Abstract:
ბალეტი პროფესიული საქმიანობაა, რომელიც ადამიანის სხეულს სარისკო ფიზიკურ და ფსიქო-ემოციურ მოთხოვნებს უყენებს. ბალეტი მოიცავს სხეულის, გონებისა და ემოციების ერთობლივ მოქმედებას, რომელიც ერთი შეხედვით მარტივი პროცესია. რეალურად კი ამ სასიამოვნო სანახაობას თან ახლავს ჯანმრთელობის პრობლემები. კვლევის მიზანია საბალეტო დასის წევრთა/მოცეკვავეთა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების შეფასება. მეთოდოლოგია: თვისებრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა სიღრმისეული ინტერვიუები საქართველოს სახელმწიფო ბალეტის მოცეკვავეებთან.