Надирадзе, Кетеван2022-07-012022-07-012011ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, III, თბილისი, 2011, გვ. 419-422 / Ivane Javakhishvili Tbilisi State University Institute of Georgian History Proceedings, III, Tbilisi, 2011, pp. 419-4221987–9970https://dspace.tsu.ge/handle/123456789/1735https://geohistory.humanities.tsu.ge/ge/procedings/83-shromebi/140-shromebi-33.html2011 წლის 18-19 მარტს ვიმყოფებოდი ვარშავის უნივერსიტეტში, აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტთან (ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი იან მალიცკი) არსებული კავკასიური კვლევების ცენტრის მიწვევით, აღმოსავლეთ ევროპის ინსტიტუტის საიუბილეო სხდომაზე, სადაც წარმოდგენილი იყო საანგარიშო მოხსენებები ამ ინსტიტუტის სამეცნიერო მიღწევების შესახებ. მომხსენებლები იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრვი პროფესურა, არამედ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტების აკადემიური წრეების წარმომადგენლები. განსაკუთრებულად ხაზი გაესვა კავკასიური კვლევების ცენტრის აქტიურ სამეცნიერო მუშაობას, რომლის დაარსების ინიციატორი არის ისტორიის დოქტორი, ვარშავის უნივერსიტეტის ორიენტალისტიკის ფაკულტეტის პროფესორი, დავით ყოლბაია. იგი აღნიშნულ ცენტრს ცნობილ კავკასიოლოგთან პროფესორ ტადეუშ სვენტოჩოვსკისთან (აშშ, კოლუმბიის, ნიუ-იორკის უნივერსიტეტი) ერთად ხელმძღვანელობს. ცენტრში დიდი ყურადღება ექცევა ქართული ენის, საქართველოს ისტორიის და კულტურის სწავლებას. სხდომის თავმჯდომარემ პროფესორმა იან მალიცკიმ აღნიშნა რომ, საქართველოს ვარშავის უნივერსტეტში დავით ყოლბაიას სახით ყავს ღირსეული დესპანი. დავით ყოლბაიამ 1991 წლის ვარშავის უნივერსტეტში დაარსა და გამოსცემს სამეცნიერო ჟურნალს "Pრო Gეორგია, ჟოურნალ ოფ Kარტველოლოგიცალ შტუდიეს", სადაც ჩვენი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებიც აქტიურად იბეჭდებიან. ასევე მან გამოსცა "მოქცევაი ქართლისაი"-ს შატბერდული და ჭელიშური ხელნაწერები, დავით აღმაშენებლის "გალობანი სინანულისანი" პოლონურ ენაზე, გამოკვლევებითა და კომენტარებით. 2002 წელს მისივე ინიციატივით დაარსდა წმ. მღვდელთმოწამის გრიგოლ ფერაძის სახელობის საერთაშორისო კავკასიოლოგიური სამეცნიერო კონფერენცია. ერთ-ერთ შეხვედრაზე მე გავაკეთე პრეზენტაცია პროექტის – "კავკასია და კავკასიელები ქართულ წერილობით წყაროებში", რომლის მონაწილეც გახლავართ და რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსტეტის ეგიდით კეთდება. აფინანსებს რუსთაველის (ყოფილი) ეროვნული ფონდი. წარმოგიდგენთ მოხსენების ტექსტის შემოკლებულ ვარიანტს.ruГрузияАрменияАзербайджанКавказ и кавказцы в грузинских письменных источникахPresentation