Abstract:
წინამდებარე ნაშრომში განხილულია მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეების მიერ სამკვიდრო ქონების გაყოფის წესთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები, ასევე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული უახლესი საკანონმდებლო ცვლილებები. სტატია განკუთვნილია სამართლის პროფილის სტუდენტების, მეცნიერების, პრაქტიკოსი იურისტების და სამკვიდროს გაყოფის საკითხებით დაინტერესებული ფართო მკითხველისათვის.