DSpace Repository

სკოლის მისია, როგორც სასკოლო საზოგადოების მიერ გაზიარებული ფილოსოფია

Show simple item record

dc.contributor.author ქიტიაშვილი, ზაქარია
dc.date.accessioned 2022-12-20T10:01:54Z
dc.date.available 2022-12-20T10:01:54Z
dc.date.issued 2022
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/2023
dc.description.abstract ქართული განათლების სისტემას უკვე ორი ათეული წელია ზოგადი განათლების მიმართულებით დეცენტრალიზაციის პოლიტიკა აქვს დეკლარირებული და კანონშემოქმედებისა თუ მართვის თვალსაზრისით ფორმალურად მეტ-ნაკლებად იცავს აღნიშნულ პოზიციას. ეს განაცხადი ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო სკოლებს ერთ-ერთ უმთავრეს ასპექტად სკოლის მიერ საკუთარი მისიის, ფილოსოფიის შემუშავების ვალდებულებას განუსაზღვრავს. ამა თუ იმ ეტაპზე სკოლების ავტონომიურობის ხარისხის შესახებ ჩატარებული სხვადასხვა კვლევა (ლ. მკურნალიძე - ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (საჯარო სკოლის) ინსტიტუციური განვითარების პოლიტიკის გატარება 2016; რ. აფხაზავა, თ. ბრეგვაძე - სკოლის სამეურვეო საბჭოები საქართველოში 2014; სკოლის ორგანიზაციული კულტურის კვლევა 2015 და სხვა ) ცხადად ავლენს ამ მიმართებით მნიშვნელოვან პრობლემებს, რაც მკაფიოდ აისახება სასკოლო საზოგადოების მიერ საკუთარი ფილოსოფიის- სასკოლო მისიის - არცოდნასა თუ ვერგააზრებაში. საჯარო სკოლებში ორგანიზაციული პრაქტიკა, სასკოლო კლიმატი, სწავლა-სწავლების ზოგადპედაგოგიკური ხედვები სწორედ საკუთარი ნიშის გააზრების კონტექსტში უნდა მიმდინარეობდეს. მხოლოდ ასე იძენს ესა თუ ის საჯარო სკოლა თემში, მოცემულ რაიონში საკუთარ ორიგინალურ ადგილს. ეს პრობლემა ცალსახად აქტუალური და რელევანტური ხდება განათლების სისტემის სარეფორმო ძვრების გათვალისწინებით. სამინისტრომ გადაამუშავა და, ფაქტობრივად, ახალი სახით მოგვაწოდა დირექტორის სტანდარტი, რომელშიც უპირველეს მიმართულებად გამოყო სკოლის ფილოსოფია(სკოლის მისია, ხედვა და ღირებულებები). უახლოეს პერიოდში იგეგმება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტის გადამუშავებული ვერსიის შემოთავაზება, რომელშიც ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასკოლო საზოგადოების მიერ სკოლის ფილოსოფიის გააზრების საჭიროებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი სახელმწიფოს დღის წესრიგში აყენებს სასკოლო საზოგადოების მიერ საკუთარი სასკოლო ხედვის, მისიის მნიშვნელობის გააზრებისა და მისი სასწავლო პროგრამებსა თუ ექსტრაკურიკულარულ აქტივობებში ფუნქციურად ჩატანის პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობას. ამ მიზნით სასურველია ავტორიზაციის სტანდარტების შემუშავება-დანერგვის პროცესში გათვალისწინებული იყოს სკოლების მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება - გზამკვლევებისა და ტრენინგმოდულების მომზადება - რომლებშიც ხაზი გაესმება მისიის შემუშავებაში სკოლების თვითმმართველობითი სტრუქტურების ჩართვის აუცილებლობასა და პოზიტიურ პრაქტიკას. შიდასასკოლო რეგულაციებში სასურველია გაიწეროს სკოლის 7-წლიანის სტრატეგიული განვითარების გეგმისა თუ ერთწლიანი სამოქმედო გეგმის სკოლის მისიასთან მიმართებით გადახედვის ვალდებულება და მექანიზმები. სასურველია შემუშავდეს საგნობრივი კათედრებისა თუ ინტერკათედრული პროგრამები, რომლებიც გამოკვეთს სკოლის მისიასთან მიმართებით განათლების შინაარსის კორელაციის საკითხებს. ასევე მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევს სკოლებს იმგვარი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც განსაზღვრავს ექსტრაკურიკულარული და დამატებითი სასწავლო-სააღმზრდელო მომსახურების როლს სკოლის ფილოსოფიის, ხედვების პრაქტიკული რეალიზების თვალსაზრისით. ზემოაღნიშნული ინტერვენციების პრაქტიკაში დამკვიდრება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებს მისცემს საშუალებას:  სასკოლო საზოგადოების ყველა წევრი ჩაერთოს და, შესაბამისად, გაიზიაროს ერთიანი სასკოლო ფილოსოფია.  საგნობრივ პროგრამებში ინტეგრირდეს სკოლის მიერ მისიაში განსაზღვრული ღირებულებები და შეიქმნას ობიექტურად უნიკალური სააღმზრდელო-საგანმანათლებო მიდგომა, რომელიც მოსწავლეებს კონკრეტულ, ხელშესახებ ცოდნას მისცემს და მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარებს გამოუმუშავებს en_US
dc.language.iso ge en_US
dc.subject სკოლის მისია en_US
dc.subject ფილოსოფია en_US
dc.subject ავტორიზაცია en_US
dc.subject სასკოლო საზოგადოება en_US
dc.title სკოლის მისია, როგორც სასკოლო საზოგადოების მიერ გაზიარებული ფილოსოფია en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account