გრეი და ზეინაბი

Loading...
Thumbnail Image
Date
2019
Journal Title
Journal ISSN
Volume Title
Publisher
შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის გამომცემლობა
Abstract
გალაკტიონ ტაბიძის პოეტური კრებული „თავის ქალა არტისტული ყვავილებით“ (1919) იდუმალებით მოცული წიგნია. კრებულში წარმოდგენილი ლექსები სიმბოლისტური პოეტიკის საფუძველზეა შექმნილი და, ხშირ შემთხვევაში, მათგან კონკრეტული შინაარსის გამოტანა თითქმის შეუძლებელია. ბუნებრივია, ასეთი ნაწარმოებების კომენტირება დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული, მიუხედავად იმისა, რომ მათში ხშირია პოეტური მინიშნებები და ლიტერატურული რემინისცენციები. კრებულის ერთ-ერთი საინტერესო ლექსია „შემოდგომის ფრაგმენტი“, რომლის ლირიკულ პერსონაჟებადაც გვევლინებიან გრეი და ზეინაბი. ამ პირთა იდენტიფიკაციის გარეშე, შეუძლებელია ნაწარმოების იდეურ შინაარსზე მსჯელობა. ვფიქრობთ, გალაკტიონის ლექსის ლირიკული პერსონაჟები არიან ოსკარ უაილდის რომანის „დორიან გრეის პორტრეტის“ მთავარი გმირი - დორიან გრეი და ქართველი დრამატურგის, ალ. სუმბათაშვილის, პიესის - „ღალატი“ - ერთ-ერთი მოქმედი პირი - ზეინაბი. ამ პერსონაჟების ლიტერატურული ბიოგრაფიის გათვალისწინება კი შესაძლებლობას გვაძლევს განვსაზღვროთ ლექსის თემა და ამასთანავე მივუახლოვდეთ მის იდეურ ჩანაფიქრს. Galaktion Tabidze's "Skull with Artistic Flowers" (1919) is a mysterious book. The poems presented in the collection are based on symbolistic poetics and, in many cases, it is almost impossible to extract specific content from them. Naturally, commenting on such works is very difficult, despite the fact that they often contain poetic allusions and literary reminiscences. One of the interesting poems in the collection is "Autumn Fragment", the lyrical characters of which are Gray and Zeinab. Without identifying these individuals, it is impossible to judge the ideological content of the work. We think that the lyrical characters of Galaktion's poem are the main character of Oscar Wilde's novel "Portrait of Dorian Gray" - Dorian Gray and one of the characters in the play "Betrayal" by Georgian playwright Alexander Sumbatashvili - Zeinab. Considering the literary biography of these characters allows us to define the theme of the poem and at the same time approach its ideological intent
Description
Keywords
ქართული ლიტერატურა, ქართული მოდერნიზმი, ქართული სიმბოლიზმი, გალაკტიონ ტაბიძე, „არტისტული ყვავილები“, „შემოდგომის ფრაგმენტი“, ოსკარ უაილდი, დორიან გრეი, ზეინაბი, Georgian Literature, Georgian modernism, Georgian Symbolism, Galaktion Tabidze, „Artistic Flowers”, Oscar Wilde, Dorian Gray, Zeinab
Citation
გალაკტიონოლოგია, 2019, ტ. VIII, გვ. 294-312
Collections