Abstract:
საქართველოში ჯანდაცვის რეფორმები 1995 წლიდან დაიწყო. მთელი ამ 25 წლიანი პერმანენტული რეფორმების პერიოდში ჯანდაცვის 9 მინისტრი მოვიცვალეთ, მაგრამ დღემდე ვერ შევქმენით ვერც პირველადი ჯანდაცვის სისტემა, ვერც ეფექტური ჰოსპიტალური სექტორი, ვერც მდგრადი საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. ამ მხრივ, საინტერესოა ჯანდაცვის სფეროში ჩვენი მეზობელი ქვეყნის, თურქეთის მიერ გატარებული რეფორმების გაცნობა.