Abstract:
აღნიშნული ნაშრომი ეხება კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის პოლიტიკურ ისტორიას VIII-XII საუკუნეებში. მონოგრაფიაში განხილულია კახეთის ქორეპისკოპოსთა და კახეთ-ჰერეთის მეფეთა მოღვაწეობა, ასევე მათ სახელმწიფოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. წიგნში შესწავლილია კახეთის საქორეპისკოპოსოს გენეზისის საკითხი, შინაპოლიტიკური ვითარება კახეთის საქორეპისკოპოსოსა და კახეთ-ჰერეთის სამეფოში, საგარეო პოლიტიკური მდგომარეობა, ქრონოლოგიისა და გენეალოგიის საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება აქვს დათმობილი კახეთისა და კახეთ-ჰერეთის მესვეურთა ურთიერთობას ბაგრატიონთა სამეფო სახლთან. მიმოხილულია საგარეო-პოლიტიკური კავშირი შემდგომ ქვეყნებთან: ბიზანტიის იმპერია, ხალიფატი, ხაზარეთი, სომხეთი, ეგვიპტე, სელჩუკთა სახელმწიფო. ყურადღება ეთმობა, ასევე, კავკასიისა და ირანის ტერიტორიაზე მდებარე სხვადასხვა ქვეყნებსაც. წიგნი განკუთვნილია საქართველოს ისტორიის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო აუდიტორიისთვის. ის საინტერესო იქნება კავკასიის, ბიზანტიის, ხალიფატის, ირანისა და თურქ-სელჩუკთა ისტორიის მოყვარული მკითხველისთვისაც.