ ბნელი ტრიადის ცვლადებსა და თვითპრეზენტაციის ტაქტიკებს შორის.
  • Item
    რისთვის არის ფსიქოთერაპია?
    (2022) ჩიტაშვილი, მარინე
    ფსიქოთერაპიული ინტერვენციების მრავალფეროვნება მეოცე საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში დიდ გარღვევებს პირდება მის პოტენციურ მომხმარებლებს, რომელთაც საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად ან მოსაგვარებლად ‘ჯადოსნური ჯოხის’ ძიებაში დიდი დრო აქვთ დახარჯული. ყოველი ახალი ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა თუ სკოლა უფრო და უფრო მეტად შორდება ვერიფიკაციის პარადიგმას და საკუთარ ტექნიკას ყოვლისმომცველ პანაცეად აცხადებს. მეორე მხრივ, ჩარევის სპეციფიკურ ტექნიკებზე ორიენტირება ყურადღების მიღმა ტოვებს ადამიანს, როგორც თავისუფალ არსებას, რომელიც ერთი მხრივ, არის სოციალური აქტორი და მეორე მხრივ, მისი ქმედებები ინტერპრეტაციის მრავალფეროვნებას წარმოშობს როგორც თავად ამ ადამიანის, ისე მის გარშემო მყოფთა თუ თავად ფსიქოთერაპევტის მიერ. თუ მოვლენის, ამ შემთხვევაში, ‘პრობლემური ქცევის’ მინიმუმ სამი ინტერპრეტაცია არსებობს, რას ეყრდნობა ფსიქოთერაპევტი, რომელიც ცდილობს ინტერვენციის საფუძველზე ადამიანის მიერ პრობლემის მართვის უკეთეს მოდელს მიაღწიოს. ფსიქოთერაპევტს, რომელმაც საუბრით უნდა მიაღწიოს შედეგს, რადგან ის ვერ გასცდება თავისი პროფესიული მოქმედების საზღვრებს, გადასაწყვეტი აქვს რას უნდა მიაქციოს ყურადღება - ადამიანს თუ დარღვეულ ქცევას. სხვა სიტყვებით, რა უნდა აინტერესებდეს მას სიმპტომი, რომელსაც აღწერს DSM-5 კრიტერიუმებით, რაც უზურნველყოფს მისი სამუშაოს ანაზღაურებას სადაზღვევო სისტემის მიერ, თუ მოუსმინოს ადამიანს და მის ამბავს, რომელმაც შეიძლება ‘პრობლემური ქცევა’ საზრისული გახადოს; ან სიტუაციურ/გარემოს ტემპს დაყვეს და დროში სწრაფად გაუმჯობესებისათვის, კრიზისული ინტერვენციების მსგავსად, მართვად ტექნიკების დასწავლასა და ქცევის კონტროლის დამატებითი უნარები განავითაროს, ან სულაც ღრად სწამდეს, რომ მხოლოდ კოგნიტური სქემების რესტრუქტურიზაციით შეიძლება პრობლემის მოხსნა. ყველა ამ შემთხვევაში, დარღვეული იქნება ფსიქოთერაპიის ძირითადი პრინციპი, რომელიც განმარტებულია, როგორც „საუბრით მკურნალობა სამედიცინო საშუალებების ნაცვლად“, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს გარედან ინტერვენციას ინდივიდის გაუთვალისწინებლად და ფსიქოთერაპიას გადააქცევს ვისთვის ორიენტირებული პროცესის ნაცვლად [კონკრეტული ადამიანის ფენომენი], რისთვის, უსულო და კონკრეტული სუბსტრატის არმოქნე, აბსტრაქტული და განზოგადებული დარღვეული ქცევის გასაუმჯობესებელ ტექნიკად [სიმპტომის მოსახსნელად აქ და ამჟამად არსებული ცოდნა გამოყენებადი ინტერვენციების შესახებ]. ადამიანის, როგორც ფსიქოთერაპიულ დიალოგში, მონაწილე მეორის დაკარგვა და მისი ამბის მხოლოდ ინსტრუმენტულ იარღად გამოყენება მისივე ქცევის მოსაგვარებლად ქმნის ერთგვარ ილუზიას და აკმაყოფილებს ფსიქოთერპევთა გაუცნობიერებლ ‘მესიანიზმს’ და ქმნის ფსიქოთერპიისა თუ ფსიქოთერაპევტის ‘ყოვლისშემძლოების’ წარმოდგენას, რომელიც არაფერით განსხვავდება მესმერიზმისაგან. პრაქტიკოს ფსიქოლოგთა [კლინიკურ ფსიქოლოგთა] მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს არა მარტო რომელიმე ერთი მიმართულებით ინტერვენციების სრული რეპერტუარის სწავლება, არამედ უნდა იყოს ადამიანის, როგორც თავისუფალი და მნიშვნელობის შემქმნელი, რეფლექსიურობის მქონე არსების, ფსიქოთერაპიული დიალოგის სრულუფლებიანი წევრის, ადგილის შენარჩუნების უზრუნველყოფა ფსიქოთერაპიულ სეანსში, რაც დააბრუნებს ფსიქოთერაპიას კონკრეტულ ადამიანთან და აქცევს მას პროცესად ‘ვისთვის ფსიქოთერაპია
  • Item
    საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან პანდემიის პირობებში
    (2022) შალიკიანი, ლილე; ფირცხალავა, ეკატერინე
    2019 წლის დასასრულს კორონავირუსის პანდემიამ ახალი გარემო და რეალობა წარმოშვა მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის. განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, პანდემიამ მასშტაბურად იმოქმედა ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობაზე, იგი მოიხსენიეს კიდეც, როგორც უნივერსალური სტრესორი. სოციალური ურთიერთობების ქსელის დეფიციტმა, სოციალური კავშირების რაოდენობრივმა კლებამ გაამძაფრა მარტოობის განცდა ადამიანებში. გარემო პირობების ცვლილებამ ინდივიდებზე სხვადასხვაგვარად იმოქმედა, შეისწავლეს პიროვნული მახასიათებლებისა და დროითი პერსპექტივების ზეგავლენა პანდემიის დროს მარტოობის აღქმაში, თუმცა არსებული ცვლადების ურთიერთდამოკიდებულება ბოლომდე არ არის გამოკვლეული. კვლევის მიზანი: - შეისწავლოს პანდემიის პირობებში საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან; - დაადგინოს, რა მიმართებაშია პანდემია, როგორც გარემოში არსებული სტრესორი, დროითი პერსპექტივების აღქმასთან, პანდემიის დროს მარტოობასთან, როგორც შედეგთან და ამ პროცესში, რა როლს თამაშობენ პიროვნული მახასიათებლები. კვლევის მეთოდი: ქართულ ენაზე ადაპტირებული ინსტრუმენტების (დროითი პერსპექტივის, მარტოობისა და დიდი ხუთეულის საკვლევი შკალები) გამოყენებით, ხელმისაწვდომი შერჩევის გზით, კვლევა ჩატარდა 208 ადამიანზე. შედეგები: ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნეიროტიციზმის პიროვნული მახასიათებელი და ამავდროულად, ახასიათებთ აწმყოს ფატალისტური დროითი პერსპექტივა არიან მეტად მოწყვლადები პანდემიის პირობებში მარტოობისადმი. რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ წარსული-ნეგატიური დროითი განზომილება მნიშვნელოვნად განაპირობებს მარტოობის განცდას პანდემიის პირობებში. გამოვლინდა, რომ აწმყო ფატალისტური დროითი პერსპექტივა დადებითად, ხოლო მომავლის დადებითი დროითი პერსპექტივა - უარყოფითად არის დაკავშირებული მარტოობის განცდასთან.
  • Item
    მცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური განვითარების დაცვის საკითხი: დისკურსიდან გამორიცხვის სტრატეგია ქართულ მედიაში
    (2022) ყიფიანი, გიორგი
    მცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური და მორალური განვითარების დაცვა მავნე ზეგავლენისაგან ინფორმაციით გადატვირთული თანამედროვე საზოგადოების აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხის აქტუალურობა ასევე იმითაც არის გამოწვეული, რომ ის გადაიკვეთება მედიისა და გამოხატვის თავისუფლების საკითხთან. კვლევის მიზანს წარმოადგენდა გარკვევა, ქართულ მედიაში აქვს თუ არა ადგილი დიდი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ ნაკლები გავლენის მქონე ჯგუფების დისკურსის მარგინალიზაციას და გამორიცხვას. დისკურსის კრიტიკული ანალიზის მეთოდის საშუალებით გაანალიზებულ იქნა ქართულ მედიის პუბლიკაციები არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური განვითარების დაცვის საკითხების განხილვის შესახებ ორ თემასთან დაკავშირებით: ა)სატელევიზიო მაუწყებლობის სახელმწიფოს მონაწილეობით თანა-რეგულირება; ბ) აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვა. განისაზღვრა ინტერესთა შემდეგი ჯგუფები საკითხთა მიმართ განსხვავებული მიდგომის მიხედვით: შესაბამის კანონპროექტთა მომხრე და მოწინააღმდეგე პარლამენტის წევრები, მაუწყებელთა წარმომადგენლები, უფლებადამცველი არასამთავრობო ორგანიზაციები, არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიური და ზნეობრივი განვითარების დაცვით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები. გამოყენებულ იქნა თემატური ჩარჩოების ანალიზის მეთოდი მედიაში წარმოდგენილი დომინანტური გზავნილების გამოსავლენად. 2012 წლამდე მედიის ტექსტებში კანონმდებლები, მაუწყებლები, ადამიანის უფლებათა დამცველი და მედიის აქტივისტები სახელმწიფოს მონაწილეობით თანა-რეგულირებას მიიჩნევენ, როგორც დემოკრატიისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ მუქარას. პუბლიკაციებში მცირეწლოვანთა ფსიქოლოგიური და მორალური განვითარების საკითხებზე ყურადღებას ამახვილებენ მხოლოდ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლები. 2012 წლის შემდეგ მედიის დისკურსში აღარ ფიქსირდება ბავშვის უფლებების დამცველთა პოზიციის შესახებ ინფორმაცია; სამაუწყებლო ინდუსტრიამ მედიაში განახორციელა თავისი ინტერესების დაცვა ისეთი გზავნილების გავრცელებით, რომლებიც ახდენს დისკურსიდან ნაკლები ძალაუფლების მქონე ჯგუფის - ბავშვთა უფლებების დამცველების ხმის ამორიცხვას. აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვის საკითხი საქართველოს პარლამენტში 10 წლის განმავლობაში ორჯერ იქნა განსახილველად გამოტანილი საზოგადოების მოთხოვნით, რადგან ქართული კანონმდებლობის შესაბამისად აზარტული თამაში არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის მქონე შეიძლება ყოფილიყო. მედიის პუბლიკაციების მიხედვით კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა მთავარ არგუმენტს წარმოადგენს ბიზნესის ინტერესების უზრუნველყოფა, მცირეწლოვანთა დაცვის ინტერესი კი არც განიხილება. რეკლამის შეზღუდვის საკანონმდებლო ინიციატივა მედიაში გაშუქებულია უარყოფითად, როგორც ინტერნეტის თავისუფლების შეზღუდვა, ინვესტიციების შეჩერების საფრთხე, სახელმწიფო ბიუჯეტის მოსალოდნელი დაზარალება და სამუშაო ადგილების შემცირება. პუბლიკაციებში საერთოდ არ არის ნახსენები, რომ აზარტული თამაშების რეკლამის შედეგად არასრულწლოვანთა უფლებები ილახება და არასრულწლოვანთა დაცვის ინტერესი პრიორიტეტულია, 10 წლის განმავლობაში არ ფიქსირდება უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ აზარტული თამაშების რეკლამის შეფასება არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის თვალსაზრისით, როდესაც სხვა საკითხებზე არასამთავროთა პოზიცია მყისიერად ყალიბდება სხვადასხვა პლატფორმის ეგიდით. კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ორივე შემთხვევაში მედიის პუბლიკაციებში დასტურდება მცირე ძალაუფლების მქონე სოციალური ჯგუფის, არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დამცველთა ინტერესების უგულებელყოფა მეტი ძალაუფლების მქონე ჯგუფების მიერ, რაც მცირეწლოვანთა დაცვის დამატებით უზრუნველყოფას მოითხოვს.
  • Item
    სკოლის მისია, როგორც სასკოლო საზოგადოების მიერ გაზიარებული ფილოსოფია
    (2022) ქიტიაშვილი, ზაქარია
    ქართული განათლების სისტემას უკვე ორი ათეული წელია ზოგადი განათლების მიმართულებით დეცენტრალიზაციის პოლიტიკა აქვს დეკლარირებული და კანონშემოქმედებისა თუ მართვის თვალსაზრისით ფორმალურად მეტ-ნაკლებად იცავს აღნიშნულ პოზიციას. ეს განაცხადი ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებს ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტად სკოლის მიერ საკუთარი მისიის, ფილოსოფიის შემუშავების ვალდებულებას განუსაზღვრავს. ამა თუ იმ ეტაპზე სკოლების ავტონომიურობის ხარისხის შესახებ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა (ლ. მკურნალიძე - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლის) ინსტიტუციური განვითარების პოლიტიკის გატარება 2016; რ. აფხაზავა, თ. ბრეგვაძე - სკოლის სამეურვეო საბჭოები საქართველოში 2014; სკოლის ორგანიზაციული კულტურის კვლევა 2015 და სხვა ) ცხადად ავლენს ამ მიმართებით მნიშვნელოვან პრობლემებს, რაც მკაფიოდ აისახება სასკოლო საზოგადოების მიერ საკუთარი ფილოსოფიის- სასკოლო მისიის - არცოდნასა თუ ვერგააზრებაში. საჯარო სკოლებში ორგანიზაციული პრაქტიკა, სასკოლო კლიმატი, სწავლა-სწავლების ზოგადპედაგოგიკური ხედვები სწორედ საკუთარი ნიშის გააზრების კონტექსტში უნდა მიმდინარეობდეს. მხოლოდ ასე იძენს ესა თუ ის საჯარო სკოლა თემში, მოცემულ რაიონში საკუთარ ორიგინალურ ადგილს. ეს პრობლემა ცალსახად აქტუალური და რელევანტური ხდება განათლების სისტემის სარეფორმო ძვრების გათვალისწინებით. სამინისტრომ გადაამუშავა და, ფაქტობრივად, ახალი სახით მოგვაწოდა დირექტორის სტანდარტი, რომელშიც უპირველეს მიმართულებად გამოყო სკოლის ფილოსოფია(სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები). უახლოეს პერიოდში იგეგმება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტის გადამუშავებული ვერსიის შემოთავაზება, რომელშიც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასკოლო საზოგადოების მიერ სკოლის ფილოსოფიის გააზრების საჭიროებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი სახელმწიფოს დღის წესრიგში აყენებს სასკოლო საზოგადოების მიერ საკუთარი სასკოლო ხედვის, მისიის მნიშვნელობის გააზრებისა და მისი სასწავლო პროგრამებსა თუ ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში ფუნქციურად ჩატანის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას. ამ მიზნით სასურველია ავტორიზაციის სტანდარტების შემუშავება-დანერგვის პროცესში გათვალისწინებული იყოს სკოლების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება - გზამკვლევებისა და ტრენინგმოდულების მომზადება - რომლებშიც ხაზი გაესმება მისიის შემუშავებაში სკოლების თვითმმართველობითი სტრუქტურების ჩართვის აუცილებლობასა და პოზიტიურ პრაქტიკას. შიდასასკოლო რეგულაციებში სასურველია გაიწეროს სკოლის 7-წლიანის სტრატეგიული განვითარების გეგმისა თუ ერთწლიანი სამოქმედო გეგმის სკოლის მისიასთან მიმართებით გადახედვის ვალდებულება და მექანიზმები. სასურველია შემუშავდეს საგნობრივი კათედრებისა თუ ინტერკათედრული პროგრამები, რომლებიც გამოკვეთს სკოლის მისიასთან მიმართებით განათლების შინაარსის კორელაციის საკითხებს. ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სკოლებს იმგვარი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ექსტრაკურიკულარული და დამატებითი სასწავლო-სააღმზრდელო მომსახურების როლს სკოლის ფილოსოფიის, ხედვების პრაქტიკული რეალიზების თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული ინტერვენციების პრაქტიკაში დამკვიდრება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს მისცემს საშუალებას:  სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი ჩაერთოს და, შესაბამისად, გაიზიაროს ერთიანი სასკოლო ფილოსოფია.  საგნობრივ პროგრამებში ინტეგრირდეს სკოლის მიერ მისიაში განსაზღვრული ღირებულებები და შეიქმნას ობიექტურად უნიკალური სააღმზრდელო-საგანმანათლებო მიდგომა, რომელიც მოსწავლეებს კონკრეტულ, ხელშესახებ ცოდნას მისცემს და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს გამოუმუშავებს
  • Item
    საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების აკულტურაცია
    (2022) ფირცხალავა, ეკატერინე; გვეტაძე, ანნა
    საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, საქართველოს მოქალაქეები არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად თავს რამდენიმე კონკრეტულ რეგიონში იყრიან. კერძოდ, სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალქეები. სრული ტერიტორიული მოცვით, საქართველოს ყოველი მე-6 მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, ხოლო უშუალოდ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში - ყოველი მეორე. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი არის მნიშნველოვანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აღნიშნული პრობლემა არის საქართველოშიც. ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობები ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტის ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტეგრციის დონის შემცირებას და განაპირობებს აკულტურაციის კონკრეტული სტრატეგიის არჩევას. კვლევის ფარგლებში ჩატარებული იყო თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა, რათა განგვესაზღვრა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგია და დაგვედგინა ის პრობლემები, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან საქართველოში ცხოვრების დროს. ასევე, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა ეთნიკურად ქართველებთან, რათა შეგვეფასებინა ეთნიკურად ქართველების დამოკიდებულებები სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ აკულტურაციის სტრატეგიებიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ ინტეგრაციას, შემდეგ სეპარაცია და ბოლოს მარგინალიზაცია ან ასიმილაცია. ეთნიკურად ქართველები აფიქსირებენ საშუალო მაღალ დადებით ატიტუდებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ, თუმცა ამავდროულად საკმაოდ უარყოფად ახასიათებენ მათ. ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგიის არჩევანზე გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სახელმწიფოებრივი ენის ცოდნის დონე დაფიქსირდა.
  • Item
    ათითუდის კომპონენტების შესახებ
    (2022) ნადარეიშვილი, ვახტანგ
    ათითუდი, უმეტესწილად, შეფასებით დისპოზიციად განიხილება (Ajzen, 1993), რაც ავიწროებს ცნების თავდაპირველ მოცულობასა და შინაარსს, აკნინებს ცნების აღწერით და ახსნით პოტენციალს, ართულებს აქტივობისა და ათითუდის ურთიერთმიმართების ანალიზს, ამცირებს რელევანტურ თეორიებთან კოორდინაციის შესაძლებლობას. თუ დ. უზნაძის სიტუაციურ და ფიქსირებულ განწყობებსაც დისპოზიციებად განვიხილავთ (ნადარეიშვილი, 2020), გასაანალიზებელია ათითუდისა და განწყობის და მათი კომპონენტებისა და ფაქტორების ურთიერთმიმართება. ათითუდის სამწევრიან მოდელის (https://dictionary.apa.org/tripartite-model-of-attitudes) „ქცევით“ (კონატურ) კომპონენტში იგულისხმება სამომავლო ქცევის პოტენციალი და მისი რეალიზაციის ტენდენცია. ათითუდის იერარქიული მოდელის პოზიციიდან (Ajzen, 1993, გვ. 41) და კონატური კომპონენტის განმარტებიდან (https://dictionary.apa.org/conation) გამომდინარე, ათითუდის ერთ-ერთი, კონატური კომპონენტი მის დანარჩენ კომპონენტებსაც მოიცავს. მორიგი განმარტებით (Ajzen, 1993), კონატური კომპონენტი გულისხმობს ქცევისთვის მზაობას, ანუ მხოლოდ ის არის მზაობითი მომენტის მატარებელი. გასათვალისწინებელია, რომ ათითუდი აქტივობისთვის მზაობაა და მის ერთ-ერთ კომპონენტს მთლიანობითი წარმონაქნის ფუნქცია ვერ ექნება. მეტიც, ათითუდი მთლიანობაშიც კი, არა ქცევა, არამედ მზაობითი დისპოზიციაა (Allport, Pattern and growth in personality, 1961), რომელიც ქცევის მიმართვას და აღძვრას ემსახურება (Allport, Handbook of Social Psychology, 1935). ნაწილობრივ მართებულია, რომ კონატური კომპონენტი ათითუდის ქცევითი საფუძველია და არა ქცევა (https://dictionary.apa.org/conation). საფიქრებელია, რომ ის მოქმედებითი რესურსია (მაგალითად,„ოპერაციული შესაძლებლობები“ (ნადირაშვილი შ. , 1983, გვ. 218-233), რომელიც, მხოლოდ დანარჩენ კომპონენტებთან ერთობლიობაში, იძლევა ქცევისთვის მზაობას და საკუთრივ ქცევას. განმარტებების გათვალისწინებით, კონატური კომპონენტი შეიძლება განვიხილოთ: 1) ფიქსირებულ წარმონაქმნის სტრუქტურის თვალსაზრისით, როგორც აქტუალიზებული „ოპერაციული“ მდგენელი; 2) არა როგორც ცალკეული კომპონენტი, არამედ როგორც მთლიანობითი ფსიქიკური წარმონაქმნის არსებობის, ან „ათითუდის ობიექტზე გაზომვადი რეაქციის“ (Ajzen, 1993) ერთ-ერთი გამოვლენა; 3) არა როგორც მთლიანობის საფუძველი (განწყობის ფაქტორი), არამედ უკვე წარმოქმნილი მთლიანობის მდგენელი, მისი ერთ-ერთი განზომილება - ანალოგიურად იმისა, რომ „განწყობის გაშლა ცნობიერების შინაარსის სახით ემოციურსა და კოგნიტურ ასპექტს ერთდროულად მოიცავს“ (უზნაძე, შენიშვნების რვეული, 1988), 4) აქტივობის აღძვრის თვალსაზრისით, როგორც ფსიქიკური წარმონაქმნის ფორმირების ფინალური სტადია (რის გამოც კონატური კომპონენტი მზაობის მატარებლად მიიჩნევა). ათითუდის (ფიქსირებული წარმონაქმნის) კომპონენტები სიტუაციური წარმონაქმნის ფორმირებისთვის გამოიყენება (რომელიც კონატური კომპონენტის სახითად ვლინდება), რომელიც გამაშუალებელ ფუნქციას ასრულებს ათითუდსა და ქცევას შორის (ნადირაშვილი შ. , 1985) (ნადარეიშვილი, 2020). აღნიშნული გასათვალისწინებელია იმ თეორიულ მიდგომებში, რომლებიც აქტივობის უშუალოდ აღმძრავ სიტუაციურ წარმონაქმნებს (მაგ. „სიტუაციური განწყობა“ (უზნაძე, განწყობის ფსიქოლოგია, 2009) ნაკლებად ითვალისწინებენ მათ საფუძველზე ჩამოყალიბებული ფიქსირებული წარმონაქმნების ანალიზისას. ზემოთქმული გასაგებს ხდის ათითუდებსა და ქცევას შორის კავშირის სპეციფიკას, აქარწყლებს ფიქსირებულ წამონაქმნების მიერ ქცევის დეტერმინაციის შესაძლებლობასთან დაკავშირებული სკეფსისს (LaPiere, 1934) და იძლევა ათითუდისა და ქცევის ურთიერთმიმართების შემდგომი ანალიზის შესაძლებლობას.
  • Item
    უცხოური ენის სწავლების მეთოდიკა განწყობის ფსიქოლოგიის თვალთახედვიდან
    (2022) მინდაძე, ივანე
    სოსიურიდან მოყოლებული ენას ხშირად განსაზღვრავენ როგორც ნიშანთა სისტემას, რომლის აღწერა და კლასიფიკაცია ლინგვისტიკის ამოცანას წარმოადგენს. თუმცა ამ სისტემის პრაქტიკულ გამოყენებას, ენის რეალიზაციას ანუ მეტყველებას, როგორც ადამიანის ქცევის ერთ-ერთ სპეციფიკურ ფორმას, ტრადიციულად ფსიქოლოგია შეისწავლის. უცხოური ენის სწავლების მიზანი არის არა ენის, როგორც ნიშანთა სისტემის სწავლება, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ლექსიკისა და ენობრივი სტრუქტურების (გრამატიკის) სწავლება, არამედ უცხოურ ენაზე მეტყველების სწავლება, მისი პრაქტიკული გამოყენების სწავლება. ცხადია უცხოური ენის სწავლება შეუძლებელია ლინგვისტური ცოდნის გარეშე, მაგრამ ასევე შეუძლებელია დასახული მიზნის, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების სწავლება, ფსიქოლოგიური მექსნიზმების გათვალისწინების გარეშე. ამდენად უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის კვლევები პრინციპულად ინტერდისციპლინური ხასიათისაა: კვლევები უნდა ეფუძნებოდეს როგორც ლინგვისტიკის, ასევე ფსიქოლოგიის მიღწევებს. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ენის სწავლების მეთოდების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ლინგვისტური სტრუქტურალიზმისა და ბიჰეივიორიზმის პოსტულეტებმა, მომდევნო წლებში უცხოური ენის სწავლების მეთოდიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ჯერ პრაგმალინგვისტიკის განვითარების კვალდაკვალ და შემდეგ, უკვე უკანასკნელ ათწლეულებში, კონსტრუქტივისტული მოდელების გავლენით. ყველა ეს მოდელი განსხვავებულად წარმოაჩენს ზოგადად სწავლა-სწავლების და კერძოდ უცხოური ენის სწავლების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს და შესაბამისად სწავლების განსხვავებულ ხერხებს ანიჭებს უპირატესობას. უცხოური ენის სწავლების მეთოდიკისათვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი გვეჩვენება განწყობის ფსიქოლოგიის მიდგომების გათვალისწინება, რომლის დახმარებით შესაძლებელია ისეთი მოვლენების ახსნა, რომლებსაც დამაჯერებლად ვერ განმარტავს სხვა თეორიები. ასე მაგალითად, აქცენტის ჩამოყალიბების მიზეზს ჩვენ ასიმილაციური ილუზიის გავლნით ვხსნით, რომელიც ხელს გვიშლის სამიზნე ენაში არსებული ფონოლოგიურად ღირებული დისტინქტური ნიშნების მართებულ აღქმაში. განწყობის თეორიაზე დაყრდნობით შესაძლებელია უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის დახვეწა და გარკვეული კონკრეტული ასპექტების გათვალისიწინება როგორც უცხოური ენის სახელმძღვანელოებში, ასევე უცხოური ენის სწავლების მეთოდებშიც.
  • Item
    თერაპიული ურთიერთობის გავლენა ფსიქოთერაპიის პროცესზე - ეფექტურობის კვლევის მეთოდოლოგიური სირთულეები
    (2022) ფანჯიკიძე, მარიამ
    მეცნიერები და პრაქტიკოსები საუკუნეების განმავლობაში თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ადამიანებს შესაძლოა უვლინდებოდეთ ერთიდაიგივე სიმპტომები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ გასხვავებულ პიროვნებებს - მათ აქვთ განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები, მიჯაჭვულობის სტილი, ტემპერამენტი, კოგნიტური სქემები, სოციალური და ოჯახური კონტექსტი, კულტურული და რელიგიური სენსიტიურობა, სექსუალობა, ურთიერთობის პატერნები და სხვა (კლერმანი, 1983; ნიუმანი და ჰოვარდი, 1986; მაკვილიამს, 2012) მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებების მნიშვნელობის გააზრებისა, თერაპიული შედეგის შესწავლისას, ძირითადად, მაინც ვეყრდნობით სიმპტომების პატერნების ცვლილების შეფასებას, ნაცვლად ინდივიდის კომპლექსურობის გაგებისა (მაკვილიამს, 2012). ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ფსიქოთერაპიის ეფექტურობის შესაფასებელ ემპირიულ კვლევებში ოქროს სტანდარტად მიჩნეულია კონტროლირებადი რანდომიზირებული კვლევა (ვისენტინი, 2019; როისლერი, 2013). აღნიშნული კვლევითი დიზაინი გულისხმობს, რომ თერაპიულ ეფექტს პაციენტებში ვზომავთ უშუალოდ თერაპიული ჩარევის დასრულების შემდეგ (როისლერი, 2013). მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული სიზუსტე კვლევის სტანდარტიზაციას გულისხმობს, პრაქტიკოსები თერაპიული მეთოდების შეფასებისას, გარკვეულ შეზღუდვებზე მიუთითებენ (მაკვილიამს, 2012). რთულია ისეთი ფაქტორების გაკონტროლება, როგორიცაა: თერაპევტის ინდივიდუალური მიდგომა, პაციენტის პირადი რესურსები, სესიების მიმდინარეობა, ტრანსფერის და კონტრ-ტრანსფერის დინამიკა და სხვა (ქერი და სტილსი, 2015). უდაოდ, თუ ჩვენ პიროვნების უნიკალურობაზე ვსაუბრობთ და ინდივიდუალურ განსხვავებებს შევისწავლით, მაშინ თერაპევტთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება გულისხმობდეს თერაპევტის მიერ თერაპიული ურთიერთობის ფორმის განსაზღვრას კლიენტის პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით (მაკვილიამს, 2012) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მაღალი მეცნიერული ღირებულებისა, შეუძლებელია კომპლექსური თერაპიული პროცესის შედეგების იმავე მეთოდებით შესწავლა, რომლებიც მედიკამენტების ეფექტურობის კვლევებში გამოიყენება (ვისენტინი, 2019). შექმნილი მეთოდოლოგიური სირთულის დაძლევის მცდელობას წარმოადგენს რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევებში თერაპიული პროცესის სიღრმისეული შეფასების პროცედურების ინტეგრაცია (ვესტენი და შედლერი, 2007), თუმცა აღნიშნული საკითხი პრაქტიკოსთა და მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია მოიძებნოს მეთოდოლოგიური გზები, რომლებიც ყურადღების მიღმა არ დატოვებს თერაპევტის და კლიენტის, მათი ურთიერთობის იდიოსინკრეტულ ფაქტორებს თერაპიის ეფექტურობის განსაზღვრისას.
  • Item
    ევროინტეგრაციის პოლიტიკური ფსიქოლოგია: პოლიტიკური კულტურის პერსპექტივა
    (2022) კვანჭილაშვილი, ელენე
    მოხსენების მიზანია, გააანალიზოს და მკითხველს შესთავაზოს რამდენიმე თეორეტიკული მოსაზრება პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროინტეგრაციის ურთიერთკვეთისა და ღირებულებების ინტერდისციპლინარული ხედვის შესახებ. ყველაზე მარტივადაც რომ განვმარტოთ კულტურა - როგორც საერთო გაგების და მოლოდინების სპექტრი, რომლებიც სათავეს იღებს პიროვნების ფსიქოლოგიიდან, საზოგადოებრივი ინსტიტუციების გავლენიდან და საჯაროდ დამკვიდრებული ქცევის პატერნებიდან - მისი რელევანტურობა პოლიტიკური ფსიქოლოგიის საკითხების გადაჭრისთვის რაციონალურად თვალსაჩინოა. თუმცა, პარადოქსია, რომ სულ მცირე ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ეს მნიშვნელობა პრაქტიკულად იგნორირებული გამოდის. ამ დრომდე პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროინტეგრაციის სისტემურმა დაკავშირებამ სათანადო მეცნიერული ინტერესი ვერ გამოიწვია. ამის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ორი ცნობილი ჟურნალი – Political Psychology და The Journal of Common Market Studies - სადაც, ორივე ამ მოწინავე გამოცემაში ერთად, სულ თითზე ჩამოსათვლელი სტატია თუ მოიძებნება პოლიტიკური ფსიქოლოგიისა და ევროპული ინტეგრაციის თემაზე (Journal of Common Market Studies 60–იანი წლებიდან; ხოლო Political Psychology 70–იანი წლებიდან გამოიცემა). მოხსენება მცდელობაა, პასუხი გაეცეს სამ მნიშვნელოვან კითხვას: როგორ აფორმირებს პოლიტიკური კულტურა პოლიტიკის პრაქტიკას? რომელი ატიტუდები და ღირებულებები უჭერს მხარს სტაბილური დემოკრატიის განვითარებას და შენარჩუნებას? როგორ უკავშირდება ეს ატიტუდები და ღირებულებები ევროინტეგრაციას კონკრეტულად საქართველოს შემთხვევაში? მოხსენება ეფუძნება ინგლეჰარტ-ველცელის მსოფლიო კულტურის რუკის ანალიზს. რუკა სხვადასხვა ქვეყნებს ორი განზომილების მიხედვით ალაგებს: ჰორიზონტალურ ღერძზე ხდება განლაგება გადარჩენის და თვითგამოხატვის ღირებულებების პოლუსებს შორის, ხოლო ვერტიკალურ ღერძზე - ტრადიციულსა და სეკულარულ-რაციონალურ ღირებულებებს შორის. მსოფლიოს კულტურული რუკის მიხედვით, რაც უფრო ზედა სიბრტყეზეა დატანილი ქვეყანა, მით უფრო განვითარებულია ინდუსტრიულად, ასევე რაც უფრო მარჯვნივაა, მით უფრო გავრცელებულია პოსტმოდერნული ღირებულებები, მათ შორის - ინდივიდუალური თვითგამოხატვა. მაღალგანვითარებული ქვეყნები ამ სიბრტყეზე მოძრაობენ დიაგონალურად. (www.worldvaluessurvey.org) მოხსენებაში მსოფლიო კულტურის რუკაზე საქართველოს ტრაექტორია გაანალიზებულია ბოლო პერიოდში ჩატარებული უახლესი კვლევების – IRI, NDI, CRRC - საფუძველზე. ეს კვლევები საზოგადოებრივი აზრის არა მხოლოდ ფუნდამენტური კვლევებია, არამედ, პოლიტიკურ ველზე მათი გავლენაც საკმაოდ მაღალია – ამ კვლევების მიგნებები ხშირად თავად იქცევა ხოლმე პოლიტიკურ დღის წესრიგად. ამასთან, ეს კვლევები შესაძლებლობას ქმნის, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომენტში განვიხილოთ ამ მოხსენებისთვის რელევანტური ტენდენციები, არამედ, ტენდენციების ცვლილებებს თუ მუდმივობას (რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ მოხსენების მიზნებისთვის) დროთა განმავლობაში დავაკვირდეთ. მოხსენების მთავარი ღირებულება მისი მცდელობაა, საქართველოს ევროინტეგრაციისთვის მზაობაზე მსჯელობა გასცდეს მხოლოდ რეალპოლიტიკის ველს და გადმოვიდეს პოლიტიკური ფსიქოლოგიის მეცნიერულ ველშიც – ღირებულებების და ატიტუდების დონეზე.
  • Item
    იმიგრანტი ჯგუფისადმი დამოკიდებულება და მასზე მოქმედი ფაქტორები
    (2022) დესპოტაშვილი, მედეა
    კულტურული ასიმილაცია სულ უფრო აქტუალური საკითხია კროსკულტურული კვლევების სფეროში. მკვლევარები და ავტორები ამ ტერმინის პროცესზე ორიენტირებულ გაგებას გვთავაზობენ და თანხმდებიან იმაზე, რომ გლობალიზაციის პროცესს ამ კუთხით სულ უფრო მეტი გამოწვევები მოაქვს. სხვა ჯგუფის აღქმა და სოციალური წინათრწმენები კარგად ნაკვლევი კოგნიტური პროცესებია, რომლებიც ანალიზის მნიშვნელოვან პერსპექტივას იძლევიან. სოციალური დომინანტობის ორიენტაცია (SDO) და მემარჯვენე ავტორიტარობა (RWA) სოციალური წინათრწმენების ფორმირებაში მნიშვნელოვან ცვლადებად განიხილება. ჩვენ გამოვიყენეთ Duckitt და Sibley (2009), მიდგომა, რათა გვეკვლია RWA / SDO როლი წინათრწმენების ფორმირებაში. ჩვენი კვლევა შეისწავლის სხვადასხვა ფაქტორებს, რაც ამ კავშირის დინამიკას განაპირობებს. შედეგები ნათლად გვიჩვენებს, რომ ეს დინამიკა თაობათა შორის განსხვავდება, რაც შესაძლოა კულტურალურ ღირებულებებს, რელიგიურ მიკუთვნებულობას, ჯგუფის ეკონომიკურ სტატუსს და ინტერესებს უკავშირდებოდეს. ეს საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ცალკეული ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევები შესაძლოა სხვა ჯგუფის ამა თუ იმ მახასიათებელს მეტად გამოკვეთილს ხდიდეს სოციალური წინათრწმენების ფორმირებისას.
  • Item
    ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია და ფსიქოთერაპიული ეფექტის მნიშვნელობა
    (2022) გაგოშიძე, თამარ
    ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გამოყენებითი ნეიროფსიქოლოგიის დარგია და მიმართულია თავის ტვინს დაზიანების მქონე პირების დარღვეული უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების აღდგენაზე. ეს პროცესი მით უფრო ეფექტურია, რაც უფრო აქტიურად არის ჩართული მასში დაზიანებული თავის ტვინის მქონე პიროვნება. ისტორიულად, ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ძირითადი პრინციპები ეფუძნებოდა დაზიანებული ფსიქიკური ფუნქციის გავარჯიშებას მისი აღდგენის მიზნით (Wilson, 2015). რეაბილიტაციის პრაქტიკამ ცხადყო, რომ დარღვეული ფუნქციის პირდაპირი გავარჯიშება ნაკლებეფექტური იყო, რადგან პაციენტის მხრიდან ხშირია ძლიერი ნეგატივიზმი, რეზისტენტობა და თანამშრომლობაზე უარის თქმა. კ. გოლდშტეინმა (Goldstein,1949) პირველმა მიაქცია ყურადღება იმ ფაქტს, რომ თავის ტვინის დაზიანების შედეგად აღმოცენებული ფსიქიკური ფუნქციების დარღვევა მიმდინარეობს სტრესზე მთლიანორგანიზმული პასუხის ფონზე. შესაბამისად, ასეთ პაციენტებს ძლიერ სტრესზე პასუხის პიროვნული მდგომარეობა აქვთ, რაც კიდევ უფრო ართულებს მათ სარეაბილიტაციო პროცესში ჩართვას. ა. ლურიამ (Luria, 1973) ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პრაქტიკის და ა. ვიგოტსკის იდეების საფუძველზე შექმნა ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მოდელი, რომლის ფუძემდებლური პრინციპი იყო არა დაზიანებული ფსიქიკური ფუნქციის გავარჯიშება, არამედ შენახული ფსიქიკური ფუნქციების ხარჯზე დარღვეული ფუნქციის ახალი შიდა სისტემური და სისტემათაშორისი რეორგანიზაცია. ჯ. პრიგატანო (1999) ასევე დიდ ყურადღებას აქცევდა პაციენტის პიროვნების როლს ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პროცესში, მისი მდგომარეობის თვით-გაცნობიერების პროცესს, რაც ხელს უწყობდა პაციენტის მაქსიმალურ ჩართულობას სარეაბილიტაციო პროცესში, მისი ემოციური სფეროს მოწესრიგებას. თავის ტვინის ტრავმატული დაზიანების მქონე პაციენტისადმი ჰოლისტური რეაბილიტაციის მოდელი ჩამოაყალიბა ი. ბენ-იშაიმ (Ben-Yishay, Diller, 2011), რომლის ამოსავალი დებულება იყო პაციენტის მთლიანპიროვნული და ემოციური მდგომარეობის გათვალისწინება ტრავმის შემდეგ და მისი ე.წ. კატასტროფული რეაქციის შემცირება ქალა-ტვინის ტრავმის შედეგებზე. საქართველოში ჩვენ მიერ დანერგილი ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მოდელი ნეიროფსიქოთერაპიულია და ეფუძნება რამდენიმე პრინციპს: 1) რეაბილიტაცია მიმართულია არა დაზიანებულ ფუნქციაზე, არამედ დაზიანებული თავის ტვინის მქონე პიროვნებაზე, რომელიც ძლიერ სტრესზე რეაგირებს გლოვით, უარყოფით და მხოლოდ ამ სტადიების გავლის შემდეგ არის მზად დახმარების საძიებლად და მისაღებად. 2) ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაციის პირველი ეტაპი ფსიქოთერაპიაა, რადგან მიმართულია პიროვნების მხარდაჭერაზე მის გლოვაში, უარყოფისა და ნეგატივიზმის შემცირებაში 3) დაზიანებული თავის ტვინის მქონე პიროვნების ემოციური დამოკიდებულების გაგება და გათვალისწინება საკუთარი თავისა და დარღვევებისადმი, მისი მომზადება დახმარების მისაღებად. 4) დარღვეული უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციების აღდგენისას გათვალისწინებულია პიროვნების პრემორბიდის თავისებურებები, ინტერესები. 5) აღდგენის ციკლი მოიცავს უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციის კომპონენტების შიდასისტემურ და სისტემათაშორის რეორგანიზაციას შენახული ფსიქიკური ფუნქციების ხარჯზე. ნეიროფსიქოთერაპიული მოდელის ეფექტურობა დადასტურებულია ემპირიულად პოსტინსულტურ და პოსტტრავმატულ პაციენტებთან.