Abstract:
ნაშრომში განხილულია XIII-XIV საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაში გამავალი სავაჭრო გზები. დეტალურადაა მოცემული ჯალალ ად-დინის, მონღოლების და თემურ-ლენგის მიერ საქართველოზე განხორციელებული ლაშქრობების შედეგად სავაჭრო გზების განვითარების დინამიკაში გამოწვეული ცვლილებები. შესწავლილია თუ რა გავლენა მოახდინა ამან ქართულ მონარქიაზე და რა ნაბიჯებს დგამდნენ ქართველი მეფეები გაუარესებული სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად. წიგნში მიმოხილულია საქართველოში და მის გარშემო XIII-XIV საუკუნეების სავაჭრო გზებზე არსებული ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია. გამოყენებულია ქართული, სომხური, სპარსული, არაბული და ევროპული წყაროები. ზოგ შემთხვევაში გამოთქმულია მოსაზრებები ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული იდეების გადასაფასებლად. წიგნი განკუთვნილია როგორც შუა საუკუნეების საქართველოს და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე, ზოგადად, ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.