Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 11 of 11
  • Item
    საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში დაცული ციყვების (Sciurus) შესწავლისათვის
    (2022) ვერა ფხაკაძე / Vera Phxakadze; მაია ინწკირველი / Maia Inwkirveli; ეკატერინე გაფრინდაშვილი / Ekaterine Gafrindashvili; თამარ შენგელია / Thamar Shengelia; ქეთევან მგალობლიშვილი / Ketevan Mgaloblishvili
    აბსტრაქტი. საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციები, რომელიც ასახავს საქართველოს და ზოგადად კავკასიის ფაუნის მრავალფეროვნებას, უნიკალურია თავისი სიძველით. წლების განმავლობაში ზოოლოგიური ფონდები მდიდრდებოდა კავკასიის ფაუნისტური ექსპედიციებიდან, ორგანიზაციებიდან, კერძო პირებისა და სხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მასალებით. ეს ხდებოდა როგორც გაცვლის წესით და შემოწირულობით, ასევე შესყიდვის გზით, რისი წყალობითაც დღეისათვის ზოოლოგიურ ფონდებში დაცულია კავკასიაში გავრცელებული ცხოველების თითქმის ყველა სახეობის მასალა. საინტერესოა ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში არსებული ექსპონატები, რომელთა შორისაა საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს წითელი ნუსხით აღიარებული ენდემური, რელიქტური და სხვა იშვიათი სახეობები. ძუძუმწოვართა (Mammalia) შორის თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა მღრღნელების (Rodentia) რიგის ციყვისებრთა (Sciuridae) ოჯახისა და ციყვების (Sciurus) გვარის წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდის ციყვების კოლექცია წარმოდგენილია 829 ექსპონატით,რომლებიც ძირითადად მიეკუთვნებიან ჩვეულებრივი ციყვის (Sciurus vulgaris) და კავკასიური ციყვის (Sciurus anomalus) სახეობებსა და ალთაური ციყვის (Sciurus vulgaris altaicus) ქვესახეობას.
  • Item
    ნაზღვლევი წყალმოვარდნების გეოგრაფია და მათი თავიდან აცილების გზები
    (2022) სოფიო გორგიჯანიძე / Sophio Gorgijanidze; გოჩა ჯინჭარაძე / Gocha Jincharadze
    აბსტრაქტი. თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში გახშირდა კატასტროფული სტიქიური მოვლენები. მათ უმეტესობას საქართველოს მთიან რაიონებში აქვს ადგილი. ამ სტიქიური მოვლენების კატეგორიას მიეკუთვნება მდინარეთა ჩახერგვებთან დაკავშირებული დაგუბების გარღვევების შედეგად წარმოშობილი ნაზღვლევი წყალმოვარდნები. ეს მოვლენები გავლენას ახდენს და დიდ ზიანს აყენებს მიმდებარე ტერიტორიებს, მოსახლეობას და სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. ასეთი მაგალითები როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე პერიოდში ბევრია. ამიტომ მათი წარმოქმნის მექანიზმების და შემდგომ გარღვევის პროცესების შესწავლა აუცილებელია. ეს კი თავიდან აგვაცილებს მოსალოდნელ კატასტროფებს. შემუშავებულია ის დაცვის ღონისძიებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს დროულად და ოპერატიულად იქნას აცილებული წყალმოვარდნა.შემუშავებული მეთოდოლოგია განსაზღვრავს ჩახერგვის შემთხვევაში დაგუბების პარამეტრებს, ტბის ავსების ხანგრძლივობას, გარღვევის ალბათობას, ნაზღვლევი წყალმოვარდნის წარმოქმნისას მისი გავრცელების მასშტაბებს და ხეობის მიმართულებით დონეების ცვლილებას. ეს მორფომეტრიული პარამეტრები კი საფუძვლად დაედება თანამედროვე ღონისძიებების დაგეგმვასა და წყალმოვარდნების შერბილების რეკომენდაციებს.
  • Item
    შავი ზღვის ნაპირების აბრაზიის მიზეზები და შედეგები
    (2022) მელორ ალფენიძე / Melor Alfenidze
    აბსტრაქტი. შავი ზღვის ნაპირების შესახებ ძველი მოგზაურებისა და ნატურალისტების წყაროები სრული პროფილის სტაბილურ პლაჟსადასტურებს. მაგრამ XIX ს შუა წლებიდან, ზღვის დონის აწევის (1,5-2,0 მმ/წწ) პირობებში, სანაპირო ხაზის ნელი უკან დახევა და ანტიკური ციხე-სიმაგრეების (დიოსკურია, ფაზისი, ოლვია, ხერსონესი, გიენოსი) აქტიური ნგრევა ფიქსირდება. XX ს-ში კი საქალაქო და საკურორტო ინდუსტრიის, სავაჭრო(სოხუმი,ფოთი,გაგრა)და სამხედრო (ოჩამჩირე) პორტების,ჰიდროენერგეტიკული კომპლექსების პროექტირებამ და რეალიზაციამ„ზღვა-ნაპირი-მდინარე“ სისტემამ მდგრადობის შესუსტება და ბუნებრივი რეჟიმის მკვეთრი დაქვეითება გამოიწვია. მათ შორისაა: მდინარე-ზღვა-ნაპირი სისტემის ნეგატიური ანთროპოგენური წნეხები, პლაჟის წარეცხვებისა და ძირითადი ნაპირის აბრაზიის აქტივიზაცია, ასევე ნაპირდაცვითი კონსტრუქციების ნგრევა. აქედან გამომდინარე, ავტორი ცდილობს ნაპირდაცვის ინოვაციური_თავისუფალი პლაჟის მშენებლობის ფართო დანერგვას. გონივრული ნაპირდაცვა ემყარება პლაჟწარმომქმნელი რესურსების მობილიზებას, მის კონსერვაციასა და ავარიულ უბნებზე რეალიზაციას, რომლის პროგნოზულ მოდელში აშკარად ჩანს ნაპირების აღდგენისა და ხანგრძლივი ექსპლუატაციის დამკვიდრება, პლაჟისრეგულირების პრინციპის დანერგვა და პოზიტიური გეოგრაფიული შეფასების მიღწევა.
  • Item
    The peculiarities in the development and changes in the subtropical agricultural landscapes (in western Georgia)
    (IAR Journal of Agriculture Research and Life Sciences, 2021-02-28) Salukvadze, Elene; Chaladze, Tamila
    The article points out natural and anthropogenic factors contributing to the formation, development and alteration of agricultural landscapes in western Georgia, specifically, in the Colkheti coastal plain and the adjacent hilly foothill zone, where subtropical agriculture used to be heavily developed (tea and citrus plantations, etc.). The former state-owned tea farm zone in the borough of Laituri, Ozurgeti municipality, Guria was selected as the study location. GIS technologies were applied to digitalize the 1960 landscape map of the zone and create its new version (1:50 000) as of 2017 based on the topographical map of 1960 (1:50 000), satellite images and field observations (2010-2017). The analysis of the Laituri 1960 and 2017 landscape showed that 66% of tea plantations have been amortized and degraded: they have gone wild and are overtaken by weeds. Due to high costs involved, only 10% of the area was cleared to cultivate hazel nuts, blue huckleberry and persimmon. 24% of tea plantations survive to varying degrees and are currently harvested.
  • Item
    სახელმწიფო საზღვარი სოფ. ერისიმედიდან – საქართველოს უკიდურეს სამხრეთ წერტილამდე / National Border from Erisimedi to Southern End Point of Georgia
    (ივანე ჯავახიშვილის ცენტრი / Ivane Javakhishvili center, 2018) თურმანიძე / Turmanidze, ზვიად / Zviad; ციცაგი / Tsitsagi, მარიამ / Mariam
  • Item
    ANTHROPOGENIC FACTORS CONTRIBUTING TO THE ECOLOGICAL CONDITION LANDSCAPES IN THE MINING ZONES OF IMERETI AND RACHA
    (International Multidisciplinary Conference Actual Problems of Landscape Sciences: Environment, Society, Politics., 2019-09-13) Elene Salukvadze / ელენე სალუქვაძე; Tamila Chaladze / თამილა ჩალაძე
    A comprehensive landscape study was carried out in the coal mining area of Tkibuli -Shaori and the teschenite mining area in Kursebi. The article describes changes in the landscape, soil and vegetation and their specific ecological properties in the mentioned areas. A large scale map (1: 50 000) of Tkibuli Municipality has been designed with GIS by drawing on literature, expedition materials, satellite and aerial images and topographical maps.Zones of ecological stress have been revealed. Significant transformation of relief, intensification of geodynamic processes (landslides and mudflows) and groundwater contamination were identified as top risks related to coal mining. Open cast teschenite mining in Kursebi results in a high number of technogenic pits deprived of soil and vegetation and in low quality anthropogenic landscapes. The following anthropogenic impact zones can be distinguished: 1. A severe impact zone where vegetation and soil are completely destroyed and changes in microrelief,and consequently in climate, trigger landscape transformation. 2. A zone adjacent to a mining site. 3. A transitional zone between post-mined and natural landscapes which is partially destroyed and altered.
  • Item
    Davit Ukleba’s Cartographic Works in Physical Geography
    (TSU, Vakhushti Bagrationi Institute of Geography, Tbilisi, Georgia, 2019-11-05) Elene Salukvadze / ელენე სალუქვაძე; Tamila Chaladze / თამილა ჩალაძე
    Cartography occupies important place in the scientific-research works of Doctor of Geographical Sciences, Professor Davit Ukleba. The high informative value of landscape maps makes it possible to use them for various practical goals. Small-scale scientific-reference landscape maps are significant in regards to putting their versatile contents to good use, though they are uncomfortable due to the thin contours, whereas maps with mid-size and thick contours are widely used. Landscape maps are significant as far as they are used as a basis for special maps such as natural zoning, environment protection, recreation, melioration and other kinds of maps. დავით უკლებას სამეცნიერო კვლევის სფერო ფიზიკური გეოგრაფიის სხვადასხვა მიმართულებას მოიცავდა. მათგან მთავარს მთიანი მხარეების ბუნებრივი პირობების და რესურსების კვლევა, საქართველოს და მისი რეგიონების ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონება,ადამიანის და ბუნების ზემოქმედების შედეგად მოდიფიცირებული ლანდშაფტების გამოვლენა და შეფასება წარმოადგენდა.ცხადია ყველა ზემოთჩამოთვლილი საკითხის კვლევა, ბუნებაში ობიექტურად არსებული ცალკეული ბუნებრივი და ანთროპოგენური ტერიტორიული ერთეულების გამოვლენას და მათ რუკაზე ასახვას საჭიროებდა. ყოველივე ამის გამო დ. უკლებას მიერ შეიქმნა არაერთი რუკა, რომელთაგან აღსანიშნავია.საქართველოს ლანდშაფტების რუკა“, რომლიც განთავსებულია 1964 წელს, გეოგრაფიის ინსტიტუტში,აკადემიკოს ალ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით შექმნილ საქართველოს პირველ ეროვნულ ატლასში („საქართველოს სსრ ატლასი“), ქართულ და რუსულ ენებზე. წვრილმასშტაბიანი სამეცნიერო-საცნობარო ლანდშაფტური რუკები თავისი მრავლისმომცველი შინაარსით, სხვადასხვა გამოყენებითი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, მაგრამ ისინი მოუხერხებელია წვრილკონტურიანობის გამო. საშუალომასშტაბიანი და მსხვილმასშტაბიან ლანდშაფტურ რუკებს კი მეტად დიდი პრაქტიკული გამოყენება აქვთ. ლანდშაფტური რუკა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იგი საფუძველს წარმოადგენს ისეთი სპეციალური რუკებისთვის, როგორიცაა, მაგალითად ბუნებრივი დარაიონების, ბუნებისდაცვის, რეკრეაციული, მელიორაციული და სხვ. დავით უკლებას მეთოდიკით, მისი ხელმძღვანელობით პირველად შეიქმნა საქართველოს ლანდშაფტური რუკა (კედლის სასწავლო რუკა, მასშტაბი 1: 600 000), დოც. მ. სანებლიძისა და პროფ. ქრ. ჯაყელის თანაავტორობით, ქართულ და რუსულ ენებზე, 1983 წელს კი საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის წამყვან გეოგრაფთა ერთობლივი მუშაობის შედეგად შედგენილ იქნა ამიერკავკასიის პირველი საშუალომასშტაბიანი ლანდშაფტური რუკა, რომელიც მოსკოვში გამოიცა 1983 წელს. ბეჭდური სახით, ცალკე გამოცემული კარტოგრაფგიული ნაშრომების გარდა, დ. უკლებას სხვადასხვა კრებულში გამოქვეყნებულ სტატიებს თან ერთვის მის მიერ შედგენილი კარტოგრაფიული მსხვილმასშტაბიანი რუკები. ასეთებია, მაგალითად ,,აღმოსავლეთ საქართველოს ბუნებრივი ლანდშაფტებისა და ფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების რუკა”, ,,საქართველოს ისტორიული წარსულის (XVIII ს) ბუნებრივი კომპლექსები”, ,,საქართველოს ლანდშაფტების რუკა ვახუშტის მიხედვით”, ,,იაღლუჯას მაღლობის ლანდშაფტური რუკა“, რუკა - „თბილისის და მისი მიდამოების ლანდშაფტები“, ,,კოლხეთის დაჭაობებული ვაკის ლანდშაფტური რუკა’’და სხვ.
  • Item
    Natural Resourceful Potential of Imereti Landscapes
    (TSU, Vakhushti Bagrationi Institute of Geography, Tbilisi, Georgia, 2019-11-05) Elene Salukvadze / ელენე სალუქვაძე; Tamila Chaladze / თამილა ჩალაძე
    The environmental exploitation of any region is related to natural conditions and resources as the characteristics of the geographical position of the area and its historical processes. The environmental conditions, in turn, reveal the material and non-material cultures, traditions, the characteristics of usage and settling in nature. This is clearly stated in the landscapes as in the whole territorial system which has its potential, as it can provide all its inhabitants with warmth, water, recreation, etc. The most important part of this research is to reveal the resourceful potential of the landscapes for which by using the expedition material, air-cosmic photos and topographic maps, geo-informative system of Imereti landscapes has been created by GIS technology. The large scale (1: 50 000) landscape map of Imereti region has been made, where landscapes are shown on the level of landscape species. Each landscape area is calculated. Landscape natural resourceful characteristics are shown on various hypsometric levels and they are agro- climatic, resort recreational importance is estimated. According to the results of the research, geographical conditions, features of using resources will be significantly reflected in the transformation of the landscapes, resettlement features and farming. Anthropogenic effects have been affected by each component of the landscape on the study area, especially plants, but the whole change of the landscape as shown in the part of Imereti plains. Strongly transformed plains and neighboring foothills are transformed intensely by 80-95 % but in average mountainous regions, we can see practically completely transformed landscapes in the result of exodynamic processes and mining extraction activities, share of which is 10- 15 % of the whole Imereti region. ამა თუ იმ რეგიონის გარემოს ათვისება უკავშირდება, როგორც ბუნებრივ პირობებს და რესურსებს, ისე ტერიტორიის გეოგრაფიული მდებარეობის თავისებურებებს და ისტორიულ პროცესებს. Gგარემო პირობები თავის მხრივ გამოავლენს მოსახლეობის მატერიალურ და სულიერ კულტურას, ტრადიცი- ებს, ბუნებათსარგებლობის და განსახლების თავისებურებებს. Eეს ყოველივე ნათლად აისახება ლან- დშაფტებში, როგორც ერთიან (მთლიან) ტერიტორიულ სისტემაში, რომელსაც გარკვეული, მისთვის დამახასიათებელი პოტენციალი გააჩნია, ე. ი. მას აქვს უნარი მასში მცხოვრები ადამიანები უზრუნ- ველყოს: სითბოთი, წყლით, დასვენების შესაძლებლობით (რეკრეაციით) და სხვ. ყოველივე ამისთვის კი მნიშვნელოვანია ლანდშაფტების სარესურსო პოტენციალის გამოვლენა, რისთვისაც საექსპედიციო მასალების, აეროკოსმოსური სურათების და ტოპოგრაფიული რუკების გამოყენებით, GIS ტექნოლო- გიით Aშეიქმნა იმერეთის ლანდშაფტების გეოინფორმაციული სისტემა. შედგენილია იმერეთის რეგი- ონის მსხვილმაშტაბიანი (1: 50 000) ლანდშაფტური რუკა, რომელზეც ლანდშაფტები გამოყოფილია ლანდშაფტის სახის დონეზე. გამოთვლილია თითოეული ლანდშაფტის ფართობი. ნაჩვენებია სხვა- დასხვა ჰიფსომეტრიულ დონეზე ლანდშაფტთა ბუნებრივ-რესურსული თავისებურებანი და შეფასე- ბულია მათი აგროკლიმატური, საკურორტო-რეკრეაციული მნიშვნელობა. კვლევის შედეგმა გვიჩვენა, რომ გეოგრაფიული პირობები, რესურსების გამოყენების თავისებურებანი მნიშვნელოვნად აისახება ლანდშაფტთა ტრანსფორმაციაზე, Gგანსახლების თავისებურებებსა და მეურნეობაზე, საკვლევ ტერი- ტორიაზე ანთროპოგენური ზემოქმედება განიცადა ლანდშაფტის თითოეულმა კომპონენტმა, განსა- კუთრებით კი მცენარეულმა საფარმა, ხოლო ლანდშაფტთა მთლიანი ცვლილება კი იმერეთის ბარის ნაწილში განხორცელდა. ძლიერ ტრანსფორმირებულ ვაკეთა და მიმდებარე მთისწინეთის ლანდშაფ- ტთა 80-95%-ით ინტენსიურად არის გარდაქმნილი, ხოლო საშუალომთიანეთში, ეგზოდინამიკური პროცესების და სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად პრაქტიკულად მთლიანად გარდაქმნილი ლანდშაფტები გვხვდება, რომელთა წილი იმერეთის მთლიანი ტერიტორიის 10-15% შეადგენს.
  • Item
    Anticipated Impact of the Construction of Anaklia Port on the Adjacent Coastal Landscapes
    (Institute of Geography, Tbilisi State University, 2019-11) George Lominadze; Irakli Papashvili
    The future development of the marine transport system of Georgia, the necessity of which is undoubted, largely depends on the harboring potential of the Kolkheti seacoast. Among them should be noted the district in front of the River Enguri estuary, which has the most favorable natural conditions for port construction due to the great depths of the Enguri submarine canyon, and it is one of the best in the whole coast for projecting of the future port (Anaklia) here. Selection of a place for ports in the seashore zone and then designing and building them is a highly responsible task, where a mistake should be excluded. Otherwise, the rebuilding of the already constructed port facilities will be either impossible or too expensive. In this case, are expected irreversible processes, which can be expressed in catastrophic changes of seaside landscapes and complete environment. This is particularly about the coasts of accumulation type where migrations of the beach alluvium during of the sea storms can reach quite large volumes. Fig. 1-2 Therefore, for designing on a high level and proper operating of the future port in Anaklia additional researches and some changes in the port project are needed.
  • Item
    Racha Range Karst and its Research Perspective
    (Iv. Javakhishvili Tbilisi State University. Vakhushti Bagrationi Institute of Geography, 2019-11-06) Merab Gongadze, George Lominadze
    The article examines the future perspectives of research of the surface and underground karst of the Racha limestone Mountain Range: relief particularities, main directions of its research and methodology. Appearing of the mountain range was conditioned mainly by geological-tectonic and lithological structure, to which was added impact of the exogenous factors. The result was expressed in developing of alpine relief, dense erosive network and multivarious karstic forms. The rivers’ network to some extent is adapted to breakdowns, and Urgonian limestones, dolomites and other rocks, non-resistant to water, conditioned formation of deep, steep sloped valleys. Here the rivers Krikhula, Khoteura, Sharaula and their numerous tributaries are conducting main erosive activities. Because of the same reason on the limestone massif of Kikhamta, Shaori Caverne, Nakerala Range are intensively developing karstic processes, which are manifested in both, surface and underground forms. Abundance of karstic ponors and vaucluses in the river valleys are testimony to development of multiramouse network of cavities – holes, tunnels, caves, produced by water in the limestones. By means of numerous surface karstic forms (poljes and developed in them sinks, wells, crevices), located on the Racha Mountain Range, a great amount of surface water (rain, melted snow, creeks, streams), is leaking in the thick layers of the range limestones, resulting in intense karstic denudation and in consequence – production of underground hollows. Taking into consideration all these data, we can presume that limestone-karstic massif of Racha Mountain Range contains very complicated and multiramouse system of underground cavities, which requires long and complex geomorphological, geological, hydrogeological and geophysical study. სტატიაში განხილულია რაჭის კირქვული ქედის ზედაპირული და მიწისქვეშა კარსტის კვლევის სამომავლო პერსპექტივები: რელიეფის თავისებურებები, მისი კვლევის ძირითადი მიმართულებები და მეთოდიკა. ქედის წარმოქმნა უმთავრესად გეოლოგიურ-ტექტონიკურმა და ლითოლოგიურმა აგებულებამ განაპირობა, რასაც თან ერთვოდა ეგზოგენური ფაქტორების ზეგავლენა. შედეგი გამოიხატა საშუალო და მაღალმთიანი რელიეფის, ხშირი ეროზიული ქსელისა და მრავალგვარი კარსტული ფორმების განვითარებით. მდინარეთა ქსელი გარკვეულწილად მისადაგებულია რღვევებთან, ხოლო ურგონულმა კირქვებმა, დოლომიტებმა და სხვა წყლისადმი დამყოლმა ქანებმა ღრმა, ციცაბოკალთებიანი ხეობების ჩამოყალიბება განაპირობა. აქ, უმთავრეს ეროზიულ მოქმედებას კრიხულა, ხოტეურა, შარაულა და მათი მრავალრიცხოვანი შენაკადები აწარმოებენ. ამავე მიზეზით ხიხამთის კირქვულ მასივზე, შაორის ქვაბულში, ნაქერალას ქედზე, ინტენსიურად ვითარდება კარსტული პროცესები, რომლებიც ვლინდება როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ფორმებით. მდინარეთა ხეობებში კარსტული პონორებისა და ვოკლუზების სიმრავლე მეტყველებს წყლის მიერ კირქვებში გამომუშავებული სიღრუეების - ხვრელების, გვირაბების, მღვიმეების განტოტვილი ქსელის განვითარებაზე.რაჭის ქედზე არსებული მრავალრიცხოვანი ზედაპირული კარსტული ფორმების(პოლიეები და მათში განვითარებული ძაბრები, ჭები, ნაპრალები) საშუალებით ქედის სქელშრეებრივ კირქვებში დიდი რაოდენობით ზედაპირული - წვიმის, ნადნობი თოვლის, მცირე ღელეებისა და ნაკადულების წყლები იჟონება, რასაც მოჰყვება ინტენსიური კარსტული დენუდაცია და შედეგად მიწისქვეშა სიცარიელეების გამომუშავება. ყველა ამ მონაცემის გათვალისწინებით უნდა ვივარაუდოთ, რომ რაჭის ქედის კირქვულ-კარსტული მასივი ძალზე რთულ და განტოტვილ მიწისქვეშა სიღრუეთა სისტემას შეიცავს, რომელიც ხანგრძლივ და კომპლექსურ გეომორფოლოგიურ, გელოგიურ და ჰიდროგელოგიურ და გეოფიზიკურ შესწავლას ითხოვს.
  • Item
    Problems of Tourism Potential of Samegrelo
    (Iv. Javakhishvili Tbilisi State University. Vakhushti Bagrationi Institute of Geography, 2019-11-06) Vazha Neidze, Nino Pavliashvili , Mzia Tutberidze , Giorgi Khomeriki , Giorgi Lominadze
    The following article reviews tourism potential of Samegrelo – one of historical provinces of Georgia. Samegrelo is characterized by richness and diversity of resources necessary for tourism development. This mostly relates to its natural and cultural heritage, while the economic base of tourism is weak. Samegrelo has access to coastline, foothill and mountain resources, highland sights, picturesque valleys of rivers Tekhury, Abasha and Khobi and karst caves. Besides these, protected areas of the Colchis wetlands also play a significant role in the tourist potential. Ethnic and cultural characteristics of the local population is worthy of a separate focus as well. This work presents a scheme of area planning of tourist potential of Samegrelo. As a result of several years study of tourism potential of the region, authors have developed a scheme of subdivision of tourist-recreational potential of Samegrelo. Three tourist regions and eight zones were distinguished. სტატიაში განხილულია საქართველოს ერთ-ერთი ისტორიული პროვინციის, სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის საკითხები. ამ მხარეს გამორჩეულად ახასიათებს ტურიზმის განვითარებისათვის აუცილებელი რესურსების სიმდიდრე და მრავალფეროვნება. ძირითადად, ეს ეხება მის ბუნებას და კულტურულ მემკვიდრეობას. საკუთრივ ტურიზმის ეკონომიკური ბაზა სუსტია. სამეგრელოს მოეპოვება როგორც ზღვის სანაპირო (ზღვისპირა ტურისტული ცენტრები ანაკლია და მალთაყვა), ასევე მთისწინეთისა და საშუალო მთების რესურსები: კურორტები: მენჯი, სქური, ცაიში; მაღალი მთის სანახაობები (ტობავარჩხილი,ჩაშკიბული, omაoანცალია); მდინარეთა, - ტეხურის, აბაშის და ხობის მიმზიდველი ხეობები, კარსტული მღვიმეები. მათ გარდა, პოტენციალის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს კოლხეთის ჭარბტენიანი დაბლობის დაცული ტერიტორიები (კოლხეთის, კაცობურის). ცალკე აღსანიშნავია ამ მხარეში მცხოვრები მოსახლეობის ეთნიკური, კულტურული გამორჩეული თავისებურებები. ნაშრომში მოტანილია სამეგრელოს ტურისტული პოტენციალის დარაიონების სქემა.