Department of Geography
Permanent URI for this community
Department of Geography
Browse
Browsing Department of Geography by Author "ნინო ხარებავა / Nino Kharebava"
Now showing 1 - 1 of 1
Results Per Page
Sort Options
Item თბილისის ურბანიზაცია და მასთან დაკავშირებული ეკოლოგიური პრობლემები(2022) ნინო ხარებავა / Nino Kharebavaაბსტრაქტი. ნაშრომი მოიცავს ურბანიზაციის პროცესის ზოგად მიმოხილვას საქართველოში, საუბარია ურბანიზაციის რაოდენობრივი მახასიათებლის – ურბანიზაციის დონეზე, რათა დადგინდეს, თუ რომელ ჯგუფს ეკუთვნის საქართველო _ განვითარებულ, განვითარებად თუ შუალედური ქვეყნებისას. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს დედაქალაქში ბოლო ათწლეულებში გააქტიურებულ ურბანიზაციის პროცესების თავისებურებებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ 2021 წლის მონაცემებით ბათუმის მოსახლეობის სიმჭიდროვის მაჩვენებელი თბილისისაზე უფრო მაღალი აღმოჩნდა და საქართველოს დედაქალაქმა ამ მხრივ პირველობა დაკარგა, განხილულია ამ თავისებურების გამომწვევი მიზეზები.სტატიაში საუბარია აგრეთვე თბილისში მიმდინარე ურბანიზაციის პროცესის თანმხლებ უარყოფით შედეგებზე, სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე და მათ გამომწვევ მიზეზებზე. ასევე ქალაქში ცხოვრების მიზიდვის ფაქტორებზე. წინა პლანზეა წამოწეული ურბანიზაციასთან დაკავშირებული ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა ქალაქის ეკოლოგიური მდომარეობის გაუარესება.