DSpace Repository

Olga Taxidou’s Medea – Woman and Empire in a World Torn Apart

Show simple item record

dc.contributor.author Nadareishvili, Ketevan
dc.date.accessioned 2021-10-27T07:27:13Z
dc.date.available 2021-10-27T07:27:13Z
dc.date.issued 2020
dc.identifier.citation American Comparative Literature Assosiation Annual Meeting 2020, 19-22.03, Chicago en_US
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/790
dc.description.abstract ძველი ტექსტების ახლებურად გააზრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მასალას კლასიკური ტრადიცია გვაწვდის. ევრიპიდეს ტრაგედია „მედეა“ კი ფემინიზმის იდეების წარმოჩენისთვის პარადიგმატულ პიესადაა მოაზრებული. უკვე XX ს-ის დასაწყისის სუფრაჟისტთა მოძრაობაში მედეას ფიგურა ფენიმიზმის ხატად გვევლინება. რაც შეეხება XXI ს-ის პირველი ათწლეულების „მედეას“ მრავალმხრივ ინტერპრეტაციათ, სწორედ მისი ფემინისტური რეცეფციები იკავებს ამ დისკურსში ერთ-ერთ წარმმართველ ადგილს. ამ კუთხით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ფემინისტი მწერლის და დრამის სპეციალისტის - ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“. მოხსენება განიხილავს ტაქსიდუს მედეას სახეს, როგორც ე.წ. „სხვის“ სახეს, რომელიც ამასთანავე სასოწარკვეთილ მებრძოლ ფემინისტად გვევლინება იმპერიისა და „მესამე სამყაროს“ ურთიერთობის ჭრილში, შეისწავლის ქალების ხვედრს, რომლებიც იმპერიალისტური პოლიტიკის ყველაზე მოწყვლად ნაწილს წარმოადგენენ. მოხსენება მიზნად ისახავს შემდეგი საკითხების ანალიზს: ა) მედეას თვალით დანახული ამ ორი სამყაროს ფასეულობათა ფუნდამენტური განსხვავების; ბ) მედეას ტოტალური გაუცხოვების, გაუცხოვებისა საკუთარი შვილებისგანაც კი, რომლებსაც ის იმპერიის ჯარისკაცებად განიხილავს; გ) „მედეას“ ცნობილი ქორალური ოდის („მედეა“, 410-430); დ) მედეას ამბივალენტური რეპრეზენტაციისა პიესის ფინალში - როგორც პიროვნებისა, რომელმაც დაკარგა თავისი იდენტობა და როგორც სატელევიზიო შოუს წამყვანისა, რომელიც უბედური ქალების ხვედრის შესახებ წარმართავს გადაცემას. მოხსენების დასკვნები საყურადღებო იქნება ქალი ავტორების მიერ უკვე არსებული ტექსტების გადააზრების დისკურსისთვის, რაც შეიძლება უფრო მასშტაბური პროცესის - არსებული კულტურული ნორმების ტრანსფორმაციის ნაწილად მოვიაზროთ. en_US
dc.language.iso en en_US
dc.subject Reception studies en_US
dc.subject Olga Taxidou en_US
dc.subject Medea en_US
dc.subject feminism en_US
dc.subject the Other en_US
dc.subject Modern drama en_US
dc.subject women studies en_US
dc.subject the empire and Third World en_US
dc.title Olga Taxidou’s Medea – Woman and Empire in a World Torn Apart en_US
dc.title.alternative ოლგა ტაქსიდუს „მედეა“ - ქალი და იმპერია გახლეჩილ სამყაროში en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account