ვერა ფხაკაძე / Vera Pkhakadzeმაია ინწკირველი / Maia Intskirveliეკატერინე გაფრინდაშვილი / Ekaterine Gaprindashviliთამარ შენგელია / Tamar Shengeliaქეთევან მგალობლიშვილი / Ketevan Mgaloblishvili2024-02-232024-02-2320222587–5450https://dspace.tsu.ge/handle/123456789/2416აბსტრაქტი. საქართველოს ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიური კოლექციები, რომელიც ასახავს საქართველოს და ზოგადად კავკასიის ფაუნის მრავალფეროვნებას, უნიკალურია თავისი სიძველით. წლების განმავლობაში ზოოლოგიური ფონდები მდიდრდებოდა კავკასიის ფაუნისტური ექსპედიციებიდან, ორგანიზაციებიდან, კერძო პირებისა დასხვადასხვა ქვეყნიდან შემოსული მასალებით. ეს ხდებოდა როგორც გაცვლის წესით და შემოწირულობით, ასევე შესყიდვის გზით, რისი წყალობითაც დღეისათვის ზოოლოგიურ ფონდებში დაცულია კავკასიაში გავრცელებული ცხოველების თითქმის ყველა სახეობის მასალა. საინტერესოა ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში არსებული ექსპონატები, რომელთა შორისაა საერთაშორისო კონვენციებითა და საქართველოს წითელი ნუსხით აღიარებული ენდემური, რელიქტური და სხვა იშვიათი სახეობები. ძუძუმწოვართა (Mammalia) შორის თავისი მრავალფეროვნებით გამოირჩევა მღრღნელების (Rodentia) რიგის ციყვისებრთა (Sciuridae) ოჯახისა და ციყვების (Sciurus) გვარის წარმომადგენლები. საქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდის ციყვების კოლექცია წარმოდგენილია 829 ექსპონატით, რომლებიც ძირითადად მიეკუთვნებიან ჩვეულებრივი ციყვის (Sciurus vulgaris) და კავკასიური ციყვის (Sciurus anomalus) სახეობებსა და ალთაური ციყვის (Sciurus vulgaris altaicus) ქვესახეობას.otherსაქართველოს ეროვნული მუზეუმის ზოოლოგიურ კოლექციების ძუძუმწოვარ ცხოველთა ფონდში დაცული ციყვების (Sciurus) შესწავლისათვისსაქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების შრომებიArticle