აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თეორიული და პრაქტიკული ასპექტები

Abstract
პატიმრობა წარმოადგენს აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრ სახეს. საქართველოსათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგულირება ევროკავშირისაკენ მიმავალ გზაზე, რადგან არსებობს მთელი რიგი გამოწვევები, როგორც საკანონმდებლო მოწესრიგების, ასევე სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით. ნაშრომში განხილულია თავისუფლების პრეზუმფციის არსი. თავისუფლების უფლების კონსტიტუციური და საერთაშორისო-სამართლებრივი ბუნება, აღკვეთის ღონისძიების არსი, მიზნები, საფუძვლები და სახეები, პატიმრობა, როგორც “Ultima Ratio”, სხვა, ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა, პატიმრობის გამოყენების ფაქტობრივი და ფორმალური საფუძვლები,პროკურორის შუამდგომლობასა და სასამართლოს განჩინებაში პატიმრობის დასაბუთების პრაქტიკული და სამართლებრივი პრობლემები, პატიმრობის გამოყენების, შეცვლის, გაუქმების და გასაჩივრების თავისებურებები. გამოკვეთილია პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი, პატიმრობის გამოყენების ვადა და პატიმრობის გამოყენებაზე მონიტორინგი, საპატიმრო გირაო, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ პატიმრობის გამოყენების სპეციფიკა და ზოგადად, პატიმრობასთან დაკავშირებული თეორიული და პრაქტიკული პრობლემები. გაანალიზებულია პატიმრობის გამოყენების სტატისტიკური მონაცემები, სასამართლო პრაქტიკა პატიმრობის შეფარდების მიზანშეწონილობისა და დასაბუთებულობის კონტექსტში. საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების, საქართველოს საერთო სასამართოების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის განზოგადების საფუძველზე ჩამოყალიბებულია კონკრეტული წინადადებები პრაქტიკის დახვეწისა და კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით.
Description
Keywords
თავისუფლების უფლება, აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, პატიმრობის დასაბუთება, პატიმრობის გამოყენებაზე მონიტორინგი, სასამართლო პრაქტიკა
Citation
სისხლის სამართლის აქტუალური საკითხები, თბილისი, 2020, გვ. 305-445
Collections