Abstract:
კრებულში თავმოყრილია მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანი, უნიკალური ინფორმაცია, ასევე სამეცნიერო დოკუმენტები, რომელთა გაცნობა მეოცე საუკუნის 20-ანი წლების საქართველოში ეპოქის რეალობით დაღდასმული იურიდიული აზრის მდგომარეობის მკაფიო სურათს ხატავს. კრებულში გამოყენებული საარქივო დოკუმენტაციის დიდი ნაწილი პირველად იბეჭდება, რაც კიდევ ერთხელ მისცემს მკვლევრებს, იურისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს სამართლის მეცნიერების გადასახედიდან საბჭოთა წარსულის გააზრებისა და იმის აღქმის შესაძლებლობას, როგორ რთულ ვითარებაში იქმნებოდა ქართული იურიდიული მსოფლმხედველობა და როგორ იბრძოდა საბჭოთა მარწუხებისგან განთავისუფლებისათვის.