DSpace Repository

საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან პანდემიის პირობებში

Show simple item record

dc.contributor.author შალიკიანი, ლილე
dc.contributor.author ფირცხალავა, ეკატერინე
dc.date.accessioned 2022-12-20T10:06:45Z
dc.date.available 2022-12-20T10:06:45Z
dc.date.issued 2022
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/2025
dc.description.abstract 2019 წლის დასასრულს კორონავირუსის პანდემიამ ახალი გარემო და რეალობა წარმოშვა მსოფლიოში მცხოვრები ადამიანებისთვის. განურჩევლად საცხოვრებელი ადგილისა, პანდემიამ მასშტაბურად იმოქმედა ადამიანთა მენტალურ ჯანმრთელობაზე, იგი მოიხსენიეს კიდეც, როგორც უნივერსალური სტრესორი. სოციალური ურთიერთობების ქსელის დეფიციტმა, სოციალური კავშირების რაოდენობრივმა კლებამ გაამძაფრა მარტოობის განცდა ადამიანებში. გარემო პირობების ცვლილებამ ინდივიდებზე სხვადასხვაგვარად იმოქმედა, შეისწავლეს პიროვნული მახასიათებლებისა და დროითი პერსპექტივების ზეგავლენა პანდემიის დროს მარტოობის აღქმაში, თუმცა არსებული ცვლადების ურთიერთდამოკიდებულება ბოლომდე არ არის გამოკვლეული. კვლევის მიზანი: - შეისწავლოს პანდემიის პირობებში საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან; - დაადგინოს, რა მიმართებაშია პანდემია, როგორც გარემოში არსებული სტრესორი, დროითი პერსპექტივების აღქმასთან, პანდემიის დროს მარტოობასთან, როგორც შედეგთან და ამ პროცესში, რა როლს თამაშობენ პიროვნული მახასიათებლები. კვლევის მეთოდი: ქართულ ენაზე ადაპტირებული ინსტრუმენტების (დროითი პერსპექტივის, მარტოობისა და დიდი ხუთეულის საკვლევი შკალები) გამოყენებით, ხელმისაწვდომი შერჩევის გზით, კვლევა ჩატარდა 208 ადამიანზე. შედეგები: ადამიანები, რომლებსაც აქვთ ნეიროტიციზმის პიროვნული მახასიათებელი და ამავდროულად, ახასიათებთ აწმყოს ფატალისტური დროითი პერსპექტივა არიან მეტად მოწყვლადები პანდემიის პირობებში მარტოობისადმი. რაოდენობრივი ანალიზის შედეგად დადასტურდა, რომ წარსული-ნეგატიური დროითი განზომილება მნიშვნელოვნად განაპირობებს მარტოობის განცდას პანდემიის პირობებში. გამოვლინდა, რომ აწმყო ფატალისტური დროითი პერსპექტივა დადებითად, ხოლო მომავლის დადებითი დროითი პერსპექტივა - უარყოფითად არის დაკავშირებული მარტოობის განცდასთან. en_US
dc.language.iso ge en_US
dc.subject დროითი პერსპექტივები en_US
dc.subject მარტოობა en_US
dc.subject დიდი ხუთეულის პიროვნული მახასიათებლები en_US
dc.title საქართველოში მაცხოვრობელთა მარტოობის დონის კავშირი დროითი პერსპექტივების აღქმასა და დიდი ხუთეულის პიროვნულ მახასიათებლებთან პანდემიის პირობებში en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account