კანდელაკი, დალი / Kandelaki, Dali2024-11-292024-11-292024აკადემიკოს ნანა ხაზარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი შრომები, საგამომცემლო სახლი „ტექნიკურიუნივერსიტეტი“, 2024, გვ. 155-161 / Works dedicated to the memory of Academician Nana Khazaradze, Publishing House „Technical University“, 2024, pp. 155-161978-9941-512-57-5https://dspace.tsu.ge/handle/123456789/2570სტატიაში განხილულია ორი რუსი დეკაბრისტის - პ. მუხანოვის და ე. ლაჩინოვის - ჩანაწერები მე-19 საუკუნის 20-იანი წლების კავკასიის შესახებ.პიოტრ ალექსანდრეს ძე მუხანოვი (1799 - 1854) თანამედროვეებისთვის ცნობილი იყო როგორც მწერალი, სამხედრო ისტორიკოსი და დეკაბრისტი. მისი მოთხრობები, სამოგზაურო ნარკვევები და სტატიები სამხედრო ისტორიის შესახებ ხშირად იბეჭდებოდა მაშინდელ ჟურნალებსა და ლიტერატურულ ალმანახებში. ჟურნალში - „მოსკოვსკი ტელეგრაფ“ - 1825-1826 წლებში, გამოქვეყნდა პ. მუხანოვის კავკასიური სამოგზაურო ჩანაწერებიდან - „მოგზაურობა საქართველოსა და ყარაბაღში“ - სამი ნარკვევი: „განჯის აღება (წერილი რ-სთან***)“, „წითელი ხიდი. მოგონებები გილდენშტედტის შესახებ (წერილი რ-სთან***)“ და „ელიზავეტპოლის ველი (წერილი საქართველოდან)“. რუსი მწერალი 1825 წლის მაისში ჩამოვიდა საქართველოში; კავკასიიდან გამგზავრების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ნოემბრის მეორე ნახევარში ის უკვე მოსკოვშია და დეკემბერში აჯანყებაში ღებულობს მონაწილეობას. მწერალი მიესალმება თავისი ქვეყნის კავკასიურ პოლიტიკურ კურსს. ის აღფრთოვანებულია თანამემამულეების წარმოებული ბრძოლებით. ევდოკიმ ემელიანეს ძე ლაჩინოვი (1799-1875) კავკასიაში ორჯერ იმყოფებოდა. 1816-1817 წლებში ალექსეი პიოტრის ძე ერმოლოვის ელჩობას ახლდა ირანში, ხოლო 1827 წლის დასაწყისში, დეკაბრისტების აჯანყების შემდეგ, მიესაჯა სასჯელი და ჯარისკაცად ჩამოქვეითებული კავკასიის მოქმედ არმიაში გამოიგზავნა. მნიშვნელოვანია მის ისტორიულ ნარკვევში - „აღსარება“ - არსებული ცნობები მე-19 საუკუნის 20-იანი წლების რუსეთ-ირანისა და რუსეთ-თურქეთის, ასევე ჩრდილო კავკასიაში რუსეთის წარმოებული ომის შესახებ. ის იყო ამ ომების მონაწილე და თვითმხილველი. The article discusses the works of two Russian Decembrists - P. Mukhanov and E. Lachinov - notes about the Caucasus of the 20s of the 19th century.Pyotr Alexandrovich Mukhanov (1799 - 1854) was known to his contemporaries as a writer, military historian andDecembrist. His short stories, travel essays, and articles on military history were frequently published in periodicals and literary almanacs. From the travel notes of P. Mukhanov “Travel to Georgia and Karabakh”, three essays: “Taking of Ganja (letter to R***)”, “Red Bridge. Memories of Güldenstädt (letter to R***)" and “Elizavetpol's Valley (letter from Georgia)” were published in the magazine – “Moskovsky Telegraph” - in 1825-1826. The Russian writer arrived in Georgia in May 1825. The exact date of the writer's departure from the Caucasus is unknown, although he was already in Moscow in the second half of November and in December, he takes part in the uprising. The writer approves and salutes the political course of his country and admires the battles occurred. Evdokim Emelianovich Lachinov (1799-1875) visited the Caucasus twice. In 1816-1817, he accompanied the embassy of Aleksey Petrovich Yermolovto Iran, and at the beginning of 1827, after the Decembrist uprising, he was sentenced and demoted to the rank of soldier and sent to the active army of the Caucasus. Important in his historical essay – “Confession“- are the reports about the Russia-Iran and Russia-Turkey wars of the 19th century, as well as the war waged by Russia in the North Caucasus. He was a participant and eyewitness of these wars.otherდეკაბრისტების კავკასიური ისტორიებიCaucasian stories of DecembristsArticle