ვერულავა, თენგიზმიქიაშვილი, გიორგი2020-06-302020-06-302020გიორგი მიქიაშვილი, თენგიზ ვერულავა. ჯანდაცვის სისტემის წარმატებული რეფორმები: თურქეთის მაგალითი. ჯანდაცვის პოლიტიკა, ეკონომიკა და სოციოლოგია, 2020; 6 (1)2346-7983https://heconomic.wordpress.com/2019/12/29/turkey/https://dspace.tsu.ge/handle/123456789/6152003 წლიდან თურქეთის ჯანდაცვის სისტემაში დაიწყო რადიკალური ცვლილებები. სახელმწიფოს მიზანს შეადგენდა სამედიცინო სერვისებით მოსახლეობის საყოველთაო მოცვა, თითოეული მოქალაქისათვის მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურების თანაბარი უზრუნველყოფა, ფინანსური და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა. შემუშავდა „ჯანდაცვის ტრანსფორმაციის პროგრამა“, რომელიც სამ ძირითად ასპექტზე იყო დაფუძნებული: ა) ჯანდაცვის დაფინანსების სისტემის ცვლილება; ბ) ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის ცვლილება; გ) რეფორმების პოლიტიკური ეკონომიკა. 2012 წლის იანვარში ამოქმედდა კანონი საყოველთაო ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, რომლის მეშვეობით თურქეთის თითოეულ მოქალაქეს მიეცა ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობა. 2003 წლიდან 2013 წლამდე ჯანდაცვის მთლიან ხარჯებში სახელმწიფო დანახარჯების წილი გაიზარდა 72%-დან 77%-მდე, ხოლო ჯიბიდან გადახდები შემცირდა 18.5%-დან 15.4%-მდე. მიუხედავად არსებული მრავალი გამოწვევისა თუ პრობლემისა, თურქეთმა სწორი პოლიტიკით, მიდგომებით და ქმედებებით, წინასწარ დასახული პროგრამის გეგმაზომიერი შესრულებით, შეძლო შთამბეჭდავი შედეგების მიღწევა.geსამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობათურქეთის ჯანდაცვათურქეთიჯანდაცვის სისტემის წარმატებული რეფორმები: თურქეთის მაგალითიArticle