ჭიღლაძე, ნანა2023-01-132023-01-132021„პირველი ქართული კონსტიტუცია 100 წელი“, თბილისი, 2021, გვ. 132-153978-9941-491-38-2https://dspace.tsu.ge/handle/123456789/2061წიგნი/სტატიათა კრებულიქართულ კონსტიტუციონალიზმში განუზომლად დიდია 1921 წლის კონსტიტუციის მნიშვნელობა. ის ეპოქალური მნიშვნელობის დოკუმენტი იყო, რომელმაც ხმამაღლა განაცხადა ცივილიზებულ მსოფლიოში ქართული სახელმწიფოს თანაცხოვრების ამბიცია. ხაზგასასმელია, რომ პირველ ქართულ კონსტიტუციაში გამორჩეულად შთამბეჭდავად გამოიყურება უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს სტატუსი. იმდროინდელი საქართველოს რესპუბლიკის საშინაო და საგარეო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც წესი, სწორედ საქართველოს პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში ექცეოდა. მის უფლებამოსილებაში შედიოდა წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო, საკონტროლო, დამფუძნებელი ფუნქციები. მაშინდელ მოაზროვნეებს და კანონშემოქმედებს, მიზნის მისაღწევად, ზუსტად ჰქონდათ გაცნობიერებული პარლამენტის ავტონომიის, მისი ორგანიზაციული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის დატვირთვა. შესაბამისად, ლოგიკური იყო 1921 წლის კონსტიტუციით ავტონომიის პრინციპის აღიარება და გარანტირება, მისი უზრუნველმყოფი მექანიზმების შექმნა. პირველი ქართული კონსტიტუციის დამფუძნებლებმა, მმართველობის დამკვიდრებული მოდელის შესაბამისად და ფარგლებში, მყარი სამართლებრივი საფუძველი შექმნეს საქართველოს პარლამენტის ავტონომიისა და ორგანიზაციული დამოუკიდებლობისთვის. მათ ჩამოაყალიბეს მთელი რიგი მექანიზმები, რომლებსაც იცნობდა საუკეთესო, ძირითადად, ევროპული პრაქტიკა, რომლებსაც უნდა უზრუნველეყო საკანონმდებლო ინსტიტუტის უზენაესი როლი ხელისუფლების ორგანიზაციაში.geპირველი ქართული კონსტიტუციაწარმომადგენლობითი ორგანოპარლამენტის ავტონომიურობათავისუფალი მანდატიიმუნიტეტიინდემნიტეტიპარლამენტის დათხოვნამანდატის შეუთავსებლობაპარლამენტის ავტონომიურობის პრინციპი პირველ ქართულ კონსტიტუციაშიArticle