Book

Permanent URI for this collection

Book

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 20 of 41
  • Item
    Georgia and European Integration: Past, Present, Future
    (2023) Dundua, Tedo
    Georgia and European Integration: Past, Present, Future shows how the study of past improves our understanding of the idea of united Europe
  • Item
    ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო
    (სამშობლო, 2023) ფიფია/ Phiphia, ნათია/ Natia; კობახიძე/ Kobakhidze, ეკატერინე/ Ekaterine; დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedo
    ანტიკური ხანის ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული ძეგლები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მათ გარეშე ანტიკური ხანის იბერიის/ ქართლის ისტორია მხოლოდ გვიანდელ ქართულ და თანადროულ ბერძნულ-რომაულ ნარატიულ წყაროებზე იქნებოდა დაფუძნებული, რაც მნიშვნელოვანი ასპექტების დაზუსტების საშუალებას საკმარისად არ იძლევა. დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი) ისტორია, დასავლურქართული ისტორიული მეხსიერების დენონსაციის გამო, ფაქტობრივად სრულად ბერძნულ-რომაულ ნარატიულ, ეპიგრაფიკულ და ნუმიზმატიკურ წყაროებზეა დამოკიდებული. წინამდებარე მონოგრაფია მიზნად ისახავს, უკანასკნელი აღმოჩენების კვალდაკვალ, ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული წყაროების როგორც ახლებურ ინტერპრეტაციას, ისე რამდენიმე ახალი წარწერის შემოტანას სამეცნიერო მიმოქცევაში. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე საქართველოს ისტორიით და ბერძნულ-რომაული ეპიგრაფიკით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის. Greek and Latin Inscriptions from Classical Antiquity represent very important source of Georgian History. If not them, history of Kartli/Iberia would have been based only on later Georgian or contemporary Greek and Roman narrative sources and this is not sufficient. On the other hand, history of western Georgia (Colchis), as a result of denunciation of western Georgian historical memory, is based mostly on Greek and Roman narrative, epigraphic and numismatic material. The book intends to bring in fresh interpretations on well-known Greek and Latin inscriptions and also introduce some new ones to scientific community. The book is intended for scholars, also for the wider audience interested in history of Georgia and in Greek and Latin epigraphy as well.
  • Item
    From the history of the Georgian-European literary relations
    (Universal, 2022) Vardoshvili, Eka
    The monograph shows how European writers and travelers see Georgia, how they relate the Georgian reality to the European one, and what they consider to be the main features of Georgian identity. It is about what common tendencies characterize Georgian and European literature, that Georgian literature of the 19th century is based on both national and European literary traditions and thinking system. The book is intended for literary scholars, students of all three levels of university education and a wide range of readers.
  • Item
    ანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი რომი
    (მერიდიანი, 2023) სილაგაძე, ნინო
    წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ძველი რომის ხელოვნების განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების ანალიზს. მასში მოცემულია ეპოქალური სტილის და ცალკეული ნიმუშების მხატვრული თავისებურებების დახასიათება, ხელოვნების ნაწარმოებების იკონოგრაფიული სქემების კვლევა, მათი შინაარსობრივი და ფორმალური ინტერპრეტაცია. ავტორი ეხება ასევე მნიშვნელოვანი ძეგლების კვლევის ისტორიას, მათი რეკონსტრუქციის, ატრიბუციისა და დათარიღების საკითხებს და სხვ. საგანგებოდაა გაანალიზებული ანტიკური ხანის ქართული სახელმწიფოების _ ლაზიკისა და იბერიის _ კულტურული კავშირები რომაულ სამყაროსთან. მსგავსი შინაარსის ნაშრომი, სადაც მთლიანობაშია განხილული ძველი რომაული და ანტიკური ეპოქის საქართველოს ხელოვნების სხვადასხვა ასპექტი, ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. ნაშრომი დაფუძნებულია ავტორის მიერ შემუშავებულ სალექციო კურსზე, რომელიც იკითხება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, კულტუროლოგიისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, ისე დაინტერესებული მკითხველისათვის.
  • Item
    From the history of the Georgian-European literary relations
    (Universal/ უნივერსალი, 2022) Vardoshvili/ ვარდოშვილი, Eka/ ეკა
    მონოგრაფიაში ნაჩვენებია, თუ როგორ არის დანახული ევროპელ მწერალთა და მოგზაურთა მიერ საქართველო, როგორ უკავშირებენ ისინი ქართულ რეალობას ევროპულს და რას მიიჩნევენ ქართველთა იდენტობის ძირითად მახასიათებლებად. საუბარია იმის შესახებ, თუ რა საერთო ტენდენციები ახა- სიათებს ქართულ და ევროპულ ლიტერატურას, რომ XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა ეფუძნება როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციებსა და სააზროვნო სისტემას. წიგნი გამიზნულია ლიტერატურათმცოდნეებისათვის, საუ- ნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
  • Item
    რაფიელ შამელაშვილი – მეცნიერი და ადამიანი/ Rafiel Shamelashvili – Scientist and Human
    (უნივერსალი/ Universal, 2022) ზექალაშვილი/ Zekalashvili, რუსუდან/ Rusudan; პროფ. ჟუჟუნა ფეიქრიშვილი (რედაქტორი)/ Prof. Zhuzhuna Peikrishvili (Editor)
  • Item
    ქორეპისკოპოსი და მეფე - კახეთის პოლიტიკური ისტორია VIII-XII საუკუნეებში/ Korepiscopos and King - a Political History of Kakheti from the Eighth to Twelfth Centuries
    (კოლორი/ Color, 2022) თავაძე/ Tavadze, ლერი/ Leri
    აღნიშნული ნაშრომი ეხება კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის პოლიტიკურ ისტორიას VIII-XII საუკუნეებში. მონოგრაფიაში განხილულია კახეთის ქორეპისკოპოსთა და კახეთ-ჰერეთის მეფეთა მოღვაწეობა, ასევე მათ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. წიგნში შესწავლილია კახეთის საქორეპისკოპოსოს გენეზისის საკითხი, შინაპოლიტიკური ვითარება კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოში, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, ქრონოლოგიისა და გენეალოგიის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი კახეთისა და კახეთ-ჰერეთის მესვეურთა ურთიერთობას ბაგრატიონთა სამეფო სახლთან. მიმოხილულია საგარეო-პოლიტიკური კავშირი შემდგომ ქვეყნებთან: ბიზანტიის იმპერია, ხალიფატი, ხაზარეთი, სომხეთი, ეგვიპტე, სელჩუკთა სახელმწიფო. ყურადღება ეთმობა, ასევე, კავკასიისა და ირანის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ქვეყნებსაც. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის. ის საინტერესო იქნება კავკასიის, ბიზანტიის, ხალიფატის, ირანისა და თურქ-სელჩუკთა ისტორიის მოყვარული მკითხველისთვისაც.
  • Item
    ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში (X-XVIII საუკუნეები)/ Prices in Feudal Georgia (10th-18th cc.)
    (კოლორი/ Color, 2019) თაბუაშვილი/ Tabuashvili, აპოლონ/ Apolon
    ნაშრომში განხილულია ფეოდალური ეპოქის საქართველოში სხვადასხვა პროდუქტის, ნივთების, შენობა-ნაგებობების და ა.შ. ფასები. ნაჩვენებია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ისე მიწის, ტანისამოსის, სამხედრო შეიარაღებისა და საქალაქო ყოფისათვის დამახასიათებელი ნივთების ღირებულება. მონოგრაფია ასევე ეხება გლეხების ღირებულებას, ე.წ. “სისხლის ფასებს”, თანამდებობის პირებისა და მუშა-ხელოსანთა ხელფასებს, ფეოდალების ქონებას, სახელმწიფო შემოსავლებს და სხვა საკითხებს. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.
  • Item
    საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.). Georgia and Silk Roads (VI-XIII cc.)
    (მერიდიანი/ Meridian Publishers, 2019) ავდალიანი/ AVDALIANI, ემილ/ EMIL
    ნაშრომში განხილულია VI-XIII საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალები. მიმოხილულია VI საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის და სასანური ირანის ბრძოლა ლაზიკასა და სვანეთში არსებული სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად. წიგნში, ასევე, განხილულია XI-XIII საუკუნეებში ქართველების ექსპანსია სამხრეთით და რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ერთიანი ქართული სამეფოს მიერ რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო გზებზე – თბილისი-განჯა-ბარდავი, დვინი-ანისი-ტრაპიზონი, ბარდავი-დარუბანდი და ა. შ. – გასვლის სურვილი იყო. ნაშრომში მიმოხილულია ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია და გაანალიზებულია გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ბიზანტიური, სპარსულ-არაბული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროები. წიგნი განკუთვნილია როგორც გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
  • Item
    საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (XIII-XIV სს.). Georgia and Silk Roads (XIII-XIV cc.)
    (მერიდიანი/ Meridian Publishers, 2022) ავდალიანი/ AVDALIANI, ემილ/ EMIL
    ნაშრომში განხილულია XIII-XIV საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები. დეტალურადაა მოცემული ჯალალ ად-დინის, მონღოლების და თემურ-ლენგის მიერ საქართველოზე განხორციელებული ლაშქრობების შედეგად სავაჭრო გზების განვითარების დინამიკაში გამოწვეული ცვლილებები. შესწავლილია თუ რა გავლენა მოახდინა ამან ქართულ მონარქიაზე და რა ნაბიჯებს დგამდნენ ქართველი მეფეები გაუარესებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. წიგნში მიმოხილულია საქართველოში და მის გარშემო XIII-XIV საუკუნეების სავაჭრო გზებზე არსებული ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია. გამოყენებულია ქართული, სომხური, სპარსული, არაბული და ევროპული წყაროები. ზოგ შემთხვევაში გამოთქმულია მოსაზრებები ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული იდეების გადასაფასებლად. წიგნი განკუთვნილია როგორც შუა საუკუნეების საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე, ზოგადად, ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
  • Item
    საქართველო VIII საუკუნეში, პოლიტიკური ისტორია. GEORGIA IN THE EIGHTH CENTURY, A Political History
    (უნივერსალი/ Universal, 2020) თავაძე/ Tavadze, ლერი/ Leri
    ნაშრომი ეხება საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას VIII საუკუნეში. წიგნში მიმოხილულია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ამ პერიოდის მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებთან, როგორებიც იყვნენ ბიზანტიის იმპერია, ხალიფატი და ხაზართა ხაკანატი. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მესვეურთა პოლიტიკურ კავშირებზე ალვანეთისა და სომხეთის მმართველ ელიტასთან. საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, შესწავლილია საქართველოში არსებული საშინაო ვითარება და ქართულ სამეფო-სამთავროთა ურთიერთკავშირი, ასევე, ახალი პოლიტიკური სუბიექტების ფორმირების საკითხი. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის. ის საინტერესო იქნება კავკასიის, ბიზანტიის, ხალიფატისა და ხაზარეთის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვისაც.
  • Item
    ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. GEORGIAN ETHNOCULTURAL EVOLUTION AND THE WEST ACCORDING TO NUMISMATIC MATERIAL
    (მერიდიანი/ Meridian Publishers, 1997) დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedo
    ნაშრომში განხილულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ევოლუციისა და მსოფლიო განვითარების უზოგადესი საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნუმიზმატიკურ მასალას, როგორც სანდო წყაროს ეკონომიკური ცხოვრების რეკონსტრუქციისთვის. ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და ფართო მკითხველისთვის.
  • Item
    ქართული ნუმიზმატიკა. Georgian Numismatics
    (მერიდიანი/ Meridian Publishers, 2011) დუნდუა/ Dundua, გიორგი/ Giorgi; დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedo
    “ქართული ნუმიზმატიკის” II ნაწილში XIII - XIX საუკუნეების ლოკალური ემისიები და სინქრონული უცხოური მონეტების მიმოქცევაა მიმოხილული. ნაშრომს ინტერესით გაეცნობიან როგორც ისტორიკოსები, ასევე – მკითხველთა ფართო აუდიტორიაც. შესაძლებელია მისი გამოყენება უმაღლეს სასწავლებლებში, სპეციალურ თუ არასპეციალურ ფაკულტეტებზე.
  • Item
    ქართული ნუმიზმატიკა. Georgian Numismatics
    (არტანუჯი/ ARTANUJI Publishers, 2006) დუნდუა/ Dundua, გიორგი/ Giorgi; დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedo
    ქართული ნუმიზმატიკის ახალი სახელმძღვანელო აქ მხოლოდ მისი პირველი ნაწილითაა წარმოდგენილი, სადაც ძვ. წ. VI — ახ. წ. XIII საუკუნის ლოკალური ემისიები და სინქრონული უცხოური მონეტების მიმოქცევაა მიმოხილული. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სპეციალური და არასპეციალური ფაკულტეტებისთვის; მას სიამოვნებით გაეცნობიან როგორც ისტორიკოსები, ასევე — მკითხველთა ფართო აუდიტორიაც. სახელმძღვანელოს არქიტექტონიკა ასეთია: ძირითადი ტექსტი, შენიშვნები, ტაბულები, ინგლისური რეზიუმე და ბიბლიოგრაფია. ალტერნატიული მოსაზრებანი, რაც ბუნებრივია, თანაავტორთა არსებობის პირობებში, ხშირად ტექსტისა და შენიშვნების მექანიზმით რეგულირდება.
  • Item
    ნარკვევები არგონავტებისა და მედეას შესახებ. ESSAYS ON THE ARGONAUTS AND MEDEA
    (მერიდიანი/ Meridian Publishers, 2020) ფიფია/ PHIPHIA, ნათია/ NATIA
    მედეა და არგონავტები მეცნიერთა მიერ საკმაოდ შესწავლილი თემაა. მიუხედავად ამისა, რიგი საკითხებისა ქართველოლოგიური მეცნიერებისთვის მაინც დღემდე უცნობი რჩებოდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებსა და რენესან-სის ეპოქაში ანტიკურობის რეცეფციის, კონკრეტულად კი, არგონავტებისა და მედეას აღქმის საკითხი. წინამდებარე ნარკვევები ამ თვალსაზრისით ავტორის პირველ შრომების შეჯამებას ისახავს მიზნად. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ისე საქართველოს ისტორიით, ანტიკური არქეოლოგიით, ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის. Scholars have been studying Medea and the Argonauts for a long time. Despite this, some aspects of this topic still need treatment, especially from a Kartvelological point of view. Reception of antiquity in the Medieval and Renaissance Age is an urgent topic not only for Kartvelology, but for historiography in general. The book intends to sum up the first works of the author concerning the issue. Book is intended for the specialists, as well as for a wide spectre of scholars who are interested in History of Georgia, Ancient History and Archaeology, Medieval History and etc.
  • Item
    ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან. From the history of the Georgian-European literary relations
    (უნივერსალი, 2022) ვარდოშვილი/ Vardoshvili, ეკა/ Eka
    მონოგრაფიაში ნაჩვენებია, თუ როგორ არის დანახული ევროპელ მწერალთა და მოგზაურთა მიერ საქართველო, როგორ უკავშირებენ ისინი ქართულ რეალობას ევროპულს და რას მიიჩნევენ ქართველთა იდენტობის ძირითად მახასიათებლებად. საუბარია იმის შესახებ, თუ რა საერთო ტენდენციები ახა- სიათებს ქართულ და ევროპულ ლიტერატურას, რომ XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა ეფუძნება როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციებსა და სააზროვნო სისტემას. წიგნი გამიზნულია ლიტერატურათმცოდნეებისათვის, საუ- ნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.
  • Item
    ფეოდალური საქართველო. საისტორიო შტუდიები
    (მერიდიანი, 2019) დუნდუა, თედო
    ავტორის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული რიგი კვლევებისა წარმოდგენილ წიგნში ერთ ქრონოლოგიურ თარგზეა აწყობილი. ის განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
  • Item
    ქართული სახელმწიფო. ისტორია და პერსპექტივები
    (მერიდიანი, 2019) დუნდუა, თედო
    წარმოდგენილი ნაშრომი აგრძელებს ავტორის შემდეგ წიგნებს: საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები. თბ. 2017; საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები. დამატება. თბ. 2019; ფეოდალური საქართველო. საისტორიო შტუდიები. თბ. 2019.
  • Item
    ფული საქართველოში. Money in Georgia
    (საქართველოს ეროვნული ბანკი/ National bank of Georgia, 2003) დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedo; დუნდუა/, გიორგი/ Giorgi; ჯავახიშვილი/Javakhishvili, ნიკო/Niko; ერისთავი/Eristavi, ანა/Ana
  • Item
    საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები
    (მერიდიანი, 2017) დუნდუა, თედო
    მონოგრაფიის ქრონოლოგიური ჩარჩოები ძვ. წ. XV-ახ. წ. III საუკუნეებია. ის განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.