DSpace Repository

The Caucasus On The Crossroads Of International Trade And Cultural Exchanges

Show simple item record

dc.contributor.author Kipiani, Giorgi
dc.date.accessioned 2022-12-12T09:19:19Z
dc.date.available 2022-12-12T09:19:19Z
dc.date.issued 2022
dc.identifier.issn 2953-7851
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/1989
dc.description.abstract წყაროებში არ არის სადღეგრძელოთა სისტემის ხსენება მე-19 საუკუნემდე, ამიტომ კავკასიური და ქართული სუფრა „გამოგონილ“ ტრადიციად უნდა ჩაითვალოს და რუსული სუფრის გაქართულებად (Ram H., 2018). აუთენტური ქართული სუფრა კი ხასიათდება როგორც რიტუალიზირებული, არაცივილიზებული და უკულტურო სმის ორგია საფავიდური სპარსეთის მსგავსად, რომელიც „კულტურული“ და სულიერებით დატვირთული ხდება მხოლოდ რუსული ლიტერატურიდან გადმოღებული თემატური სადღეგრძელოების შემოღების შემდეგ სტალინური ტოტალიტარიზმის ზეგავლენით (Manning P., 2012,2017). მსოფლიო არაფორმალურობის ენციკლოპედიაში სადღეგრძელოსთვის თანამედროვე საქართველოში ცალკე სტატიაა მიძღვნილი და ხასიათდება როგორც დომინირების ინსტიტუტი, რომელიც კარგავს მნიშვნელობას ჩრდილოვანი ეკონომიკის დაკნინების გამო (Muelfried, 2018). ნაშრომის მიზანს წარმოადგენს მიმოიხილოს არსებული წყაროები, რათა გაანალიზებულ იქნეს ქართულ სუფრაზე ალკოჰოლის მიღების ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებანი. ნაჩვენებია, რომ სუფრა მე-16 საუკუნიდან ხასიათდება, როგორც მრავალი სადღგრძელოს შემცველი კომპლექსური გამოკვეთილად რელიგიური ხასიათის ცერემონია გალობის თანხლებით. მაშრომში ასევე გამახვილებულია ყურადღება, რომ დისკუსიის წამომწყებთა მიერ თავიდანვე დასახული იქნა ქართული სუფრის როგორც დემოკრატიის დამაბრკოლებლის კრიტიკის ამოცანა და აქცენტი სუფრის რელიგიური კონტექსტის უგულებელყოფაზე იქნა მიმართული. სადღეგრძელოს რელიგიური კომპონენტის სიძლიერე დასტურდება საქართველოს მთიანეთში არსებული მუხლმოდრეკით სმის ტრადიციაში, ასევე თანამედროვე ადიღელ ჩერქეზებში სადღეგრძელოს შესმის თავისებურებებით. ნაშრომში ანთროპოლოგიური ანალიზის საფუძველზე ასევე ნაჩვენებია განსხვავება ალკოჰოლის მიღების ორ ტიპოლოგიურად განსხვავებულ კულტურას შორის- ერთის მხრივ „ღვინის“, „სველ“ კულტურას, რომელშიც სმა მისაღებია დათრობის გარეშე(საქართველო) და მეორის მხრივ „მშრალ“ „შემაგრებული“ სასმელების კულტურას (რუსეთი) შორის, სადაც დალევისას დათრობა მისაღებია. სადღეგრძელოს რიტუალის აღწერილობები ადასტურებს სუფრის ტრადიციის ქრისტიანული სულიერებით დატვირთულობას საქართველოსა და კავკასიაში. სუფრის ტრადიციის კრიტიკა, რომლის მიხედვით მე-19 საუკუნის რუსული იმპერიული ზეგავლენა წამყვანია კავკასიური სუფრის როგორც კულტურის ფენომენიის ჩამოყალიბებაში, მეტყველებს ამ მიდგომის იდეოლოგიურ საფუძველზე. en_US
dc.language.iso en en_US
dc.subject Toast en_US
dc.subject Traditions en_US
dc.title The Caucasus On The Crossroads Of International Trade And Cultural Exchanges en_US
dc.title.alternative სადღეგრძელოს ფსიქო-კულტურული პატერნები კავკასიაში და დისკუსია სუფრის ტრადიციის ფესვებზე en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

  • Article
    An article in a journal, magazine, newspaper. Not necessarily peer-reviewed. May be an electronic-only medium, such as an online journal or news website.

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account