Browse
Recent Submissions
Item Georgia and European Integration: Past, Present, Future(2023) Dundua, TedoGeorgia and European Integration: Past, Present, Future shows how the study of past improves our understanding of the idea of united EuropeItem ანტიკური ხანის ბერძნულ-ლათინური წარწერები, როგორც საქართველოს ისტორიის წყარო(სამშობლო, 2023) ფიფია/ Phiphia, ნათია/ Natia; კობახიძე/ Kobakhidze, ეკატერინე/ Ekaterine; დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedoანტიკური ხანის ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული ძეგლები საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. მათ გარეშე ანტიკური ხანის იბერიის/ ქართლის ისტორია მხოლოდ გვიანდელ ქართულ და თანადროულ ბერძნულ-რომაულ ნარატიულ წყაროებზე იქნებოდა დაფუძნებული, რაც მნიშვნელოვანი ასპექტების დაზუსტების საშუალებას საკმარისად არ იძლევა. დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი) ისტორია, დასავლურქართული ისტორიული მეხსიერების დენონსაციის გამო, ფაქტობრივად სრულად ბერძნულ-რომაულ ნარატიულ, ეპიგრაფიკულ და ნუმიზმატიკურ წყაროებზეა დამოკიდებული. წინამდებარე მონოგრაფია მიზნად ისახავს, უკანასკნელი აღმოჩენების კვალდაკვალ, ბერძნული და ლათინური ეპიგრაფიკული წყაროების როგორც ახლებურ ინტერპრეტაციას, ისე რამდენიმე ახალი წარწერის შემოტანას სამეცნიერო მიმოქცევაში. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისთვის, ისე საქართველოს ისტორიით და ბერძნულ-რომაული ეპიგრაფიკით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის. Greek and Latin Inscriptions from Classical Antiquity represent very important source of Georgian History. If not them, history of Kartli/Iberia would have been based only on later Georgian or contemporary Greek and Roman narrative sources and this is not sufficient. On the other hand, history of western Georgia (Colchis), as a result of denunciation of western Georgian historical memory, is based mostly on Greek and Roman narrative, epigraphic and numismatic material. The book intends to bring in fresh interpretations on well-known Greek and Latin inscriptions and also introduce some new ones to scientific community. The book is intended for scholars, also for the wider audience interested in history of Georgia and in Greek and Latin epigraphy as well.Item From the history of the Georgian-European literary relations(Universal, 2022) Vardoshvili, EkaThe monograph shows how European writers and travelers see Georgia, how they relate the Georgian reality to the European one, and what they consider to be the main features of Georgian identity. It is about what common tendencies characterize Georgian and European literature, that Georgian literature of the 19th century is based on both national and European literary traditions and thinking system. The book is intended for literary scholars, students of all three levels of university education and a wide range of readers.Item ანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი რომი(მერიდიანი, 2023) სილაგაძე, ნინოწინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ძველი რომის ხელოვნების განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების ანალიზს. მასში მოცემულია ეპოქალური სტილის და ცალკეული ნიმუშების მხატვრული თავისებურებების დახასიათება, ხელოვნების ნაწარმოებების იკონოგრაფიული სქემების კვლევა, მათი შინაარსობრივი და ფორმალური ინტერპრეტაცია. ავტორი ეხება ასევე მნიშვნელოვანი ძეგლების კვლევის ისტორიას, მათი რეკონსტრუქციის, ატრიბუციისა და დათარიღების საკითხებს და სხვ. საგანგებოდაა გაანალიზებული ანტიკური ხანის ქართული სახელმწიფოების _ ლაზიკისა და იბერიის _ კულტურული კავშირები რომაულ სამყაროსთან. მსგავსი შინაარსის ნაშრომი, სადაც მთლიანობაშია განხილული ძველი რომაული და ანტიკური ეპოქის საქართველოს ხელოვნების სხვადასხვა ასპექტი, ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. ნაშრომი დაფუძნებულია ავტორის მიერ შემუშავებულ სალექციო კურსზე, რომელიც იკითხება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, კულტუროლოგიისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, ისე დაინტერესებული მკითხველისათვის.Item From the history of the Georgian-European literary relations(Universal/ უნივერსალი, 2022) Vardoshvili/ ვარდოშვილი, Eka/ ეკამონოგრაფიაში ნაჩვენებია, თუ როგორ არის დანახული ევროპელ მწერალთა და მოგზაურთა მიერ საქართველო, როგორ უკავშირებენ ისინი ქართულ რეალობას ევროპულს და რას მიიჩნევენ ქართველთა იდენტობის ძირითად მახასიათებლებად. საუბარია იმის შესახებ, თუ რა საერთო ტენდენციები ახა- სიათებს ქართულ და ევროპულ ლიტერატურას, რომ XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა ეფუძნება როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციებსა და სააზროვნო სისტემას. წიგნი გამიზნულია ლიტერატურათმცოდნეებისათვის, საუ- ნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.Item რაფიელ შამელაშვილი – მეცნიერი და ადამიანი/ Rafiel Shamelashvili – Scientist and Human(უნივერსალი/ Universal, 2022) ზექალაშვილი/ Zekalashvili, რუსუდან/ Rusudan; პროფ. ჟუჟუნა ფეიქრიშვილი (რედაქტორი)/ Prof. Zhuzhuna Peikrishvili (Editor)Item ქორეპისკოპოსი და მეფე - კახეთის პოლიტიკური ისტორია VIII-XII საუკუნეებში/ Korepiscopos and King - a Political History of Kakheti from the Eighth to Twelfth Centuries(კოლორი/ Color, 2022) თავაძე/ Tavadze, ლერი/ Leriაღნიშნული ნაშრომი ეხება კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის პოლიტიკურ ისტორიას VIII-XII საუკუნეებში. მონოგრაფიაში განხილულია კახეთის ქორეპისკოპოსთა და კახეთ-ჰერეთის მეფეთა მოღვაწეობა, ასევე მათ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. წიგნში შესწავლილია კახეთის საქორეპისკოპოსოს გენეზისის საკითხი, შინაპოლიტიკური ვითარება კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოში, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, ქრონოლოგიისა და გენეალოგიის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი კახეთისა და კახეთ-ჰერეთის მესვეურთა ურთიერთობას ბაგრატიონთა სამეფო სახლთან. მიმოხილულია საგარეო-პოლიტიკური კავშირი შემდგომ ქვეყნებთან: ბიზანტიის იმპერია, ხალიფატი, ხაზარეთი, სომხეთი, ეგვიპტე, სელჩუკთა სახელმწიფო. ყურადღება ეთმობა, ასევე, კავკასიისა და ირანის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ქვეყნებსაც. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის. ის საინტერესო იქნება კავკასიის, ბიზანტიის, ხალიფატის, ირანისა და თურქ-სელჩუკთა ისტორიის მოყვარული მკითხველისთვისაც.Item ფასები ფეოდალური ეპოქის საქართველოში (X-XVIII საუკუნეები)/ Prices in Feudal Georgia (10th-18th cc.)(კოლორი/ Color, 2019) თაბუაშვილი/ Tabuashvili, აპოლონ/ Apolonნაშრომში განხილულია ფეოდალური ეპოქის საქართველოში სხვადასხვა პროდუქტის, ნივთების, შენობა-ნაგებობების და ა.შ. ფასები. ნაჩვენებია როგორც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის, ისე მიწის, ტანისამოსის, სამხედრო შეიარაღებისა და საქალაქო ყოფისათვის დამახასიათებელი ნივთების ღირებულება. მონოგრაფია ასევე ეხება გლეხების ღირებულებას, ე.წ. “სისხლის ფასებს”, თანამდებობის პირებისა და მუშა-ხელოსანთა ხელფასებს, ფეოდალების ქონებას, სახელმწიფო შემოსავლებს და სხვა საკითხებს. წიგნი განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისათვის.Item საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (VI-XIII სს.). Georgia and Silk Roads (VI-XIII cc.)(მერიდიანი/ Meridian Publishers, 2019) ავდალიანი/ AVDALIANI, ემილ/ EMILნაშრომში განხილულია VI-XIII საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალები. მიმოხილულია VI საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის და სასანური ირანის ბრძოლა ლაზიკასა და სვანეთში არსებული სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად. წიგნში, ასევე, განხილულია XI-XIII საუკუნეებში ქართველების ექსპანსია სამხრეთით და რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ერთიანი ქართული სამეფოს მიერ რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო გზებზე – თბილისი-განჯა-ბარდავი, დვინი-ანისი-ტრაპიზონი, ბარდავი-დარუბანდი და ა. შ. – გასვლის სურვილი იყო. ნაშრომში მიმოხილულია ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია და გაანალიზებულია გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ბიზანტიური, სპარსულ-არაბული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროები. წიგნი განკუთვნილია როგორც გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.Item საქართველო და აბრეშუმის სავაჭრო გზები (XIII-XIV სს.). Georgia and Silk Roads (XIII-XIV cc.)(მერიდიანი/ Meridian Publishers, 2022) ავდალიანი/ AVDALIANI, ემილ/ EMILნაშრომში განხილულია XIII-XIV საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები. დეტალურადაა მოცემული ჯალალ ად-დინის, მონღოლების და თემურ-ლენგის მიერ საქართველოზე განხორციელებული ლაშქრობების შედეგად სავაჭრო გზების განვითარების დინამიკაში გამოწვეული ცვლილებები. შესწავლილია თუ რა გავლენა მოახდინა ამან ქართულ მონარქიაზე და რა ნაბიჯებს დგამდნენ ქართველი მეფეები გაუარესებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. წიგნში მიმოხილულია საქართველოში და მის გარშემო XIII-XIV საუკუნეების სავაჭრო გზებზე არსებული ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია. გამოყენებულია ქართული, სომხური, სპარსული, არაბული და ევროპული წყაროები. ზოგ შემთხვევაში გამოთქმულია მოსაზრებები ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული იდეების გადასაფასებლად. წიგნი განკუთვნილია როგორც შუა საუკუნეების საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე, ზოგადად, ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.Item საქართველო VIII საუკუნეში, პოლიტიკური ისტორია. GEORGIA IN THE EIGHTH CENTURY, A Political History(უნივერსალი/ Universal, 2020) თავაძე/ Tavadze, ლერი/ Leriნაშრომი ეხება საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას VIII საუკუნეში. წიგნში მიმოხილულია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ამ პერიოდის მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებთან, როგორებიც იყვნენ ბიზანტიის იმპერია, ხალიფატი და ხაზართა ხაკანატი. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მესვეურთა პოლიტიკურ კავშირებზე ალვანეთისა და სომხეთის მმართველ ელიტასთან. საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, შესწავლილია საქართველოში არსებული საშინაო ვითარება და ქართულ სამეფო-სამთავროთა ურთიერთკავშირი, ასევე, ახალი პოლიტიკური სუბიექტების ფორმირების საკითხი. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის. ის საინტერესო იქნება კავკასიის, ბიზანტიის, ხალიფატისა და ხაზარეთის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვისაც.Item ქართული ეთნოკულტურული ევოლუცია და დასავლეთი ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. GEORGIAN ETHNOCULTURAL EVOLUTION AND THE WEST ACCORDING TO NUMISMATIC MATERIAL(მერიდიანი/ Meridian Publishers, 1997) დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedoნაშრომში განხილულია საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური ევოლუციისა და მსოფლიო განვითარების უზოგადესი საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნუმიზმატიკურ მასალას, როგორც სანდო წყაროს ეკონომიკური ცხოვრების რეკონსტრუქციისთვის. ნაშრომი განკუთვნილია სპეციალისტებისა და ფართო მკითხველისთვის.Item ქართული ნუმიზმატიკა. Georgian Numismatics(მერიდიანი/ Meridian Publishers, 2011) დუნდუა/ Dundua, გიორგი/ Giorgi; დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedo“ქართული ნუმიზმატიკის” II ნაწილში XIII - XIX საუკუნეების ლოკალური ემისიები და სინქრონული უცხოური მონეტების მიმოქცევაა მიმოხილული. ნაშრომს ინტერესით გაეცნობიან როგორც ისტორიკოსები, ასევე – მკითხველთა ფართო აუდიტორიაც. შესაძლებელია მისი გამოყენება უმაღლეს სასწავლებლებში, სპეციალურ თუ არასპეციალურ ფაკულტეტებზე.Item ქართული ნუმიზმატიკა. Georgian Numismatics(არტანუჯი/ ARTANUJI Publishers, 2006) დუნდუა/ Dundua, გიორგი/ Giorgi; დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedoქართული ნუმიზმატიკის ახალი სახელმძღვანელო აქ მხოლოდ მისი პირველი ნაწილითაა წარმოდგენილი, სადაც ძვ. წ. VI — ახ. წ. XIII საუკუნის ლოკალური ემისიები და სინქრონული უცხოური მონეტების მიმოქცევაა მიმოხილული. სახელმძღვანელო განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების სპეციალური და არასპეციალური ფაკულტეტებისთვის; მას სიამოვნებით გაეცნობიან როგორც ისტორიკოსები, ასევე — მკითხველთა ფართო აუდიტორიაც. სახელმძღვანელოს არქიტექტონიკა ასეთია: ძირითადი ტექსტი, შენიშვნები, ტაბულები, ინგლისური რეზიუმე და ბიბლიოგრაფია. ალტერნატიული მოსაზრებანი, რაც ბუნებრივია, თანაავტორთა არსებობის პირობებში, ხშირად ტექსტისა და შენიშვნების მექანიზმით რეგულირდება.Item ნარკვევები არგონავტებისა და მედეას შესახებ. ESSAYS ON THE ARGONAUTS AND MEDEA(მერიდიანი/ Meridian Publishers, 2020) ფიფია/ PHIPHIA, ნათია/ NATIAმედეა და არგონავტები მეცნიერთა მიერ საკმაოდ შესწავლილი თემაა. მიუხედავად ამისა, რიგი საკითხებისა ქართველოლოგიური მეცნიერებისთვის მაინც დღემდე უცნობი რჩებოდა, განსაკუთრებით შუა საუკუნეებსა და რენესან-სის ეპოქაში ანტიკურობის რეცეფციის, კონკრეტულად კი, არგონავტებისა და მედეას აღქმის საკითხი. წინამდებარე ნარკვევები ამ თვალსაზრისით ავტორის პირველ შრომების შეჯამებას ისახავს მიზნად. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისათვის, ისე საქართველოს ისტორიით, ანტიკური არქეოლოგიით, ანტიკური და შუა საუკუნეების ისტორიით დაინტერესებული მკითხველთა ფართო წრისათვის. Scholars have been studying Medea and the Argonauts for a long time. Despite this, some aspects of this topic still need treatment, especially from a Kartvelological point of view. Reception of antiquity in the Medieval and Renaissance Age is an urgent topic not only for Kartvelology, but for historiography in general. The book intends to sum up the first works of the author concerning the issue. Book is intended for the specialists, as well as for a wide spectre of scholars who are interested in History of Georgia, Ancient History and Archaeology, Medieval History and etc.Item ქართულ-ევროპულ ლიტერატურულ ურთიერთობათა ისტორიიდან. From the history of the Georgian-European literary relations(უნივერსალი, 2022) ვარდოშვილი/ Vardoshvili, ეკა/ Ekaმონოგრაფიაში ნაჩვენებია, თუ როგორ არის დანახული ევროპელ მწერალთა და მოგზაურთა მიერ საქართველო, როგორ უკავშირებენ ისინი ქართულ რეალობას ევროპულს და რას მიიჩნევენ ქართველთა იდენტობის ძირითად მახასიათებლებად. საუბარია იმის შესახებ, თუ რა საერთო ტენდენციები ახა- სიათებს ქართულ და ევროპულ ლიტერატურას, რომ XIX საუკუნის ქართული ლიტერატურა ეფუძნება როგორც ეროვნულ, ასევე ევროპულ ლიტერატურულ ტრადიციებსა და სააზროვნო სისტემას. წიგნი გამიზნულია ლიტერატურათმცოდნეებისათვის, საუ- ნივერსიტეტო სწავლების სამივე საფეხურის სტუდენტებისა და მკითხველთა ფართო წრისათვის.Item ფეოდალური საქართველო. საისტორიო შტუდიები(მერიდიანი, 2019) დუნდუა, თედოავტორის მიერ სხვადასხვა დროს ჩატარებული რიგი კვლევებისა წარმოდგენილ წიგნში ერთ ქრონოლოგიურ თარგზეა აწყობილი. ის განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.Item ქართული სახელმწიფო. ისტორია და პერსპექტივები(მერიდიანი, 2019) დუნდუა, თედოწარმოდგენილი ნაშრომი აგრძელებს ავტორის შემდეგ წიგნებს: საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები. თბ. 2017; საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები. დამატება. თბ. 2019; ფეოდალური საქართველო. საისტორიო შტუდიები. თბ. 2019.Item ფული საქართველოში. Money in Georgia(საქართველოს ეროვნული ბანკი/ National bank of Georgia, 2003) დუნდუა/ Dundua, თედო/ Tedo; დუნდუა/, გიორგი/ Giorgi; ჯავახიშვილი/Javakhishvili, ნიკო/Niko; ერისთავი/Eristavi, ანა/AnaItem საქართველოს უძველესი და ძველი ისტორიის ნარკვევები(მერიდიანი, 2017) დუნდუა, თედომონოგრაფიის ქრონოლოგიური ჩარჩოები ძვ. წ. XV-ახ. წ. III საუკუნეებია. ის განკუთვნილია ისტორიკოსების, სტუდენტებისა და საქართველოს ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.
- «
- 1 (current)
- 2
- 3
- »