Abstract:
საწარმოებს შეუფერხებელი მუშაობისათვის სათანადო რაოდენობის და სახეობის
მარაგი ესაჭიროება. შეძენილმა მარაგმა მის მოხმარება-რეალიზაციამდე შეიძლება და-
კარგოს თავისი ღირებულების ნაწილი - გაუფასურდეს და შედეგად, მარაგის სააღრიცხვო ღირებულება ხდება მის ნეტო სარეალიზაციო ღირებულებაზე ნაკლები. საწარმომ უნდა მოახდინოს მარაგის გაუფასურების პროგნოზირება და მისი წინასწარ აღიარება გაუფასურების რეზერვის სახით. საწარმოებმა გაუფასურების რეზერვის შექმნის წესები უნდა შეიმუშაონ და ასახონ სააღრიცხვო პოლიტიკაში.
ასეთ შემთხვევაში წინდახედულობის და სიფრთხილის პრინციპის შესაბამისად გაუ-
ფასურების რეზერვის შექმნა უზრუნველყოფს მარაგების ასახვას მათი რეალური ეკონომიკური სარგებლის მოტანის პოტენციალით და რეალურ ფინანსურ შედეგებს, რაც განაპირობებს ფინანსური ანგარიშგების უტყუარობას.
Description:
1. ფინანსური ანგარიშგების მომზადების კონცეპტუალური საფუძვლები, 2021 წ.
მდგომარეობით
2. ბასს 1 ფინანსური ანგარიშგების წარდგენა, 2021 წ. მდგომარეობით
3. ბასს 2 მარაგები, 2021 წ. მდგომარეობით
4. ბასს 37 ანარიცხები, პირობითი ვალდებულებები და პირობითი აქტივები, 2021 წ.
მდგომარეობით
5. ბასს 36 აქტივების გაუფასურება, 2021 წ. მდგომარეობით.