Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 4 of 4
  • Item
    რესპუბლიკის ორგანული ფორმის ძიებაში - ასი წელი პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან
    (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) თევდორაშვილი, გიორგი
    გიორგი თევდორაშვილის სტატიაში „რესპუბლიკის ორგანული ფორმის ძიებაში - ასი წელი პირველი ქართული კონსტიტუციის მიღებიდან“ გაანალიზებულია დამოუკიდებელ საქართველოში მმართველობის კონსტიტუციური მოდელების ტრანსფორმაციის პროცესი პირველი რესპუბლიკიდან მოყოლებული, დამოუკიდებლობის აღდგენის შემგომ პერიოდში, მოქმედი კონსტიტუციური მოწყობის პირობებში. სტატია გამოქვეყნებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის მიერ გამოცემულ, პირველი ქართული კონსტიტუციის ასი წლის იუბილისადმი მიძღვნილ, სტატიათა კრებულში.
  • Item
    პარლამენტის ავტონომიურობის პრინციპი პირველ ქართულ კონსტიტუციაში
    (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) ჭიღლაძე, ნანა
    ქართულ კონსტიტუციონალიზმში განუზომლად დიდია 1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობა. ის ეპოქალური მნიშვნელობის დოკუმენტი იყო, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა ცივილიზებულ მსოფლიოში ქართული სახელმწიფოს თანაცხოვრების ამბიცია. ხაზგასასმელია, რომ პირველ ქართულ კონსტიტუციაში გამორჩეულად შთამბეჭდავად გამოიყურება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსი. იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც წესი, სწორედ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში ექცეოდა. მის უფლებამოსილებაში შედიოდა წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო, საკონტროლო, დამფუძნებელი ფუნქციები. მაშინდელ მოაზროვნეებს და კანონშემოქმედებს, მიზნის მისაღწევად, ზუსტად ჰქონდათ გაცნობიერებული პარლამენტის ავტონომიის, მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის დატვირთვა. შესაბამისად, ლოგიკური იყო 1921 წლის კონსტიტუციით ავტონომიის პრინციპის აღიარება და გარანტირება, მისი უზრუნველმყოფი მექანიზმების შექმნა. პირველი ქართული კონსტიტუციის დამფუძნებლებმა, მმართველობის დამკვიდრებული მოდელის შესაბამისად და ფარგლებში, მყარი სამართლებრივი საფუძველი შექმნეს საქართველოს პარლამენტის ავტონომიისა და ორგანიზაციული დამოუკიდებლობისთვის. მათ ჩამოაყალიბეს მთელი რიგი მექანიზმები, რომლებსაც იცნობდა საუკეთესო, ძირითადად, ევროპული პრაქტიკა, რომლებსაც უნდა უზრუნველეყო საკანონმდებლო ინსტიტუტის უზენაესი როლი ხელისუფლების ორგანიზაციაში.
  • Item
    პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების შემავსებელი ბუნება და უფლებაში ჩარევის კონსტიტუციურობის შემოწმების სტანდარტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში
    (ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) კოპალეიშვილი, მაია
    საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლი იცავს არა რომელიმე კონკრეტულ თავისუფლებას, არამედ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ამდენად ის სუბსიდიარულია სხვა ძირითად უფლებებთან. კონსტიტუციით გათვალისწინებულ სხვა უფლებასთან მიმართებით სუბსიდიურობა (ანუ დამატებითი ბუნება) გულისხმობს, რომ თუ საქმე გვაქვს კონკრეტული მუხლით გათვალისწინებული რომელიმე უფლების დარღვევასთან, მე-12 მუხლის გამოყენება საჭირო აღარ არის, რამდენადაც გამოყენებული უნდა იქნეს სპეციალური ნორმა (lex specialis), რომელიც კონკრეტულ უფლებას იცავს. კონსტიტუციის მე-12 მუხლი ქმნის კონსტიტუციური დაცვის გარანტიას ურთიერთობებისთვის, რომლებიც არ თავსდება კონსტიტუციის სხვა ნორმებში, თუმცა შეადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების აუცილებელ კომპონენტს. საკონსტიტუციო სასამართლო ადგენს მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების შეზღუდვის შემდეგ ლეგიტიმურ მიზნებს: სხვათა უფლებები, კონსტიტუციით დადგენილი წესრიგი, ლეგიტიმური საზოგადოებრივი ინტერესი. საკონსტიტუციო სასამართლო ლეგიტიმური მიზნის შეფასებისას მიუთითებს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლით გარანტირებული უფლების შესაზღუდად სახელმწიფოს უნდა ქონდეს ღირებული ლეგიტიმური მიზანი. პიროვნების თავისუფლების შეზღუდვა უნდა შეფასდეს თანაზომიერების პრინციპის გამოყენებით. უფლების შეზღუდვისას დაცული უნდა იყოს სამართლიანი ბალანსი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასა და მასთან ღირებულებათა კონფლიქტში მყოფ სხვა ლეგიტიმურ ინტერესებს შორის.
  • Item
    ადგილობრივი თვითმმართველობის კონსტიტუციური რეგულირების ფარგლები
    (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2021) კახიძე, ირაკლი
    ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიების კონსტიტუციაში განსაზღვრა ადგილობრივი თვითმმართველობის მაღალი ავტონომიის დამკვიდრებისთვის მნიშვნელოვანი პირობაა. კონსტიტუციური გარანტიების არსებობა ქმნის მეტ შესაძლებლობას ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციური განვითარების უზრუნველსაყოფად.