DSpace Repository

Women on Women:Two Modern Feminist Interpretations of the Medea Myth

Show simple item record

dc.contributor.author Nadareishvili, Ketevan
dc.date.accessioned 2021-10-27T07:33:08Z
dc.date.available 2021-10-27T07:33:08Z
dc.date.issued 2021
dc.identifier.citation American Comparative Literature Assosiation Annual Meeting 2021, 8-11.04, Virtual Conference en_US
dc.identifier.uri http://dspace.tsu.ge/xmlui/handle/123456789/791
dc.description.abstract ოდინდელ ტექსტთა გადამუშავება უმეტესწილად საუკუნოვან კითხვებზე ახალი პასუხების მოძიების მცდელობა გახლავთ. მწერლები ნაცნობ მატრიცებს ხშირად თავიანთი ეპოქის კრიზისების ანალიზისთვის იყენებენ. მედეას უძველესი მითოსი ფემინისტური პრობლემების გააზრების ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დისკურსად გვევლინება, რომელშიც XX საუკუნის ბოლოდან მოყოლებული აქტიურად ჩაებნენ ქალი ავტორები. მოხსენება მიზნად ისახავს, გაანალიზოს ორი ქალი ავტორის მიერ დანახული მედეას ამბავი - ერთი გახლავთ ცნობილი ფემინისტი ავტორისა და დრამის სპეციალისტის, ოლგა ტაქსიდუს პიესა „მედეა“, ხოლო მეორე - ახალგაზრდა ქართველი პოსტმოდერნისტი ავტორის - მადი ბერიაშვილის პიესა სახელწოდებით „მედეა, როგორც მედეა“. ორივე პიესა წარმოგვიდგენს მედეას ამბავს ისე, როგორც ამას თავად მედეა ხედავს, ასე რომ, ტრადიციული მამრობითი ნარატივი ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული. მედეას ირგვლივ არსებული სამყარო განსხვავებულადაა დახატული მწერალთა მიერ. ტაქსიდუ პრობლემათა ფართე პანორამას წარმოგვიდგენს - იმპერიისა და მესამე სამყაროს ურთიერთობისა და ქალთა ხვედრისა ამ კონტექსტში, მაშინ, როდესაც ბერიაშვილის ყურადღების ცენტრში ექცევა მედეას ირგვლივ მყოფი მამაკაცების პერვერსიული ვნებები - იქნება ეს მედეასადმი მამის სექსუალური ლტოლვა თუ ოქროს საწმისის მოპოვების იასონისეული პათოლოგიური ვნება. განსხვავებათა მიუხედავად, ორივე ავტორი თვლის, რომ მედეას საშინელ შურისძიებაზე პასუხისმგებელი სწორედ მის ირგვლივ არსებული სამყაროა, რადგან მან გახადა მედეა ისეთი, როგორც ის არის. მოხსენების დასკვნები საყურადღებოა ქალების მიერ ლიტერატურის გადამუშავების დისკურსის შესწავლის კუთხით. en_US
dc.language.iso en en_US
dc.subject Reinterpretation en_US
dc.subject Medea en_US
dc.subject Olga Taxidou en_US
dc.subject Madi Beriashvili en_US
dc.subject Feminist discourse en_US
dc.subject Postmodern drama en_US
dc.title Women on Women:Two Modern Feminist Interpretations of the Medea Myth en_US
dc.title.alternative ქალები ქალების შესახებ: მედეას მითის ორი თანამედროვე ფემინისტური ინტერპრეტაცია en_US
dc.type Thesis en_US


Files in this item

This item appears in the following Collection(s)

Show simple item record

Search DSpace


Advanced Search

Browse

My Account