სილაგაძე, ნინო2023-03-172023-03-172023ანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი რომი, თბილისი, 2023, 231 გვ.978-9941-25-000-0https://dspace.tsu.ge/handle/123456789/2178წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს ძველი რომის ხელოვნების განვითარების ეტაპობრივ მიმოხილვას და მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლების ანალიზს. მასში მოცემულია ეპოქალური სტილის და ცალკეული ნიმუშების მხატვრული თავისებურებების დახასიათება, ხელოვნების ნაწარმოებების იკონოგრაფიული სქემების კვლევა, მათი შინაარსობრივი და ფორმალური ინტერპრეტაცია. ავტორი ეხება ასევე მნიშვნელოვანი ძეგლების კვლევის ისტორიას, მათი რეკონსტრუქციის, ატრიბუციისა და დათარიღების საკითხებს და სხვ. საგანგებოდაა გაანალიზებული ანტიკური ხანის ქართული სახელმწიფოების _ ლაზიკისა და იბერიის _ კულტურული კავშირები რომაულ სამყაროსთან. მსგავსი შინაარსის ნაშრომი, სადაც მთლიანობაშია განხილული ძველი რომაული და ანტიკური ეპოქის საქართველოს ხელოვნების სხვადასხვა ასპექტი, ქართულ ენაზე პირველად ქვეყნდება. ნაშრომი დაფუძნებულია ავტორის მიერ შემუშავებულ სალექციო კურსზე, რომელიც იკითხება ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის ფარგლებში. ნაშრომი განკუთვნილია როგორც ხელოვნებათმცოდნეობის, ისტორიის, არქეოლოგიის, კულტუროლოგიისა და სხვა მომიჯნავე დისციპლინების სპეციალისტებისა და სტუდენტებისათვის, ისე დაინტერესებული მკითხველისათვის.geეტრუსკული ხელოვნებარომის იმპერიაძველი რომაული ხელოვნებაძველი რომაული არქიტექტურაძველი რომაული ქანდაკებაძველი რომაული ფერწერაპალეოქრისტიანული ხელოვნებაანტიკური ხანის ხელოვნება: ძველი რომიBook