Abstract:
საქართველოში საბაზრო - ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებამ დღის წესრიგში
დააყენა ახალი სუბიექტების შექმნის საკითხი. წინამდებარე სტატიაში განხილულია
საკრედიტო ურთიერთობათა მონაწილე სუბიექტების შექმნისა და მათ შორის
წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების განვითარების ძირითადი ეტაპები.
ასევე განხილულია საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც განხორციელდა სესხის
გაცემის წესთან დაკავშირებით. სტატია განკუთვნილია სამართლისა და ეკონომიკური
პროფილის სტუდენტების, მეცნიერების, პრაქტიკოსების და საბანკო სამართლის
საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.