Abstract:
ნაშრომში განხილულია VI-XIII საუკუნეებში მახლობელ აღმოსავლეთსა და კავკასიაზე გამავალი სავაჭრო მაგისტრალები. მიმოხილულია VI საუკუნეში აღმოსავლეთ რომის იმპერიის და სასანური ირანის ბრძოლა ლაზიკასა და სვანეთში არსებული სავაჭრო გზების გასაკონტროლებლად. წიგნში, ასევე, განხილულია XI-XIII საუკუნეებში ქართველების ექსპანსია სამხრეთით და რომ ამის ერთ-ერთი მიზეზი ერთიანი ქართული სამეფოს მიერ რეგიონული მნიშვნელობის სავაჭრო გზებზე – თბილისი-განჯა-ბარდავი, დვინი-ანისი-ტრაპიზონი, ბარდავი-დარუბანდი და ა. შ. – გასვლის სურვილი იყო. ნაშრომში მიმოხილულია ქართული და უცხოური ისტორიოგრაფია და გაანალიზებულია გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების ბიზანტიური, სპარსულ-არაბული, სომხური და ქართული წერილობითი წყაროები. წიგნი განკუთვნილია როგორც გვიან ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის საქართველოსა და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის მკვლევრებისთვის, ასევე ზოგადად ისტორიით დაინტერესებული მკითხველისთვის.