ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა ბრუნდება?

Abstract
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა 10-წლიანი გეგმა. სტრატეგიულ პრიორიტეტებად დასახელდა: პირველადი ჯანდაცვის სისტემის გაძლიერება, ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების გაძლიერება, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ჰოსპიტალური ქსელის გაძლიერება, ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პერსონალის მოტივაციის გაზრდა, ხარისხიან სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ხარისხიან ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ციფრულ ტექნოლოგიებსა და ხელოვნურ ინტელექტზე ეტაპობრივი გადასვლა. თითოეული დასახელებული პრიორიტეტი მოითხოვს სიღრმისეულ ანალიზს. ამ წერილში განვიხილავ ერთ მნიშვნელოვან განაცხადს, რომელიც გულისხმობს სადაზღვევო რეფორმის განხორციელებას. როგორც 10-წლიანი გეგმა გვამცნობს: სოციალური კოდექსის ფარგლებში „შემუშავდება დაზღვევის ახალი კომპონენტი, რომელიც მოიცავს სამედიცინო, სოციალური, უმუშევრობის, უბედური შემთხვევების, დროებითი შრომისუუნარობის დაზღვევას“. სადაზღვევო რეფორმა ითვალისწინებს "სოლიდარობის პრინციპზე დამყარებული მოდელის ევროპულ გამოცდილებას, რომელიც საქართველოში დღეს არსებულ სისტემასთან შედარებით, მოსახლეობის მნიშვნელოვნად მეტ საჭიროებას ფარავს".
Description
Keywords
სოციალური დაზღვევა, ჯანდაცვა, ჯანდაცვის რეფორმები, ჯანდაცვის პოლიტიკა, ჯანდაცვის დაფინანსება
Citation
თენგიზ ვერულავა. ჯანმრთელობის სოციალური დაზღვევის სისტემა ბრუნდება? Forbes Georgia. 15.07.2021
Collections