გრიგოლია, თამთაGrigolia, Tamta2021-08-032021-08-032019III International Symposium for Young Scholars in the Humanities (Symposium proceedings)978-9941-26-726-0https://dspace.tsu.ge/handle/123456789/721თანამედროვე რუსთველოლოგიაში უკვე გაჟღერებულია, ვეფხისტყაოს�ნის ქაჯეთი რუსთველისეული მხატვრული ფანტაზიით წარმოსახული ციხე-ქალაქია, გეოპოეტიკური გააზრებით რომ ვთქვათ, ავტორისეული ტექსტ-სივრცეა, რომლის მკვიდრთაც ქაჯები მათი განსაკუთრებული მეომრული თვისებების, მიუწვდომლობისა და განსაკუთრებული ცოდნის (რომელსაც რუსთველი „გრძნების მცოდნელობასაც“1 უწოდებს) გამო შეარქვეს. მიმაჩნია, რომ პოემისეული ტექსტუალური სივრცის გეოპოეტიკურ ჭრილში გან�ხილვისას, აღნიშნული ეპიზოდები (ქაჯეთის ციხესთან და დევთა გამოქვაბულთან და�კავშირებული) საინტერესო მაგალითს გვაძლევს როგორც კოლექტიური მეხსიერების, ისე ლიტერატურული თვალსაზრისით მისი ინდივიდუალური მეხსიერების დონეზე გარდაქმნისა და ტექსტში გამოხატული ალტერნატიული გეოგრაფიის კუთხით, რაც ესოდენ დამახასიათებელია გეოპოეტიკური კონცეპტისათვის. რუსთველის პოემისეული სივრცის (ტექსტ-სივრცის) ინტერპრეტირება თანამედ�როვე ჰუმანიტარული კონცეპტის - გეოპოეტიკის ჭრილში საჭირო და მნიშვნელოვანია ვეფხისტყაოსნის საერთაშორისო ლიტერატურათმცოდნეობით დისკურსში უფრო აქ�ტიურად დასამკვიდრებლად.geGeopoeticsWhiteRustaveliქენეთ ვაითის გეოპოეტიკა და ვეფხისტყაოსნის სივრცეThe Geopoetics of Kenneth White and the Space of "The Knight in the Panther's Skin"Article