ყიფიანი, გიორგი2022-01-132022-01-132019978-9941-8-2211-7https://dspace.tsu.ge/handle/123456789/1037ნაშრომში კულტურის ფსიქოლოგიისა და ანთროპოლოგიის თვალსაზრისით განხილულია ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივი მორალის მიმართ იდეოლოგიური მიდგომები თანამედროვე ქართულ დისკურსში. ანალიზი ეყრდნობა კულტურის ფსიქოლოგიაში ჩამოყალიბებულ დატვირთული აღწერილობის მქონე, „სქელი“, სოციოცენტრული კულტურებისა და დაუტვირთავი, „თხელი“, ინდივიდუალისტური კულტურების შესაბამისი მორალური მატრიცების დიფერენციაციის პრინციპს, რომელიც ადამიანის უფლებებს განსხვავებულ ღირებულებებს ანიჭებს. კვლევა აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოება უპირატესად როგორც სოციოცენტრული კულტურა ხასიათდება, რაც საზოგადოებრივი მორალის განსაკუთრებულ მნიშვნელობას უნდა გულისხმობდეს კანონმდებლობასა და მედიაში. სტატიაში განხილულია საზოგადოებრივ დისკურსში ძირითადი იდეოლოგიური მიმართულებები და ნაჩვენებია, რომ დომინანტური ნეოლიბერალური დისკურსი ახდენს საზოგადოებრივი მორალის უგულებელყოფას როგორც მედიაში, ასევე საკანონმდებლო დოკუმენტებში. ანალიზი ასევე აჩვენებს, რომ კანონმდებლობაში პრიორიტეტი ენიჭება ინდივიდუალისტურ და უნივერსალისტურ პრინციპებს, საზოგადოებრივი მორალი, როგორც ლეგიტიმური მიზანი ამ დისკურსში აღიქმება როგორც მედიის თავისუფლების საფრთხე, შედეგად მოსახლეობის კულტურული მახასიათებლების იგნორირება სარისკო შეიძლება აღმოჩნდეს საზოგადოების ეფექტური ფუნქციონირებისათვისgeIdeologyHuman rightsPublic moralitySociocentric CultureSocial psychologyადამიანის უფლებებიკულტურის ფსიქოლოგიასაზოგადოებრივი მორალისოციოცენტრული კულტურაიდეოლოგიური მიდგომები ადამიანის უფლებათა და საზოგადოებრივი მორალის მიმართ სოციოცენტრულ კულტურაშიArticle