Abstract:
ნაშრომი ეხება საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას VIII საუკუნეში. წიგნში მიმოხილულია საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობა ამ პერიოდის მსოფლიოს ისეთ წამყვან სახელმწიფოებთან, როგორებიც იყვნენ ბიზანტიის იმპერია, ხალიფატი და ხაზართა ხაკანატი. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს მესვეურთა პოლიტიკურ კავშირებზე ალვანეთისა და სომხეთის მმართველ ელიტასთან. საგარეო-პოლიტიკური ურთიერთობების გარდა, შესწავლილია საქართველოში არსებული საშინაო ვითარება და ქართულ სამეფო-სამთავროთა ურთიერთკავშირი, ასევე, ახალი პოლიტიკური სუბიექტების ფორმირების საკითხი. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისთვის. ის საინტერესო იქნება კავკასიის, ბიზანტიის, ხალიფატისა და ხაზარეთის ისტორიით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვისაც.