Administrative Law Department
Permanent URI for this community
Administrative Law Department
Browse
Browsing Administrative Law Department by Author "ყალიჩავა, კობა"
Now showing 1 - 3 of 3
Results Per Page
Sort Options
Item გარემოს დაცვის სამართალი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018) ყალიჩავა, კობაავტორის წინათქმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებამ, საქართველოში გარემოსდაცვის პოლიტიკისა და სამართლის მიმართ სამეცნიერო ინტერესი გაზარდა. ამ სფეროს განვითარებამ რამდენიმე ძირითადი ეტაპიგანვლო. დამოუკიდებლობიდან „ვარდების რევოლუციამდე“ პერიოდში გარემოს დაცვის კა ნონმდებლობა ქაოტურად და მექანი კურად შეიქმნა. ეს იყო ელსტერისეული ე.წ. „ერთდროულობის დილემის“ სახელით ცნობილი ეტაპი, როცა ქვეყანა ყველა მიმართულებით ატარებ და რეფორმას – თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის, პოლიტიკური რეჟიმის ტრანსფორმაციისა და თავისუფალი საბაზრო ეკონომიკის შექმნის მიმართულებით. მართალია მაშინ გარემოს დაცვის სფეროში უცხოური გამოცდილების საფუძველზე ბევრი საბაზისო კანონმდებლობა შეიქმნა, თუმცა შინაარსობრივად ის აცდენილი იყო მაშინდელ სოციალურ-ეკონომიკურ რეალობას და შესაბამი სად მას ცხოვრებაში არც უმუშავია. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, ბიზნესის კეთების რეიტინგების პრიორიტეტულობა გახდა ახალი კანონმდებლობის შექმნის იდეოლოგიური საფუძველი. ამიტომ, პირველ რიგში, გაუქმდა 90-იან წლებში შექმნი ლინორმების დიდი უმრავლე სობა, რომელიც ფორმალურად (ანუ წიგნებში და არა მოქმე დე ბაში) ევროპულ ღირებულებებზე იყო ორიენტირებული. მაშინ დერეგულირების პოლიტიკა არაფერს ისე მკაცრად არ შეხებია, როგორც ეს გარე მოს დაცვის შემთხვევაში მოხდა. ეს იყო მეორე უკიდურესობა, როცა მაშინ დელმა სოციალურ-ეკონომიკურმა სინამდვილემ განა- პირობა უკვე შინაარსობრივად არას წორი კანონმდებლობის გაჩენა. ევროკავშირთან ასოცირებით ნაკისრი ვალდებულებები ერთდროულად გარდამტეხი და დამაბნეველი ფაქტორი აღმოჩნდა. საქმე ის იყო, რომ დე- რეგულირების პოლიტიკი სა და ე.წ. „ველური ლიბერალიზმის“ შემდეგ, აბსოლუტურად რეგულაციური პოლიტიკისკენ აღებულმა კურსმა დაბა- და ლეგიტიმური კითხვა-რამდენად შეიძლება ამ სფეროში ერთდროულად კიდევ ერთი „ახალი სამართლის“, აწ უკ ვე „ას ოცირებული სამართ- ლის“ შექ მნა? ნაშრომის ერთი ნაწილი სწორედ ამ საკმაოდ საკამათო საკითხის გარკვევას ეხება. მეორე ნაწილში კი გარემოს დაცვის ჰორიზონტა- ლური კანონმდებლობის მაგალითზე ნაჩვენებია განვითარების უდავოდ დამაიმედებელი დინამიკა. რაც აქ შეიძლება ითქვას, არის პასუხი 2016 წელს გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში გამოთქმულ ვარაუდზე, რომ „მართალია, ევროინტეგრაციის ჭრილში განხორციელებული რეფორმის შედე -გად, ამ წიგნში გამოთქმული ბევრი მოსაზრება, სავარაუდოდ, თავის აქტუალურობასაც დაკარგავს, თუმცა, ბუნებრივია, საბოლოო მიზანიც ეს იყო და ამან მხოლოდ სიხარული შეიძლება მიანიჭოს ავტორს.“ განვლილმა პერიოდმა და ჩატარებულმა რეფორმებმა ეს ვარაუდი გაამართლა. წიგ ნში გამოთქმულ ბევრ მოსაზრებას მართლაც დაეკარგა აქტუალობა. თუმცა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისთვის მხოლოდ კარგი კანონე ბის შექმნა არ არ ის საკმარისი. მას უნდა დაემატოს ღირებულებებზე ორიენტირებული მმართველობითი კულტურაც. სწორედ ამ ყოველივეზე იქ ნება საუბარი წინამ დებარე წიგნში.Item მოსარჩელის კანონიერი ინტერესის ორმაგი ბუნება და ქართულ ადმინისტრაციულ მართლმსაჯულებაში მისი გამოყენების პრაქტიკის კრიტიკა(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023) ყალიჩავა, კობა; აღაპიშვილი, მერიItem სამართლის ტრანსფერი და შინაგანი დინამიკა ტრანსფორმაციულ ქვეყნებში: საქართველოს ადმინისტრაციული სამართლის განვითარების მაგალითი(ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2023) ყალიჩავა, კობა; ვინტერი, გერდ