DSpace Repository

საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების აკულტურაცია

Show simple item record

dc.contributor.author ფირცხალავა, ეკატერინე
dc.contributor.author გვეტაძე, ანნა
dc.date.accessioned 2022-12-20T09:59:14Z
dc.date.available 2022-12-20T09:59:14Z
dc.date.issued 2022
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/2022
dc.description.abstract საქართველო მულტიკულტურული ქვეყანაა, საქართველოს მოქალაქეები არიან სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად თავს რამდენიმე კონკრეტულ რეგიონში იყრიან. კერძოდ, სომეხი და აზერბაიჯანელი მოქალქეები. სრული ტერიტორიული მოცვით, საქართველოს ყოველი მე-6 მოქალაქე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, ხოლო უშუალოდ სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში - ყოველი მეორე. ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის საკითხი არის მნიშნველოვანი მთელს მსოფლიოში, მათ შორის აღნიშნული პრობლემა არის საქართველოშიც. ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი სხვაობები ხელს უწყობს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას შორის კონტაქტის ნაკლებობას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს ინტეგრციის დონის შემცირებას და განაპირობებს აკულტურაციის კონკრეტული სტრატეგიის არჩევას. კვლევის ფარგლებში ჩატარებული იყო თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა, რათა განგვესაზღვრა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგია და დაგვედგინა ის პრობლემები, რომელსაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები აწყდებიან საქართველოში ცხოვრების დროს. ასევე, ჩატარდა რაოდენობრივი კვლევა ეთნიკურად ქართველებთან, რათა შეგვეფასებინა ეთნიკურად ქართველების დამოკიდებულებები სომხებისა და აზერბაიჯანელების მიმართ. კვლევის ფარგლებში დადგინდა, რომ აკულტურაციის სტრატეგიებიდან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ ინტეგრაციას, შემდეგ სეპარაცია და ბოლოს მარგინალიზაცია ან ასიმილაცია. ეთნიკურად ქართველები აფიქსირებენ საშუალო მაღალ დადებით ატიტუდებს ეთნიკური უმცირესობების მიმართ, თუმცა ამავდროულად საკმაოდ უარყოფად ახასიათებენ მათ. ეთნიკური უმცირესობების აკულტურაციის სტრატეგიის არჩევანზე გავლენა აქვს სხვადასხვა ფაქტორს, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად სახელმწიფოებრივი ენის ცოდნის დონე დაფიქსირდა. en_US
dc.language.iso ge en_US
dc.subject ეთნიკური უმცირესობები en_US
dc.subject სომხები en_US
dc.subject აზერბაიჯანელები en_US
dc.subject აკულტურაცია en_US
dc.title საქართველოში მცხოვრები სომხებისა და აზერბაიჯანელების აკულტურაცია en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account