DSpace Repository

უცხოური ენის სწავლების მეთოდიკა განწყობის ფსიქოლოგიის თვალთახედვიდან

Show simple item record

dc.contributor.author მინდაძე, ივანე
dc.date.accessioned 2022-12-20T09:54:33Z
dc.date.available 2022-12-20T09:54:33Z
dc.date.issued 2022
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/2020
dc.description.abstract სოსიურიდან მოყოლებული ენას ხშირად განსაზღვრავენ როგორც ნიშანთა სისტემას, რომლის აღწერა და კლასიფიკაცია ლინგვისტიკის ამოცანას წარმოადგენს. თუმცა ამ სისტემის პრაქტიკულ გამოყენებას, ენის რეალიზაციას ანუ მეტყველებას, როგორც ადამიანის ქცევის ერთ-ერთ სპეციფიკურ ფორმას, ტრადიციულად ფსიქოლოგია შეისწავლის. უცხოური ენის სწავლების მიზანი არის არა ენის, როგორც ნიშანთა სისტემის სწავლება, ანუ უხეშად რომ ვთქვათ, მხოლოდ ლექსიკისა და ენობრივი სტრუქტურების (გრამატიკის) სწავლება, არამედ უცხოურ ენაზე მეტყველების სწავლება, მისი პრაქტიკული გამოყენების სწავლება. ცხადია უცხოური ენის სწავლება შეუძლებელია ლინგვისტური ცოდნის გარეშე, მაგრამ ასევე შეუძლებელია დასახული მიზნის, უცხოური ენის პრაქტიკული გამოყენების სწავლება, ფსიქოლოგიური მექსნიზმების გათვალისწინების გარეშე. ამდენად უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის კვლევები პრინციპულად ინტერდისციპლინური ხასიათისაა: კვლევები უნდა ეფუძნებოდეს როგორც ლინგვისტიკის, ასევე ფსიქოლოგიის მიღწევებს. მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ენის სწავლების მეთოდების ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა მოახდინა ლინგვისტური სტრუქტურალიზმისა და ბიჰეივიორიზმის პოსტულეტებმა, მომდევნო წლებში უცხოური ენის სწავლების მეთოდიკამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ჯერ პრაგმალინგვისტიკის განვითარების კვალდაკვალ და შემდეგ, უკვე უკანასკნელ ათწლეულებში, კონსტრუქტივისტული მოდელების გავლენით. ყველა ეს მოდელი განსხვავებულად წარმოაჩენს ზოგადად სწავლა-სწავლების და კერძოდ უცხოური ენის სწავლების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს და შესაბამისად სწავლების განსხვავებულ ხერხებს ანიჭებს უპირატესობას. უცხოური ენის სწავლების მეთოდიკისათვის განსაკუთრებულად ნაყოფიერი გვეჩვენება განწყობის ფსიქოლოგიის მიდგომების გათვალისწინება, რომლის დახმარებით შესაძლებელია ისეთი მოვლენების ახსნა, რომლებსაც დამაჯერებლად ვერ განმარტავს სხვა თეორიები. ასე მაგალითად, აქცენტის ჩამოყალიბების მიზეზს ჩვენ ასიმილაციური ილუზიის გავლნით ვხსნით, რომელიც ხელს გვიშლის სამიზნე ენაში არსებული ფონოლოგიურად ღირებული დისტინქტური ნიშნების მართებულ აღქმაში. განწყობის თეორიაზე დაყრდნობით შესაძლებელია უცხოური ენის სწავლების მეთოდიკის დახვეწა და გარკვეული კონკრეტული ასპექტების გათვალისიწინება როგორც უცხოური ენის სახელმძღვანელოებში, ასევე უცხოური ენის სწავლების მეთოდებშიც. en_US
dc.language.iso ge en_US
dc.subject მეთოდიკა en_US
dc.subject პედაგოგიკა en_US
dc.subject განწყობის თეორია en_US
dc.title უცხოური ენის სწავლების მეთოდიკა განწყობის ფსიქოლოგიის თვალთახედვიდან en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account