DSpace Repository

თერაპიული ურთიერთობის გავლენა ფსიქოთერაპიის პროცესზე - ეფექტურობის კვლევის მეთოდოლოგიური სირთულეები

Show simple item record

dc.contributor.author ფანჯიკიძე, მარიამ
dc.date.accessioned 2022-12-20T09:31:45Z
dc.date.available 2022-12-20T09:31:45Z
dc.date.issued 2022
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/2019
dc.description.abstract მეცნიერები და პრაქტიკოსები საუკუნეების განმავლობაში თანხმდებოდნენ იმაზე, რომ ადამიანებს შესაძლოა უვლინდებოდეთ ერთიდაიგივე სიმპტომები, მაგრამ ისინი წარმოადგენენ გასხვავებულ პიროვნებებს - მათ აქვთ განსხვავებული პიროვნული მახასიათებლები, მიჯაჭვულობის სტილი, ტემპერამენტი, კოგნიტური სქემები, სოციალური და ოჯახური კონტექსტი, კულტურული და რელიგიური სენსიტიურობა, სექსუალობა, ურთიერთობის პატერნები და სხვა (კლერმანი, 1983; ნიუმანი და ჰოვარდი, 1986; მაკვილიამს, 2012) მიუხედავად ინდივიდუალური განსხვავებების მნიშვნელობის გააზრებისა, თერაპიული შედეგის შესწავლისას, ძირითადად, მაინც ვეყრდნობით სიმპტომების პატერნების ცვლილების შეფასებას, ნაცვლად ინდივიდის კომპლექსურობის გაგებისა (მაკვილიამს, 2012). ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ ფსიქოთერაპიის ეფექტურობის შესაფასებელ ემპირიულ კვლევებში ოქროს სტანდარტად მიჩნეულია კონტროლირებადი რანდომიზირებული კვლევა (ვისენტინი, 2019; როისლერი, 2013). აღნიშნული კვლევითი დიზაინი გულისხმობს, რომ თერაპიულ ეფექტს პაციენტებში ვზომავთ უშუალოდ თერაპიული ჩარევის დასრულების შემდეგ (როისლერი, 2013). მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერული სიზუსტე კვლევის სტანდარტიზაციას გულისხმობს, პრაქტიკოსები თერაპიული მეთოდების შეფასებისას, გარკვეულ შეზღუდვებზე მიუთითებენ (მაკვილიამს, 2012). რთულია ისეთი ფაქტორების გაკონტროლება, როგორიცაა: თერაპევტის ინდივიდუალური მიდგომა, პაციენტის პირადი რესურსები, სესიების მიმდინარეობა, ტრანსფერის და კონტრ-ტრანსფერის დინამიკა და სხვა (ქერი და სტილსი, 2015). უდაოდ, თუ ჩვენ პიროვნების უნიკალურობაზე ვსაუბრობთ და ინდივიდუალურ განსხვავებებს შევისწავლით, მაშინ თერაპევტთან დაკავშირებული ფაქტორების გათვალისწინება უაღრესად მნიშვნელოვანია. აღნიშნული ფაქტორები შეიძლება გულისხმობდეს თერაპევტის მიერ თერაპიული ურთიერთობის ფორმის განსაზღვრას კლიენტის პიროვნული თავისებურებების გათვალისწინებით (მაკვილიამს, 2012) ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუხედავად რანდომიზირებული კონტროლირებადი კვლევების მაღალი მეცნიერული ღირებულებისა, შეუძლებელია კომპლექსური თერაპიული პროცესის შედეგების იმავე მეთოდებით შესწავლა, რომლებიც მედიკამენტების ეფექტურობის კვლევებში გამოიყენება (ვისენტინი, 2019). შექმნილი მეთოდოლოგიური სირთულის დაძლევის მცდელობას წარმოადგენს რანდომიზირებულ კონტროლირებად კვლევებში თერაპიული პროცესის სიღრმისეული შეფასების პროცედურების ინტეგრაცია (ვესტენი და შედლერი, 2007), თუმცა აღნიშნული საკითხი პრაქტიკოსთა და მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას და სიფრთხილეს მოითხოვს. საბოლოოდ, მნიშვნელოვანია მოიძებნოს მეთოდოლოგიური გზები, რომლებიც ყურადღების მიღმა არ დატოვებს თერაპევტის და კლიენტის, მათი ურთიერთობის იდიოსინკრეტულ ფაქტორებს თერაპიის ეფექტურობის განსაზღვრისას. en_US
dc.language.iso ge en_US
dc.subject თერაპიული ურთიერთობა en_US
dc.subject ფსიქოთერაპია en_US
dc.title თერაპიული ურთიერთობის გავლენა ფსიქოთერაპიის პროცესზე - ეფექტურობის კვლევის მეთოდოლოგიური სირთულეები en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account