Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 20 of 20
  • Item
    გეოგრაფიული სახელები ლათინურ ფიტონიმებში და მათი ქართულად გადმოტანის წესები
    (2022) ნანა ხოჭოლავა-მაჭავარიანი / Nana Khotcholava-Machavariani; ლელა ჩოთალიშვილი / Lela Chotalishvili
    აბსტრაქტი. ფიტონიმთა ლათინურ სამეცნიერო სახელებში მცენარეთა სახეობების აღმნიშვნელი ეპითეტის საწარმოებლად ხშირად გამოიყენება იმ გეოგრაფიული ობიექტის სახელი,სადაც ხარობს ან საიდანაც წარმოიშვა მცენარე. ლათინური სამეცნიერო ტერმინების სხვა ენებზე თარგმანისას ერთი და იგივე ეპითეტი შეიძლება ითარგმნოს სხვადასხვაგვარად, რაც ბუნდოვანებას იწვევს. აუცილებელია ეპითეტად გამოყენებული გეოგრაფიული სახელის მქონე ლათინურ ფიტონიმთა ქართულად გადმოტანის გარკვეული წესების შემუშავება და დაცვა. ესენია 1. ეპითეტებად გამოყენებულ გეოგრაფიულ სახელთა თავდაპირველი ენობრივი კუთვნილება და ქართულში ამ ენიდან სესხების წესები; 2. ქართული სახელებისათვის ძირითადი უნდა იყოს ნათესაობითი ბრუნვის ფორმა (-ის /-ს ბრუნვის ნიშნით), შესაბამისად, კუთვნილების სემანტიკა; 3. ზოგიერთი სახელი ფორმდება წარმომავლობის -ურ/-ულ სუფიქსით.
  • Item
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში დაცული ციყვების (Sciurus) შესწავლისათვის
    (2022) ვერა ფხაკაძე / Vera Pkhakadze; მაია ინწკირველი / Maia Intskirveli; ეკატერინე გაფრინდაშვილი / Ekaterine Gaprindashvili; თამარ შენგელია / Tamar Shengelia; ქეთევან მგალობლიშვილი / Ketevan Mgaloblishvili
    აბსტრაქტი. საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციები, რომელიც ასახავს საქართველოს და ზოგადად კავკასიის ფაუნის მრავალფეროვნებას, უნიკალურია თავისი სიძველით. წლების განმავლობაში ზოოლოგიური ფონდები მდიდრდებოდა კავკასიის ფაუნისტური ექსპედიციებიდან, ორგანიზაციებიდან, კერძო პირებისა დასხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მასალებით. ეს ხდებოდა როგორც გაცვლის წესით და შემოწირულობით, ასევე შესყიდვის გზით, რისი წყალობითაც დღეისათვის ზოოლოგიურ ფონდებში დაცულია კავკასიაში გავრცელებული ცხოველების თითქმის ყველა სახეობის მასალა. საინტერესოა ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში არსებული ექსპონატები, რომელთა შორისაა საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს წითელი ნუსხით აღიარებული ენდემური, რელიქტური და სხვა იშვიათი სახეობები. ძუძუმწოვართა (Mammalia) შორის თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა მღრღნელების (Rodentia) რიგის ციყვისებრთა (Sciuridae) ოჯახისა და ციყვების (Sciurus) გვარის წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდის ციყვების კოლექცია წარმოდგენილია 829 ექსპონატით, რომლებიც ძირითადად მიეკუთვნებიან ჩვეულებრივი ციყვის (Sciurus vulgaris) და კავკასიური ციყვის (Sciurus anomalus) სახეობებსა და ალთაური ციყვის (Sciurus vulgaris altaicus) ქვესახეობას.
  • Item
    ჭოროხის წყალსაცავების კასკადით ბათუმის ზღვისპირეთში შექმნილი პრობლემების რეგულირების მეთოდიკა
    (2022) გიორგი მეტრეველი / Gioergi Metreveli; ლია მაჭავარიანი / Lia Matchavariani; ნინო კარანაძე / Nino Karanadze
    აბსტრაქტი: წყალსაცავის მიერ მდინარის ნატანის ხანგრძლივად გადაკეტვა ზღვისპირეთში პლაჟამგები მასალის პერმანენტულ დეფიციტს იწვევს. პროცესი გრძელდება ვიდრე წყალსაცავში დალექილი ნატანი ზღვრულ სიდიდეს მიაღწევს და მდინარე ნატანის ტრანსპორტირების საწყის უნარს აღიდგენს. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია წყალსაცავის რეგულირების ტიპზე, მისი მოცულობისა და ნატანის წლიური მოცულობის შეფარდებაზე (ფარდობაზე). სანაპირო დამცავი პლაჟები ნატანის დეფიციტის, მისი ნაპირგასწვრივი მიგრაციისა და ცვეთის გამო, პერმანენტულად მცირდება და ხშირად, კოლაფსითაც კი მთავრდება. ასეთი გარემოება მოსალოდნელია კახაბრის ვაკის სანაპირო პერიმეტრზე. ამჯერად კი, ზღვა სრული განადგურებით დაემუქრა სანაპიროს მას შემდეგ, რაც მდ. ჭოროხისა და აჭარისწყლის ნატანი მასალა ექვსი წყალსაცავისგან შექმნილმა კასკადმა გადაკეტა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ სანაპირო ზონის პლაჟწარმომქმნელი მასალის წყალქვეშა კანინონებში შთანთქმას აქვს ადგილი, პლაჟის ზოლს სრული აბრაზიული კოლაფსი ემუქრება. პროცესები ვითარდება ზღვის შტორმული აქტივობის, გეომორფოლოგიური, ურბანული და კლიმატური ფაქტორების ფონზე. მათი ვექტორების მიმართულების შესაბამისად შესაძლებელია პროცესის განვითარების მოსალოდნელი ტენდენციის პროგნოზი. წყალსაცავის ზემოქმედების არეში მდებარე ზღვისპირის დინამიკის გრძელვადიანი პროგნოზის მიზნით ავტორების მიერ შემუშავებულია ბუნებრივი და ანთროპოგენური ფაქტორების თანაშეხამებათა საკვლევი და საანალიზო მეთოდიკა. მისი გამოყენებით შესაძლებელია წყალსაცავის მიერ ზღვისპირეთზე ზემოქმედების ხანგრძლივობის გაანგარიშება _ ნატანის პერმანენტული შევსებისათვის ალტერნატიული წყაროს ძებნაძიებისა და სანაპიროს კონვეირული წესით კვების ვადების დაზუსტება.
  • Item
    მთიან შიდა აჭარაში ინტრაზონალურად ფორმირებული წითელი შეფერილობის ნიადაგების მორფოლოგიური ნიშნები
    (2022) მერაბ მგელაძე / Merab Mgeladze; ანთაზ ქიქავა / Antaz Kikava
    აბსტრაქტი: თანამედროვე პირობებში ნიადაგური რესურსების რაციონალური გამოყენებადაცვა, განსაკუთრებით მთაგორიანი რელიეფის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, ერთერთი მწვავე გამოწვევაა. აჭარის რეგიონში ამ კომპლექსურ პრობლემას კიდევ უფრო ართულებს ნიადაგწარმოქმნის პროცესების მაღალი ინტენსივობა და მოჭარბებული ანთროპოგენური დატვირთვა. არსებულ ფონზე, აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე, ნიადაგების მორფოლოგიურ-გენეზისური ნიშან-თვისებების მეთოდებით, ვაწარმოეთ საველე კვლევები. რის შედეგადაც დადგინდა, რომ შავშეთის, არსიანისა და აჭარა-გურიის მთიანეთის შიდამთიანი აჭარის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფერდობებზე ზ.დ. 360-1200 მ სიმაღლეთა ფარგლებში,ინტრაზონალური გავრცელების კანონზომიერებით ერთდროულად მიმდინარეობს, როგორც ყომრალიების (Humic & Dystric Cambisols), ისე წითელმიწების (Ferralic Nitisols) ფორმირება. იდენტიფიცირებულია წითელი შეფერილობის ნიადაგების მორფოლოგიური ძირითადი მადიაგნოსტირებელი ნიშნებია: Bm გათიხებული ჰორიზონტის არსებობა, აგურისფერ-ყომრალ-წითელი შეფერილობა, ერთნახევარი ოქსიდების, განსაკუთრებით F2O3ის დაგროვება, ხირხატიანობა (ქვიანობა) და კაკლოვან-კოშტოვან-გოროხოვან-მარცვლოვანი სტრუქტურა, რაც საფუძველს გვაძლევს ვივარაუდოთ, რომ შესაძლებელია იგი გამოიყოს დამოუკიდებელ ნიადაგურ ტაქსონად, სახელწოდებით წითელ-ყომრალი ნიადაგი.
  • Item
    ნაზღვლევი წყალმოვარდნების გეოგრაფია და მათი თავიდან აცილების გზები
    (2022) სოფიო გორგიჯანიძე / Sophio Gorgijanidze; გოჩა ჯინჭარაძე / Gocha Jincharadze
    აბსტრაქტი. თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში გახშირდა კატასტროფული სტიქიური მოვლენები. მათ უმეტესობას საქართველოს მთიან რაიონებში აქვს ადგილი. ამ სტიქიური მოვლენების კატეგორიას მიეკუთვნება მდინარეთა ჩახერგვებთან დაკავშირებული დაგუბების გარღვევების შედეგად წარმოშობილი ნაზღვლევი წყალმოვარდნები. ეს მოვლენები გავლენას ახდენს და დიდ ზიანს აყენებს მიმდებარე ტერიტორიებს,მოსახლეობას და სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. ასეთი მაგალითები როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე პერიოდში ბევრია. ამიტომ მათი წარმოქმნის მექანიზმების და შემდგომ გარღვევის პროცესების შესწავლა აუცილებელია. ეს კი თავიდან აგვაცილებს მოსალოდნელ კატასტროფებს. შემუშავებულია ის დაცვის ღონისძიებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს დროულად და ოპერატიულად იქნას აცილებული წყალმოვარდნა.შემუშავებული მეთოდოლოგია განსაზღვრავს ჩახერგვის შემთხვევაში დაგუბების პარამეტრებს, ტბის ავსების ხანგრძლივობას, გარღვევის ალბათობას, ნაზღვლევი წყალმოვარდნის წარმოქმნისას მისი გავრცელების მასშტაბებს და ხეობის მიმართულებით დონეების ცვლილებას. ეს მორფომეტრიული პარამეტრები კი საფუძვლად დაედება თანამედროვე ღონისძიებების დაგეგმვასა და წყალმოვარდნების შერბილების რეკომენდაციებს.
  • Item
    გეოგრაფიული გარემოს როლი ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში
    (2022) ზურაბ დავითაშვილი / Zurab Davitashvili
    აბსტრაქტი. გეოგრაფიული გარემო უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეთნოგენეზისისა და ეთნიკური ისტორიის პროცესში. გეოგრაფიული დეტერმინიზმის მსოფლმხედველობითი კონცეფციის წარმომადგენლები სწორედ გეოგრაფიულ გარემოს მიიჩნევენ საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელ ფაქტორად, ხოლო ზოგიერთი მკვლევარი ეთნოსს, პირველ რიგში, გეოგრა- ფიულ-ბიოლოგიურ და არა სოციალურ-კულტურულ ფენომენად თვლის. ნებისმიერი ეთნოსის ჩამოყალიბება (ეთნოგენეზისი) ხდება გარკვეულ გეოგრაფიულ, კერძოდ, ლანდშაფტურ გარემოში, რაც განსაზღვრავს კიდეც ეთნოსის ანთროპოლოგიურ და კულტურულ მახასიათებლებს (მეურნეობის ტიპი,საცხოვრებლის ფორმა,ჩაცმულობა,საკვები,აგრეთვე ენა და სულიერი კულტურა). ამა თუ იმ ხალხის ეთნოგენეზისი, როგორ წესი, სხვადასხვა ეთნოსების ურთიერთმოქმედების (მიქსაცია, ასიმილაცია, სეპარაცია)შედეგია,რაც იმას მიგვანიშნებს, რომ ეთნოგენეზისსა და ეთნიკურ ისტორიაში დიდ როლს ასრულებს მიგრაციული პროცესები და არაერთი ეთნოსის წარმოშობა ადგილობრივი და მოსული ეთნოსების ურთიერთქმედების შედეგია. მაგრამ თვით ამ მიგრაციების ანუ ხალხთა მასობრივი გადასახლებების (განსაკუთრებით ძველ და შუა საუკუნეების პერიოდებში) მიზეზი, ძირითადად, გეოგრაფიული გარემოს გაუარესება, მიწების დეგრადაცია, კლიმატის ცვლილება და ბიორესურსების დეფიციტი იყო. სტატიაში გატარებულია აზრი, რომ გეოგრაფიულმა ფაქტორებმა განაპირობა არაერთი მასობრივი მიგრაცია, რამაც არსებითი როლი შეასრულა მთელი რიგი ხალხების ეთნოგენეზისში და საფუძვლიანად შეცვალა მსოფლიოს ეთნიკური რუკა. ასევე, სტატიაში გამოყოფილია მოსული და დამხვდური ეთნოსების ურთიერთქმედების შესაძლო შედეგის ექვსი სხვადასხვა ვარიანტი და მოყვანილია შესაბამისი მაგალითები.
  • Item
    ცენტრალური კავკასიონის ნიადაგების თავისებურებანი (ხევის მაგალითზე)
    (2022) ქეთევან გოგიძე / Ketevan Gogidze
    აბსტრაქტი. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი მიეკუთვნება მაღალმთიან, მზარდი ტურისტული პოტენციალის მქონე საზღვრისპირა რეგიონს. ამდენად, სასიცოცხლოდ მნიშვლელოვანია სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით მისი განვითარება, რაც ბიომეურნეობებისა და ბიოპროდუქციის შექმნას გულისხმობს. განსხვავებული სახის კულტურების გამოყვანა კი პირდაპირ კავშირშია ნიადაგების კვლევასთან და მათი რესურსული პოტენციალის შესწავლასთან. კვლევის პროცესში არჩეული იქნა ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლები, მათისასოფლო-სამეურნეო სავარგულები და სათიბ-საძოვრები. შეფასდა სოფლების გარშემო მდებარე სათიბ-საძოვრების ნიადაგების რესურსული პონტენციალი და მოსავლიანობა. მაღალმთი-ანი ნიადაგების კვლევა საკმაოდ აქტუალურია დღევანდელ დღეს. ხევის რეგიონში საძოვრებსმოსახლეობა ზაფხულობით იყენებს. საკვლევი ობიექტი დავყავით შემდეგი სქემით: ექსპოზიციები (ჩრდილოეთი და სამხრეთი), დახრილობები (0-100, 10-300, >300) და სიმაღლე ზღვის დონიდან(1700-2000მ−სუბალპური ტყეები,2000-2200მ −სუბალპური მდელოები,2200-2500მ −ალპურიმდელოები).მაღალმთიანეთის ნიადაგების ჭრილების შედარებისას გაირკვა,რომ ისინი არ გამოირჩევიან გენეტიკური ინდივიდუალურობით.
  • Item
    ზოგიერთი შტრიხი საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ცხოვრებიდან პოლიტიკური რეპრესიების პერიოდში - 1937 წელი
    (2022) დალი ნიკოლაიშვილი / Dali Nikolaishvili
    აბსტრაქტი. სტატიაში განხილულია საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაში არსებული ვითარება, რომელიც 1937 წლისათვის აქ არსებობდა. ძველი საარქივო დოკუმენტების შესწავლით დადგინდა, რომ ისევე როგორც არაერთ სხვა უწყებაში, საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოებაშიც გარკვეულწილად მძიმე და არასახარბიელო ვითარება იყო შექმნილი, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ რეპრესიებთან – პიროვნებათა დევნა-შევიწროება, ორგანიზაციის საქმიანობაში უხეში ჩარევა და ზეწოლითი ადმინისტრაციული მართვა. ნაშრომი დაეფუძნა საქართველოს ეროვნულ არქივსა და საქართველოს გეოგრაფიულ საზოგადოების ფონდებში დაცულ საარქივო მასალებს, კერძოდ, 1937 წლებში ჩატარებული სხდომების ოქმებს. როგორც ოქმებიდან ირკვევა, სხდომებზე სხვადასხვა საკითხზე იყო საუბარი. ყველა საკითხს მეტ-ნაკლებად დაჰკრავს პოლიტიკური ელფერი და იგრძნობა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან ჩარევის აშკარა ნიშნები. ცხადია, წინამდებარე სტატია სრულყოფილად ვერ ამოწურავს სხდომებზე განხილულ საკითხებს. ჩვენ ვეხებით მხოლოდ იმ მომენტებს, რომლებიც მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ თანამედროვე საზოგადოების ინფორმირებისათვის. მიუხედავად შექმნილი რთული ვითარებისა, იგივე ეს ოქმები ნათელი დასტურია იმისა, თუ როგორი აქტიური მისია ჰქონდა აღებული თავის თავზე საზოგადოებას და რა დიდ სამეცნიერო სამუშაოს ეწეოდა იგი.
  • Item
    Karst Caves Origination Conditions in the Zemo Imereti (Chiatura) Structural Plateau, Georgia.
    (2019-11-05) Lezhava, Zaza; Asanidze, Lasha; Tsikarishvili, Kukuri; Chikhradze, Nino; Sherozia, Ani; Chartolani, Giorgi
    Zemo Imereti structural karst region comprises the easternmost part of the limestone strip of Georgia and it is the only platform karst region in Georgia. The peculiarity of the relief of the mentioned plateau, namely, dense and deep (100-250 m) fragmentation, sharp distinction of plateaus, their altitudinal (400-800 m above sea level) distribution, plain surfaces (6-12° sloping), as well as the climatic conditions, positive annual balance of runoff and hydrological regime along with the structural-tectonical conditions of substrate constructed karstified rocks creates favourable conditions for karst development. Unlike the geosynclinal karst zone of Georgia, formation of the mentioned region proceeded under the platform conditions. Existence of this solid platform stipulated the relatively simple tectonic structure of Zemo Imereti Plateau; namely, smooth subhorizontal layout of Cretaceous and Tertiary suites over the Hercynian platform and dominated distribution of stratification fissures, which stipulated formation of hydrodynamic zones and wider development of subhorizontal caves (80% of caves are subhorizontal). Karst caves in the Zemo Imereti Plateau are the product of the evolution of hydrodynamic zones significantly. The evolution starts from Pliocene and is still underway. During this long process the hydrodynamic zones are under the permanent changes: dying-drying of upper zones and conceiving-watering of lower zones. Post-Sarmatian intensive ascending tectonic movements and short-term delay epochs mainly stipulated the storey distribution of represented caves and wide distribution of tunnel type caves. Correlation of relative heights of caves levels and terrace stairs, as well as the absolute heights of caves entrances and karst sources outlets lets us assume that there should be at least 4-5 slow down epochs of ascending tectonic movements.
  • Item
    ON THE EVOLUTION OF KARST CAVES IN THE CONDITIONS OF PLATFORM KARST (ZEMO IMERETI PLATEAU CASE STUDY; GEORGIA)
    (Ivane Javakhishvili Tbilisi State University, 2019-09-13) Lezhava, Zaza; Asanidze, Lasha; Tsikarishvili, Kukuri; Chikhradze, Nino; Chartolani, Giorgi; Sherozia, Ani
    The actual materials obtained as a result of our studies carried out during years in the ZemoImereti Plateau, namely, the morphological analysis of karst caves, hydrological-hydrogeological studies, results of tracing (indicator tests) of underground waters, borehole data and others, allow us to prove that the influence of phreatic, vadose and dry epochs has been reflected in the evolution of caves. An important part of karst caves has undergone the phreatic stage of development, though nowadays the traces of pressured flows in most cases have been erased by impact of vadose waters and other processes (corrosion, destruction, formation of speleothems, etc.). It is being also identified that the process of evolution of caves is not similar within the same karst massif that is related to the violation of the normal course of cave development by the influence of tectonic movements or other conditions.In the modern stage of development, the phreatic regime is well expressed in the Ghrudo underground basin, and the traces of both the vadose and dry epochs are well preserved in the higher located caves that went through the cycle of development. The periodic streams play an active role in the next stage of cave development, which, in turn, has been reflected in cyclical nature of sedimentation.
  • Item
    დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიული კუთვნილების გეოგრაფიულ-კარტომეტრიული ასპექტები
    (თსუ-ს გამომცემლობა., 2018) თოლორდავა, რევაზ; ნიკოლაიშვილი, დალი; გორდეზიანი, თენგიზ
  • Item
    საერთო მოღრუბლულობის გავლენა მიწისპირული ატმოსფეროს ტემპერატურის ველზე
    (თსუ-ს გამომცემლობა., 2018) თავართქილაძე, კუკური; ქიქავა, ანთაზ
  • Item
    საქართველოს სპელეოტურისტული პოტენციალის საკითხისათვის
    (თსუ-ს გამომცემლობა., 2018) ხომერიკი, გიორგი; მაისურაძე, დავით; ხუციშვილი, თეიმურაზ
  • Item
    ლანდშაფტის ენერგეტიკა - ბტკ-ს ფუნქციების განმსაზღვრელი ძირითადი პარამეტრი
    (თსუ-ს გამომცემლობა., 2018) დავითაია, ეთერ; სეფერთელაძე, ზურაბ
  • Item
    საქართველოსი უმაღლესი ასტრონომიული განათლებისა და ასტრონომიულ კვლევათა სათავეებთან
    (თსუ-ს გამომცემლობა., 2018) საბაშვილი, შალვა
    საქართველო უმაღლესი ასტრონომიული განათლება
  • Item
    საქართველოს რეგიონების კარტოგრაფირება: კონცეფცია და მეთოდოლოგია
    (თსუ-ს გამომცემლობა., 2018) ლიპარტელიანი, გულიკო; ქურტუბაძე, მანანა
    საქართველო რეგიონები კარტოგრაფირება