Article
Permanent URI for this collection
Browse
Browsing Article by Author "აქუბარდია, ირინა"
Now showing 1 - 3 of 3
Results Per Page
Sort Options
Item კონტროლის მექანიზმები ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე(მერიდიანი, 2022) აქუბარდია, ირინანაშრომი უკავშირდება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ეფექტურობისა და საკმარისობის პრობლემებს, არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კერძო პირთა პირადი ავტონომიის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვისა და გამოძიების ინტერესებს შორის თანაფარდობის საკითხებთან დაკავშირებულ გამოწვევებს. სტატიაში განხილულია ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს, როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განმახორციელებელი ორგანოს როლი და დანიშნულება. გაანალიზებულია სააგენტოს საქმიანობის კონტროლის ინსტიტუციური და ტექნოლოგიური მექანიზმები. კერძოდ, საპარლამენტო კონტროლი, სამთავრობო (პრემიერ–მინისტრი), საფინანსო კონტროლი,სასამართლო კონტროლი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ განხორციელებული კონტროლი, კონტროლის მექანიზმები ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის / მასალის შენახვასა და განადგურებაზე. ასევე განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტები დაფარული საგამოძიებო მოქმედებების მარეგულირებელი ნორმების შესაბამისობა აღნიშნულ სტანდარტებთან. ყურადღება გამახვილებულია ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე კონტროლის სისტემის ნაკლოვანებებზე, საკანონმდებლო ხარვეზებზე, ზედამხედველობის განხორციელებისას არსებულ გამოწვევებზე და გამოთქმულია წინადადებები/რეკომენდაციები კანონმდებლობის დახვეწის მიზნით.Item პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის პრობლემები(მერიდიანი, 2020) აქუბარდია, ირინასამართალდამცავ ორგანოთა შორის პოლიციას განსაკუთრებული ადგილი უკავია დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების საქმეში. საპოლიციო ღონისძიებების გამოყენების დროს გარდაუვალია ადამიანის უფლებებში ჩარევა, თუმცა ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, პოლიციის თანამშრომლის მიდგომაზეა დამოკიდებული, „ასეთი ჩარევა გამართლებულად ჩაითვლება თუ ადამიანის უფლებათა დარღვევად“. სტატიაში განხილულია პოლიციის პრევენციული ღონისძიებების ცალკეულისახეები, ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიები პრევენციული ღონისძიებების გამოყენებისას, პოლიციის პრევენციული და რეპრესიული ღონისძიებების გამიჯვნის ცალკეული ასპექტები. ხაზგასმულია პოლიციის ორმაგი ფუნქციის -პრევენციული და რეპრესიული ამოცანების განხორციელების თავისებურებები და განსხვავებული სამართლებრივი ბუნების გამო არაერთგვაროვანი საშუალებების და მეთოდების გამოყენების აუცილებლობა. ნაშრომში იდენტიფიცირებულია პოლიციის ცალკეული პრევენციული ღონისძიებების საკანონმდებლო მოწესრიგების თუ პრაქტიკული გამოყენების კუთხით არსებული პრობლემები და ხარვეზების აღმოსაფხვრელად გამოთქმულია რეკომენდაციები და მოსაზრებები.Item საბანკო ანგარიშების მონიტორინგის ადგილი საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში(მერიდიანი, 2021) აქუბარდია, ირინასაბანკო ანგარიშების მონიტორინგი, როგორც საგამოძიებო მოქმედება მოქმედი საპროცესო კოდექსის ერთ–ერთ ნოვაციას წარმოადგენს. იგი გათვალისწინებულია მრავალი ქვეყნის კანონმდებლობაში, როგორც ეფექტური მექანიზმი ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. საბანკო ანგარიშების მონიტორინგი ზღუდავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება აუცილებელი იყოს მისი ჩატარება. ამიტომ თანამდებობის პირთა მხრიდან პირად ცხოვრებაში თვითნებური, უკანონო ჩარევის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია პირად და საჯარო ინტერესს შორის ბალანსის დაცვა, კანონმდებლობაში ადამიანის უფლებების დაცვის მეტი გარანტიების ასახვა და შესაბამისად, საბანკო ანგარიშების მონიტორინგის მარეგულირებელი ნორმის სრულყოფა. სტატიაში განხილულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის შემოღების წინაპირობები, მოცემულია საბანკო ანგარიშების მონიტორინგის, როგორც საგამოძიებო მოქმედების საპროცესო–სამართლებრივი ბუნების ღრმა და სისტემური ანალიზი, მისი მიმართება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან, საგამოძიებო მოქმედებათა სისტემაში მისი ადგილის განსაზღვრის თავისებურებები, იდენტიფიცირებულია საკანონმდებლო ხარვეზები და შემუშავებულია რეკომენდაციები კანონმდებლობის სრულყოფის და პრაქტიკის დახვეწის მიზნით.