სოფიო გორგიჯანიძე / Sophio Gorgijanidzeგოჩა ჯინჭარაძე / Gocha Jincharadze2024-02-122024-02-1220222587–5450https://dspace.tsu.ge/handle/123456789/2410აბსტრაქტი. თანამედროვე მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციის ეპოქაში გახშირდა კატასტროფული სტიქიური მოვლენები. მათ უმეტესობას საქართველოს მთიან რაიონებში აქვს ადგილი. ამ სტიქიური მოვლენების კატეგორიას მიეკუთვნება მდინარეთა ჩახერგვებთან დაკავშირებული დაგუბების გარღვევების შედეგად წარმოშობილი ნაზღვლევი წყალმოვარდნები. ეს მოვლენები გავლენას ახდენს და დიდ ზიანს აყენებს მიმდებარე ტერიტორიებს,მოსახლეობას და სასოფლო სამეურნეო საქმიანობას. ასეთი მაგალითები როგორც წარსულში, ასევე თანამედროვე პერიოდში ბევრია. ამიტომ მათი წარმოქმნის მექანიზმების და შემდგომ გარღვევის პროცესების შესწავლა აუცილებელია. ეს კი თავიდან აგვაცილებს მოსალოდნელ კატასტროფებს. შემუშავებულია ის დაცვის ღონისძიებები, რომელიც საშუალებას მოგვცემს დროულად და ოპერატიულად იქნას აცილებული წყალმოვარდნა.შემუშავებული მეთოდოლოგია განსაზღვრავს ჩახერგვის შემთხვევაში დაგუბების პარამეტრებს, ტბის ავსების ხანგრძლივობას, გარღვევის ალბათობას, ნაზღვლევი წყალმოვარდნის წარმოქმნისას მისი გავრცელების მასშტაბებს და ხეობის მიმართულებით დონეების ცვლილებას. ეს მორფომეტრიული პარამეტრები კი საფუძვლად დაედება თანამედროვე ღონისძიებების დაგეგმვასა და წყალმოვარდნების შერბილების რეკომენდაციებს.otherნაზღვლევი წყალმოვარდნების გეოგრაფია და მათი თავიდან აცილების გზებისაქართველოს ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების შრომებიArticle