DSpace Repository

Ideological Aspects of Discussion on the Roots of Georgian "Supra"

Show simple item record

dc.contributor.author Kipiani, Giorgi
dc.date.accessioned 2022-01-12T12:04:02Z
dc.date.available 2022-01-12T12:04:02Z
dc.date.issued 2019
dc.identifier.isbn 978-9941-13-889-8
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/1030
dc.description.abstract ნაშრომი მიზნად ისახავს ქართულ სუფრის ტრადიციის ფესვების შესახებ პუბლიკაციებში იდეოლოგიური ასპექტების განხილვას. ნაჩვენებია რომ დისკუსიის წამომწყებნი დასაწყისშივე აქცენტს ახდენდნენ ქართული კულტურის იდეოლოგიურ კრიტიკაზე, რომელიც შემდგომ კიდევ უფრო გამრავალფეროვნდა და ახალი მიმართულებები შეიძინა. დისკუსიის დროს იგნორირებულ იქნა ქართველ ეთნოგრაფთა კვლევები, რომლებიც ადასტურებდა ქართული სუფრის აუთენტურობას (ბარდაველიძე 1936, გოცირიძე, ღამბაშიძე, 2008)). დისკუსიის წამომწყები კონცეფცია სადღეგრძელოს კომპენსატორული ფუნქციის შესახებ ისტორიული წყაროთა მხოლოდ მცირე ნაწილს დაეყრდნო, სუფრა ქართული კულტურისთვის უმნიშვნელოდ მიიჩნია მე-19 საუკუნემდე და უგულებელყო სუფრის ცერემონიის მთავარი - რელიგიური საფუძველი (ბრეგაძე.ლ. 2000). შემდგომში სუფრის ტრადიციის ისტორიული ფესვების უგულებელყოფა კავკასიის მასშტაბით გაფართოვდა (Muelfried, 2006, Tuite, 2008). სუფრის ტრადიციის გენეზისსა და განმტკიცებაში წამყვან ფაქტორად მიიჩნეულ იქნა იმპერიული (Nodia, 2014) )და სტალინისტური ავტოკრატიზმი (Manning 2012, 2014)). დისკუსიის მორიგ ეტაპზე ავტორთა ჯგუფმა ეთნოგრაფების მხრიდან კრიტიკის მიუხედავად ისევ მოახდინა ისტორიული წყაროების იგნორირება და ქართული კულტურა ზოგადად შეაფასა როგორც მხოლოდ მატერიალურზე და არა სულიერებაზე ორიენტირებული (Manning, 2014),. საპასუხოდ ნაჩვენები იქნა მე- 15-17 საუკუნეების ისტორიულ წყაროთა, კერძოდ, ინტერიანოს, კასტელის, ჯუდიჩე მილანელის, დე ლუკასა, ვოლკონსკის და თეიმურაზ მეორის ნაწარმოებთა საფუძველზე ქართული და კავკასიური სუფრის ცერემონიისა და პიროვნული ურთიერთობების აუთენტური ხასიათი. ბოლოდროინდელ პუბლიკაციებში სუფრის მნიშვნელობა საქართველოში ისევ მხოლოდ მე-20 საუკუნიდან აღინიშნება როგორც იმპერიასთან დაპირისპირების არაფორმალური ინსტიტუტის ფუნქციონირების შედეგი რელიგიური საზრისის უგულებელყოფის საფუძველზე და სადღეგრძელოს, როგორც სუფრის მოძველებულ ატრიბუტს - ჩრდილოვანი ეკონომიკის შემცირების თანმხლებ მოვლენას, ინტერნეტში განთავსებულ არაფორმალურობის ენციკლოპედიაში ცალკე სტატია ეძღვნება (Muelfried, 2018). ქართული ტრადიციული სუფრის სადღეგრძელოები იდენტობის თვითდამკვიდრების ან იდეოლოგიური მეტოქეობის რეპრეზენტაციად განიხილება და ტრადიციული სუფრა კი რუსული ნადიმის გაქართულებად. შესაბამისად ქართული სუფრის ფესვები რუსული კოლონიზაციის ეტაპით თარიღდება (Ram, 2018). ნაშრომში ნაცადია იდეოლოგიური მიდგომის ინტენსიფიკაციის მიზეზების ანალიზი ნეოლიბერალური გლობალიზაციის ტენდენციების გათვალისწინებით en_US
dc.language.iso en en_US
dc.relation.ispartofseries კავკასიოლოგთა V საერთაშორისო კონგრესის მასალები;
dc.subject სოციალური ფსიქოლოგია en_US
dc.subject ქართული სუფრა en_US
dc.subject სადღეგრძელო en_US
dc.subject თამადა en_US
dc.subject კულტურის ფსიქოლოგია en_US
dc.subject ნეოლიბერალიზმი en_US
dc.subject გლობალიზაცია en_US
dc.subject იდეოლოგია en_US
dc.title Ideological Aspects of Discussion on the Roots of Georgian "Supra" en_US
dc.title.alternative ქართული სუფრის შესახებ დისკუსიის იდეოლოგიური ასპექტები en_US
dc.type Article en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account