Abstract:
ამ სტატიაში განხილული მაქვს უძრავი ნივთების კეთილსინდისიერი შეძენა, საჯარო რეესტრის როლი უძრავი ნივთის შეძენისას, ასევე უძრავი ნივთის თანასაკუთრებისას არსებული სამართლებრივი პრობლემები. დასაბუთებული მაქვს ის, რომ კეთილსინდისიერი შეძენა საბოლოოდ ნამდვილია და შეიძლება უძრავზე წარმოშობილი საკუთრების კვლავ გადაცემა ნებისმიერ პირზე, მათ შორის მაზეც, რომელმაც იცოდა რეესტრის ჩანაწერის უსწორობის შესახებ.