Abstract:
ზოგიერთ შემთხვევაში კანონმდებელის მიერ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ესა თუ ის შემამასუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოება თავიდანვე მოცემულია როგორც დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ელემენტი. ეს მიიღწევა იმით, რომ კანონმდებელი ცალკე სპეციალურ კვალიფიციურ ან პრივილეგირებულ ქმედების შემადგენლობას ქმნის, რომელსაც ძირითადი ქმედების შემადგენლობისგან განსხვავებული სანქცია გააჩნია.
წინამდებარე კვლევის საგანი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პრივილეგირებული ქმედების შემადგენლობები იქნება.