Article

Permanent URI for this collection

Browse

Recent Submissions

Now showing 1 - 1 of 1
  • Item
    იაკობ გოგებაშვილის დიდაქტიკა და თანამედროვეობა
    (2020) ჭკუასელი, ქეთევან
    იაკობ გოგებაშვილის მრავალმხრივი მოღვაწეობა სამი უმთავრესი ასპექტით შეიძლება წარმოვადგინოთ. იაკობ გოგებაშვილი, როგორც - ქართული სკოლის ფუძემდებელი, პედაგოგიკის მეცნიერების ფუძემდებელი საქართველოში, საზოგადო მოღვაწე. გოგებაშვილის საზოგადო მოღვაწეობის ქვაკუთხედი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებაა, რომელიც, ფაქტობრივად, გოგებაშვილმა და მისმა თანამოაზრეებმა ქართული განათლების სისტემის რანგში აიყვანეს, რითაც შეინარჩუნეს ქართული სკოლა და დამწერლობა. გოგებაშვილმა განათლების სისტემის და სკოლის მოწყობას საქართველოში მეცნიერულ - პედაგოგიკური საფუძველი დაუდო. გოგებაშვილის სახელმძღვანელოების /დედა ენა, ბუნების კარი, რუსსკოე სლოვო/ განუზომელი მნიშვნელობა იმდროინდელი სკოლისა და საზოგადოებისათვის განპირობებულია მეცნიერული დიდაქტიკის ძირითადი კითხვების განსაზღვისა /ვინ უნდა აღვზარდოთ? რა უნდა ვასწავლოთ? როგორ უნდა ვასწავლოთ? ვინ უნდა ასწავლოს?/ და გადაწყვეტისათვის იმდროინდელი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ვითარებიდან გამომდინარე, რითაც გოგებაშვილმა, ფაქტობრივად, ქართულ პედაგოგიკურ აზროვნებაში შექმნა პრეცენდენტი სასკოლო სახელმძღვანელოების მეცნიერულ/დიდაქტიკურ პრინციპებზე აგებისა. დღესაც შესაძლებელია გოგებაშვილის მემკვიდრეობისა და პედაგოგიკურ/დიდაქტიკური მიდგომების გამოყენება ქართული სკოლის განვითარების პროცესში