Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 9 of 9
  • Item
    ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა
    (გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2021) შალიკაშვილი, მორის
    სტატია ეხება ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას. ბულინგის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შედარებულია ადევნების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობას. მსგავსად ადევნებისა ბულინგიც მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ პრობლემებს იწვევს დაზარალებულში.
  • Item
    სასჯელის და სისხლის სამართლის პოლიტიკა
    (გერმანულ-ქართული სისხლის სამართლის ჟურნალი – www.dgstz.de, 2022) შალიკაშვილი, მორის
    სტატია ეხება სასჯელისა და სისხლის სამართლის პოლიტიკას. განხილული და გაანალიზებულია სისხლის სამართლის პოლიტიკა მსჯავრდებულთა რაოდენობისა და ჩადენილი დანაშაულის კუთხით. გაანალიზებულია სასჯელის შეფარდების სტატისტიკა.
  • Item
    ცოდვა, დანაშაული და დანაშაულობა
    (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2022) წულაია, დავით
    ოცდამეერთე საუკუნეში, კვლავაც ამოუხსნელია დანაშაულისა და დანაშაულობის ფენომენი. დანაშაულ(ობ)ის პრობლემატიკაზე, კრიმინოლოგიაში მრავალი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და სოციოლოგიური თეორია არსებობს. თანამედროვე კრიმინოლოგიამ, თეორიებისა და კონცეფციების ინტეგრირებულ მეთოდსაც მიმართა. თუმცა, ამ მიდგომამ დადებითი შედეგი მაინც ვერ გამოიღო, რადგან კრიმინოგენური სიტუაცია მსოფლიოში სულ უფრო საშიშ ხასიათს ღებულობს; ჩნდება დანაშაულის გამოვლინების ახალი ფორმები და იზრდება დანაშაულობის გავრცელების მასშტაბები. აღნიშნულ ფონზე, მნიშვნელობას იძენს ჰამარტიოლოგია (Hamartiology),ქრისტიანულიმოძღვრებაცოდვისშესახებ, რადგან მიჩნეულია, რომ ცოდვა წარმოადგენს ზოგადად ყველა ნეგატიური მოვლენის სათავეს, და მათ შორის, დანაშაულ(ობ)ის. აღნიშნული სტატია იკვლევს დანაშაულის საკანონმდებლო და დანაშაულობის კრიმინოლოგიურ ცნებებში ტრანსცედენტულ და ცოდვის ნიშან-თვისებებს. ირკვევა, რომ ორივე კატეგორია,კონცეპტუალურადცოდვისგამოვლინებისფორმებია, რაც მეცნიერული თვალსაზრისით, შესაძლებლობას იძლევა, დანაშაულისა და დანაშაულობის კონცეფციები, სრულიად „ახლებურად“ იქნას გააზრებული. In the twenty-first century, the phenomenon of crime and criminality is still unexplained. There are many biological, psychological and sociological theories on the problem of crime and criminality in criminology. Modern criminology has also applied an integrated method of theories and concepts. However, this approach has not yet yielded positive results, as the criminogenic situation in the world is becoming increasingly dangerous; new forms of crime are emerging and the scale of crime is increasing. Taking into consideration the given setup, the Hamartiology, the Christian doctrine of sin, is gaining importance as sin is considered to be the source of all negative events in general, including crime and criminality. The present article expolres the transcendental and features of sin in the legislative and criminological concepts of crime and criminality. It turns out that both categories are conceptual forms of sin, which, from a scientific viewpoint, allows the concepts of crime and criminality to be shaped in a completely “new” manner.
  • Item
    ПРАВОСУДИЕ ПО ДЕЛАМ НЕСОВЕРШЕННОЛЕТНИХ В ГРУЗИНСКОМ И МЕЖДУНАРОДНОМ ПРАВЕ, ПРОБЛЕМЫ И ВЫЗОВЫ
    (Տպագրված է «ԼԻՄՈՒՇ ՍՊԸ»-ի տպարանում, 2021) Гогниашвили, Нино
    В статье рассмотрено происхождение и основные особенности правосудия несовершеннолетних, роль соответствующих ведомств в полноценном осуществлении целого ряда вопросов, относительно правосудия несовершеннолетних с целью наилучшей и максимально полноценной защиты интересов несовершеннолетних, а также готовность этих ведомств к осуществлению этой деятельности. სტატიაში განხილულია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული ძირითადი საკითხები, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების როლი და მნიშვნელობა, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და სხვა მთელი რიგი საკითხების სრულფასოვან განხორციელებასთან. ასევე ამ ორგანოების მზაობა. The article covers the origin and the main features of juvenile justice. In addition, it takes into focus the role and the readiness of the appropriate agencies to make all the steps towards the protection of minors’ interest and the maintenance of juvenile justice.
  • Item
    პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის პრობლემები
    (მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინა
    სამართალდამცავ ორგანოთა შორის პოლიციას განსაკუთრებული ადგილი უკავია დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების საქმეში. საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების დროს გარდაუვალია ადამიანის უფლებებში ჩარევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლის მიდგომაზეა დამოკიდებული, „ასეთი ჩარევა გამართლებულად ჩაითვლება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევად“. სტატიაში განხილულია პოლიციის პრევენციული ღონისძიებების ცალკეულისახეები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები პრევენციული ღონისძიებების გამოყენებისას, პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის ცალკეული ასპექტები. ხაზგასმულია პოლიციის ორმაგი ფუნქციის -პრევენციული და რეპრესიული ამოცანების განხორციელების თავისებურებები და განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გამო არაერთგვაროვანი საშუალებების და მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. ნაშრომში იდენტიფიცირებულია პოლიციის ცალკეული პრევენციული ღონისძიებების საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკული გამოყენების კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოთქმულია რეკომენდაციები და მოსაზრებები.
  • Item
    საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ადგილი საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში
    (მერიდიანი, 2021) აქუბარდია, ირინა
    საბანკო ანგარიშების მონიტორინგი, როგორც საგამოძიებო მოქმედება მოქმედი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ნოვაციას წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში, როგორც ეფექტური მექანიზმი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება აუცილებელი იყოს მისი ჩატარება. ამიტომ თანამდებობის პირთა მხრიდან პირად ცხოვრებაში თვითნებური, უკანონო ჩარევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირად და საჯარო ინტერესს შორის ბალანსის დაცვა, კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მეტი გარანტიების ასახვა და შესაბამისად, საბანკო ანგარიშების მონიტორინგის მარეგულირებელი ნორმის სრულყოფა. სტატიაში განხილულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შემოღების წინაპირობები, მოცემულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის, როგორც საგამოძიებო მოქმედების საპროცესო–სამართლებრივი ბუნების ღრმა და სისტემური ანალიზი, მისი მიმართება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში მისი ადგილის განსაზღვრის თავისებურებები, იდენტიფიცირებულია საკანონმდებლო ხარვეზები და შემუშავებულია რეკომენდაციები კანონმდებლობის სრულყოფის და პრაქტიკის დახვეწის მიზნით.
  • Item
    კონტროლის მექანიზმები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე
    (მერიდიანი, 2022) აქუბარდია, ირინა
    ნაშრომი უკავშირდება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ეფექტურობისა და საკმარისობის პრობლემებს, არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კერძო პირთა პირადი ავტონომიის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და გამოძიების ინტერესებს შორის თანაფარდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. სტატიაში განხილულია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი ორგანოს როლი და დანიშნულება. გაანალიზებულია სააგენტოს საქმიანობის კონტროლის ინსტიტუციური და ტექნოლოგიური მექანიზმები. კერძოდ, საპარლამენტო კონტროლი, სამთავრობო (პრემიერ–მინისტრი), საფინანსო კონტროლი,სასამართლო კონტროლი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებული კონტროლი, კონტროლის მექანიზმები ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის / მასალის შენახვასა და განადგურებაზე. ასევე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დაფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობა აღნიშნულ სტანდარტებთან. ყურადღება გამახვილებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ზედამხედველობის განხორციელებისას არსებულ გამოწვევებზე და გამოთქმულია წინადადებები/რეკომენდაციები კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.
  • Item
    Some aspects of the initiation of investigation and prosecution of criminal acts committed by particular state officials
    (Intellectual, 2019) Besik, Meurmishvili
    The investigation of crimes committed by officials and the criminal prosecution of these individuals are characterized by certain peculiarities. In this regard, the process related to the initiation of criminal prosecution and its implementation is particularly interesting. These individuals enjoy immunity, which may prevent them from being prosecuted. Accordingly, it’s limited the officials ability to participate in the investigation, which creates ground for them to be involved in criminal proceedings in different illegal ways. To avoid this, it would be better to introduce the institution of "assisted witness" in the Georgian procedural space.
  • Item
    ცალკეულ სახელმწიფო თანამდებობის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებათა გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ზოგიერთი ასპექტი
    ("ინტელექტუალი", 2019) მეურმიშვილი, ბესიკ
    Investigation and prosecution of crimes committed by public officials is characterized by specific features. In this respect, particularly interesting is the procedure of initiation and conduct of criminal prosecution. These persons enjoy immunity, which may hamper the start of criminal prosecution. Thus the right of these persons to participate in investigation is limited, which creates ground for them to be involved in criminal proceedings in different unlawful ways. For this purpose, its would be much better to introduce the institution of “assisted witness” in Georgian legal procedure.